„საქართველოს ბიზნეს ასოციაცია“ მთავრობის ეკონომიკურ გუნდს სამოქმედო გეგმის წარდგენის რეკომენდაციას აძლევს

„საქართველოს ბიზნეს ასოციაცია“ მთავრობის ეკონომიკურ გუნდს სამოქმედო გეგმის წარდგენის რეკომენდაციას აძლევს

access_time2019-06-24 18:00:00

„ვიმედოვნებ, რომ  მთავრობის ეკონომიკური გუნდი წარმოადგენს სამოქმედო გეგმას და ბაზარს დაამშვიდებს,“-ასე ეხმაურება „კომერსანტთან“  საქართველოს ბიზნესს ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე  ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს. მისი განცხადებით, ბაზარზე მოლოდინები უფრო მეტ ნეგატიურ ეფექტს ახდენს,  ვიდრე  რომელიმე კონკრეტული შოკური მოვლენა. შესაბამისად, იმისათვის, რომ მოლოდინები გადავფაროთ, ამისთვის აუცილებელია უფრო მეტი ოპტიმიზმი და ამ შემთხვევაში ეს მთავრობის ეკონომიკური გუნდისგან უნდა წამოვიდეს.

 

ვეფხვაძის მტკიცებით, ხელისუფლებამ კონკრეტული სამოქმედო გეგმა უნდა წარმოადგინონ იმისათვის, რომ ბაზარი დაამშვიდოს.


„ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ  უფრო ძლიერად  გამოვალთ ამ სიტუაციისგან, ვიდრე ვიღაცას ჰგონია. ჩვენ ამის მაგალითი უკვე ვნახეთ წლების წინ, როდესაც ემბარგოებს და დასჯებს ქართული ბიზნესის გაძლიერება მოჰყვა. პრობლემა არის ის, რომ მოკლევადიანი ნეგატიური ეფექტი კომპანიების გარკვეულ ნაწილზე იქნება. ასევე  იმ ადამიანებზე, რომლებიც ჩართულნი არიან  ტურისტულ ინდუსტრიაში. მთავარია, რა შემამსუბუქებელ ღონისძიებებს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ კომპანიებს და ადამიანებს ნეგატიური გავლენა შეუმსუბუქოთ,“-აღნიშნავს ვეფხვაძე.


რაც შეეხება სავალუტო ბაზარს, ვეფხვაძის განმარტებით, მთავრობის აქტიურობაზეა დამოკიდებული რამდენად დაარწმუნებს ბაზრის მოთამაშეებს, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს.


„საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორი დარწმუნებულია, რომ შექმნილი სიტუაციის შედეგად პანიკა არ იქნება არც ლართან დაკავშირებით. ვეფხვაძე იმედოვნებს, რომ ეკონომიკური გუნდი გეგმას წარმოადგენს.


როგორც ვეფხვაძე განმარტავს, ხვალ ბიზნესასოციაცია წევრ კომპანიებს შეხვდება და აღნიშნულ თემებს განიხილავს.



„ყრილობა საორგანიზაციო საკითხებს ეხება, თუმცა, ამ თემებსაც განვიხილავთ. რა იქნება  ჩვენი წევრი კომპანიების პოზიცია და ხედვა არ ვიცით. არსებობს სხვა მექანიზმები, მაგალითად ინვესტორთა საბჭო და ასე შემდეგ და ბუნებრივია, შევეცდებით მთავრობა დავარწმუოთ დაიდოს კონკრეტული სამოქმედო გეგმა და ჩვენც ჩვენი დახმარება შევთავაზოთ,“-აცხადებს ვეფხვაძე.


მისი განმარტებით, ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეიზი“ (აირზენა) „ბიზნეს ასოციციაციის“ წევრი კომპანიაა და თუ კი რომელიმე კომპანიას შეიძლება რაიმე ტიპის ნეგატიური გავლენა ჰქონდეს, არის „ჯორჯიან ეარვეიზი“.


