საქართველოს ბიზნეს ასოციაცია სამედიცინო სფეროს მარეგულირებელ კანონმდებლობაში ცვლილებებს კიდევ ერთხელ ეხმაურება

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია სამედიცინო სფეროს მარეგულირებელ კანონმდებლობაში ცვლილებებს კიდევ ერთხელ ეხმაურება

access_time2020-07-16 16:00:27

სამედიცინო სფეროს მარეგულირებელ კანონმდებლობაში დაგეგმილ ცვლილებებს საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში კიდევ ერთხელ ეხმაურებიან და კანონპროექტის ინიციატორებსა და კანონმდებლებს მოუწოდებენ, 17 ივლისს დაგეგმილი საკომიტეტო მოსმენის ფარგლებში სათანადო გულისხმიერებით გაეცნონ ჯანდაცვის სექტორის მიერ კანონპროექტში დანახულ საფრთხეებს.


როგორც ასოციაციაში აცხადებენ, მიუხედავად გარკვეული ცვლილებებისა, რაც კანონპროექტში პირველი მოსმენის შემდეგ განხორციელდა, მასში კვლავ რჩება რიგი ფორმულირებები, რაც შეუსაბამოდ ზრდის მაკონტროლებელი ორგანოს უფლებამოსილებებს და მთლიანად სექტორს არსებითი რისკების ქვეშ აყენებს.


ეს განსაკუთრებით ყურადსაღებია იმ ფონზე, რომ დღეის მდგომარეობითაც კი მარეგულირებელს საკმარისზე მეტი ბერკეტები გააჩნია, რათა კანონდარღვევის შემთხვევაში სწრაფად მოახდინოს რეაგირება, დააკისროს ეკონომიკურ აგენტს შესაბამისი სანქცია ან შეუჩეროს საქმიანობა; აღნიშნულის მიუხედავად, კანონპროექტით მარეგულირებელი ორგანო აღიჭურვება დამატებითი უფლებამოსილებით - რიგ შემთხვევებში აუცილებლად ჩათვალოს მის მიერ გაცემული ლიცენზიის/ნებართვის გაუქმება და სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების გარეშე შეაჩეროს ბიზნესოპერატორის საქმიანობა, რაც ჩვენი აზრით დამატებით რეგლამენტირებას საჭიროებს.



კიდევ ერთი, მნიშვნელოვანი პრობლემა, რაც საკანონმდებლო ცვლილებებთან მიმართებაში ბიზნესს აწუხებს,  ჯარიმების მკვეთრად გაზრდასთან ერთად, ჯარიმის ოდენობის ქვედა ზღვრის დაწესებაა. აღნიშნული გარემოება სასამართლოს ართმევს უფლებას, უმნიშვნელო დარღვევისთვისაც კი, რომლის გამოსწორებაც მყისიერად არის შესაძლებელი და მას რაიმე სახის ზიანი არავისთვის მოუტანია, სამედიცინო დაწესებულებას, საკუთარი შეხედულებით, კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების ყოველმხრივ შეფასებით, განუსაზღვროს დარღვევის ადეკვატური ჯარიმის ოდენობა. უდავოა, რომ სასამართლოს როლი და ჩართულობა ჯანდაცვის სექტორში, მკვეთრად მცირდება და ხშირ შემთხვევაში, საერთოდ უგულებელყოფილია.


ყოველივე აღნიშნული კი მნიშვნელოვან დამატებით რისკებს უქმნის სექტორს და საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი მხოლოდ ნეგატიურად აისახება დარგის განვითარებასა და საინვესტიციო პოტენციალზე.

 

R





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up