საქართველოს ბიზნეს ასოციაცია საერთაშორისო სავალუტო ფონდის შემფასებელ მისიას ბიზნესის შემდგომი მხარდაჭერის აუცილებლობაზე ესაუბრა

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია საერთაშორისო სავალუტო ფონდის შემფასებელ მისიას ბიზნესის შემდგომი მხარდაჭერის აუცილებლობაზე ესაუბრა

access_time2020-10-15 14:45:19

საქართველოში მოღვაწე ბიზნეს ოპერატორებისთვის არსებული საგადასახადო შეღავათების შემდგომი გაგრძელება და პანდემიის მეორე ტალღის ფონზე სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესის მხარდაჭერა იყო საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელ გუნდსა და  საერთაშორისო სავალუტო ფონდის შემფასებელ მისიას შორის დისტანციურ რეჟიმში შეხვედრის უმთავრესი საკითხი.

 

 შეხვედრაზე საქართველოს ბიზნეს ასოციაციის, აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ვეფხვაძემ,  იმ პრობლემებსა და დამატებით წნეხზე გაამახვილა ყურადღება, რასაც ინფიცირებულთა რაოდენობის მკვეთრი ზრდის შედეგად, ასოციაციის წევრი კომპანიები განიცდიან. ასევე საუბარი შეეხო კავკასიის რეგიონში არსებულ ურთულეს საომარ ვითარებას და ამ ფონზე ტურისტული სექტორის სწრაფი აღდგენის პრობლემას. შესაბამისად, ასოციაციის სახელით ლევან ვეფხვაძემ მისიის ხელმძღვანელს, მერსედეს ვერა-მარტინს  მიაწოდა ინფორმაცია იმ მინიმალური დამატებითი ღონისძიებების შესახებ, რაც ასოციაციის აზრით, აუცილებელია საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელდეს, მათ შორისაა, საშემოსავლო გადასახადის ბიზნეს ოპერატოებისთვის დატოვების შემდგომი 6 თვით გაგრძელება და სტუმარ-მასპინძლობის სექტორში გადავადებული/დაგროვილი საბიუჯეტო ვალდებულებების პრობლემის მოგვარება. შეხვედრისას, ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ასევე, დაადასტურა ასოციაციის მზაობა დამკვიდრებული დიალოგის ფორმატში ბიზნესის მხარდაჭერის მეორე პაკეტზე მუშაობისას აქტიური კომუნიკაცია წარმართოს საქართველოს აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებასთან.

 


 როგორც ცნობილია COVID-19-ის გლობალური პანდემიიდან გამომდინარე, საერთაშორისო სავალუტო ფონდის რიგით მე-7 შემფასებელი მისია ვირტუალურ რეჟიმში მუშაობს და საქართველოს მთავრობის წევრებთან და დაინტერესებულ მხარეებთან შეხვედრებს აღნიშნულ ფორმატში განაგძობს.


(R)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up