„ამიტომ აქაც მოსაფიქრებელია  სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერის ისეთი სქემები, რომელითაც  საბოლოო ჯამში ეს კომპანია მოახერხებს სხვადასხვა სქემებით ტურისტების საქართველოში გადმოყვანას. ჩვენ მხარს ვუჭერთ, რომ „აირზენას“ დაელაპარაკონ, ისაუბრონ და კონკრეტული გეგმები დასახონ. ეს ფლაგმანი ავიაკომპანიაა და იმედი გვაქვს, რომ მისი მიმართულებით ყველაფერი კარგად იქნება,“-აცხადებს ვეფხვაძე.


კითხვაზე, ხომ არ  განიხილავს ბიზნესასოციაცია მთავრობასთან ერთად ქართული ავიაკომპანიისთვის შეღავათების დაწესებას, ვგულსხმობთ იმას რასაც „ჯორჯიან ეარვეიზი“ წლებია ითხოვს, საუბარია მთავრობის მხრიდან სუბსიდირებაზე, ვეფხვაძე განმარტავს, რომ ეს უნდა განიხილოს მთავრობამ „აირზენასთან“ ერთად.


„მნიშვნელოვანია „აირზენამ“ თავად დააფიქსიროს რა ტიპის მხარდაჭერა სჭირდება. მე პირადად, ვერ ვხედავ პრობელემას იმაში, რომ თუ კი იქნება სხვადასხვა შემოვლითი რეისი, ის სახელმწიფომ დაასუბსიდიროს. ეს ყველაფერი საჭიროა იმისათვის, რომ ტურისტული ნაკადი საქართველოში რუსეთიდან კვლავ შემოვიდეს ,“ აცხადებს ვეფხვაძე.


„კომერსანტის“ კითხვაზე, ხომ არ დააპაუზებს შექმნილი სიტუაცია უცხოური ინვესტიციების შემოდინებას, ვეფხვაძე განმარტავს,რომ ტურისტულ ინდუსტრიაში უცხოელ ინვესტორებს შესაძლოა გარკვეული კითხვები ჰქონდეთ, რადგან მათთვის  ყველაზე მთავარია მდგრადობა და განჭვრეტადობა. „ბუნებრივია, როდესაც ეს ორი მომენტი შემცირებულია, ინვესტორი რისკებს აფასებს და ამის შემდეგ იღებს გადაწყვეტილებას ინვესტიციის განხორციელებაზე. ამ ინდუსტრიაში სიმშვიდისთვის კი მნიშვნელოვანია სამოქმედო გეგმა, რომელიც ეკონომიკურმა გუნდმა უნდა წარმოადგინოს.


შეგახსენებთ, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საქართველოში ფრენები აკრძალა. შესაბამისი დადგენილება კრემლის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.პუტინის ბრძანების მიხედვით, რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოსა და რუსეთს შორის ავიამიმოსვლის განხორციელება 2019 წლის 8 ივლისიდან აეკრძალებათ.კრემლი ასევე აძლევს რეკომენდაციას ტუროპერატორებს, აღნიშნული პერიოდიდან შეაჩერონ  მომსახურების გაწევა.


რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის განმარტებით, ამ შეზღუდვის მიზანი რუსეთის ეროვნული ინტერესებისა და რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვაა.


სოფო ქსოვრელი 

 





LEFIGARO: გლობალურ პოლიტიკაში საზღვრების მნიშვნელობა ბრუნდება

LEFIGARO: გლობალურ პოლიტიკაში საზღვრების მნიშვნელობა ბრუნდება
access_time2021-04-10 20:00:49
ბოლო 5 წლის მანძილზე ქვეყნებს შორის საზღვრების გახსნილობამ 3 მძიმე დარტყმა მიიღო - ტერორიზმი, მიგრანტები და პანდემია.ამ სამმაგმა შოკმა ის მოიტანა, რომ განვითარებული ქვეყნების მრავალწლიანი მცდელობები საზღვრები ფაქტიურად წაეშალათ, აშკარად ჩავარდა - ფაქტი კი ისაა, რომ საზღვრები არსად არ გამქრალა, და მათ კონტროლი სჭირდებათ.ცივი ომის დასრულებიდან 30 წლის შემდეგ, ჩვენ მორიგი ციკლის დასასრულის მოწმეები ვართ -...

