საქართველოს ბიზნეს ასოციაცია საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებულ ეკონომიკის სტიმულირების გეგმას ეხმიანება

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებულ ეკონომიკის სტიმულირების გეგმას ეხმიანება

access_time2020-03-14 11:21:58

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია პრემიერ მინისტრის მიერ დაანონსებულ, ეკონომიკის სტიმულირების გეგმას ეხმიანება და მის მნიშვნელობაზე საუბრობს.


როგორც საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში აცხადებენ, „ბოლო დღეების განმავლობაში მთავრობასა და ბიზნესს შორის ინტენსიური კომუნიკაცია მიმდინარეობდა, იმ მიზნით, რომ შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებამდე მთავრობას ჰქონოდა სრულყოფილი ინფორმაცია კონკრეტული მომენტისათვის ბიზნესის წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ. საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ კონსულტაციების პროცესში მთავრობას გაუზიარა საკუთარი მოსაზრებები, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილიც აისახა სამოქმედო გეგმაში. შესაბამისად, ვფიქრობთ, პრემიერ მინისტრის მიერ გაჟღერებული გეგმა პასუხობს ამ ეტაპზე არსებულ გამოწვევებს ბიზნესსა და ზოგადად ქვეყნის ეკონომიკაში.


ამასთან, აუცილებლად მიგვაჩნია, ხაზი გავუსვათ, წამყვანი კომერციული ბანკების, რომლებიც ასევე არიან ჩვენი ასოციაციის წევრები, მიერ გაცხადებულ მზადყოფნას, გვერდში დაუდგნენ ჩვენს მოქალაქეებსა და მეწარმე სუბიექტებს, რათა ერთად, მინიმალური დანაკარგებით გადავლახოთ დროებითი სირთულეები. ვფიქრობთ, სოლიდარობისა და სოციალური პასუხისმგებლობის ეს სამაგალითო აქტი უდავოდ იმსახურებს ყველა ჩვენგანის მადლიერებას. შექმნილ ვითარებაში ნებისმიერი ბიზნესი მოვალეა და შესაბამისად ყველას მოვუწოდებთ გამოიჩინოთ სოციალური პასუხისმგებლობის უმაღლესი გრძნობა და ნებისმიერი გადაწყვეტილება პირველ რიგში შეუსაბამოთ საზოგადოების დღევანდელ მოთხოვნებსა და ყოველდღიურ საჭიროებებს.



ჩვენ, როგორც ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მსხვილი ბიზნეს გაერთიანება, ამ პერიოდში განსაკუთრებული ძალისხმევით ვიმუშავებთ ეფექტური კომუნიკაციის გზით პრობლემების იდენტიფიცირებისათვის, რათა, თუ ამის საჭიროება გამოიკვეთა, დროულად მომზადდეს ეკონომიკის მასტიმულირებელი დამატებითი ღონისძიებები.


დასასრულს, კიდევ ერთხელ გვინდა უდიდესი მადლიერებით გამოვეხმაუროთ თითოეული იმ ადამიანის, პროფესიონალის ძალისხმევას, ვინც დაავადებასთან ბრძოლისა და შეკავების წინა ხაზზე იცავს ჩვენი მოქალაქეების, თითოეული ჩვენგანის ჯანმრთელობას. იმედი გვაქვს, რომ ხელისუფლების, ბიზნესისა და საზოგადოების სოლიდარობითა და ერთობლივი, კოორდინირებული მოქმედებებით შევძლებთ გავუმკლავდეთ არსებულ გამოწვევებს და მოკლე დროში გადავლახოთ დღეისათვის ჩვენს წინაშე არსებული პრობლემები.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up