Daily Express: ევროკავშირში განხეთქილების 5 მთავარი ფაქტორი

Daily Express: ევროკავშირში განხეთქილების 5 მთავარი ფაქტორი
access_time2021-04-10 18:05:44
ევროკავშირის ლიდერთა სოლიდარობა და ერთიანობა პანდემიის მთელი პერიოდის მანძილზე დიდი გამოცდის წინაშე დგას, რაც ნათლად ადასტურებს, რამდენად სუსტი და არამყარია ეს გაერთიანება.თანაც კორონავირუსი ერთადერთი მიზეზი არაა, რომლის გამოც ევროკავშირის ერთიანობა კითხვის ქვეშ დგას. ევროპის ქვეყნების ლიდერები შესაძლოა ერთმანეთს შეეჯახონ რამდენიმე საკითხის გამო, რომელმაც მათ შორის უთანხმოება უკვე წარმოქმნა.საკვანძო პრობლემებია - კონსენსუსის არარსებობა...

4-11 მაისი საქართველოს მასშტაბით უქმე დღეებად ცხადდება

4-11 მაისი საქართველოს მასშტაბით უქმე დღეებად ცხადდება
access_time2021-04-09 20:11:02
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო დამსაქმებლებს თანამშრომელთა დისტანციურ სამუშაო რეჟიმში გადაყვანის რეკომენდაციით მიმართავს, 4-11 მაისი კი საქართველოს მასშტაბით უქმე დღეებად ცხადდება, - აღნიშნული გადაწყვეტილებები უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით დღეს ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. „საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე...

ჩინეთი საკუთარ ეკონომიკას თავად აზარალებს - Project-syndicate

ჩინეთი საკუთარ ეკონომიკას თავად აზარალებს - Project-syndicate
access_time2021-04-09 20:30:09
      2021 წლის მარტში ჩინეთის ხელმძღვანელობამ ქვეყნის განვითარების 14-წლიანი გეგმა ოფიციალურად დაამტკიცა, რომლის ძირითადი არსია შიდა მოხმარების სტიმულირება და ტექნოლოგიური დამოუკიდებლობის მიღწევა.თუმცა, ამ დოკუმენტზე ჯერ მელანი არ გამშრალა და პეკინი თავისივე სტრატეგიას თავად არღვევს იმით, რომ მნიშვნელოვან სავაჭრო პარტნიორებთან ურთიერთობებს იფუჭებს.კერძოდ, ჩინეთი რამდენიმე ბრიტანელი და კანადელი პოლიტიკოსის, ასევე...

აშშ-მ “ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ს წინააღმდეგ ახალი სანქციები დაამტკიცა

აშშ-მ “ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ს წინააღმდეგ ახალი სანქციები დაამტკიცა
access_time2021-04-09 19:00:28
აშშ-ს იუსტიციის სამინისტრომ როგორც მინიმუმ სანქციების 2 პაკეტი - „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ს და მისი ოპერატორი-კომპანიის გენერალური დირექტორის მატიას ვარინგის წინააღმდეგ - დაამტკიცა - იტყობინება საიტი Politico.თუმცა, ეს შეზღუდვები ჯერ ძალაში არ შესულა და ამ დროისთვის თეთრი სახლი კონსულტაციებს აწარმოებს ახალი სპეცწარმომადგენლის დანიშვნის თაობაზე - სწორედ მას მოუწევს რუსული გაზსადენის წინაამღდეგ საერთაშორისო ძალისხმევის...


მსგავსი სიახლეები

up