საქართველოს ბიზნეს ასოციაცია მიესალმება ეკონომიკის გახსნის ტემპების დაჩქარებას

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია მიესალმება ეკონომიკის გახსნის ტემპების დაჩქარებას

access_time2020-05-08 10:55:27

„საქართველოს ბიზნეს ასოციაცია მიესალმება ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების მორიგ ეტაპს, რომლის მიზანია, აღდგეს ეკონომიკური აქტივობა და ბიზნესი დაუბრუნდეს ცხოვრების მეტ-ნაკლებად ჩვეულ რიტმს. დღეს, საბედნიეროდ, საქართველოში გვაქვს ვითარება, როდესაც სამედიცინო პერსონალისა და ეპიდემილოგების ძალისხმევით, მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს ეფექტური მუშაობის, ბიზნეს სექტორისა და მოქალაქეების პასუხისმგებლიანი მიდგომის გათვალისწინებით, ვირუსის გავრცელება მნიშვნელოვნად შენელებულია და შესაბამისად ყოველდღიურად უმჯობესდება ეპიდსიტუაცია. ამასთან, ვხედავთ იმასაც, რომ კრიტიკულად აუცილებელია რაც შეიძლება სწრაფად და ეფექტურად ავამუშავოთ ეკონომიკა და ეტაპობრივად დავუბრუნდეთ ეკონომიკის განვითარებისა და ზრდის იმ ნიშნულებს, რაც პანდემიამდე გვქონდა.



საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში კარგად ვაცნობიერებთ ეკონომიკის გახსნასთან დაკავშირებულ რისკებსაც, თუმცა შეჩერებული საქმიანობის ყოველი ზედმეტი დღე ბიზნესის, დასაქმებულებისა და თითოეული მოქალაქის მდგომარეობას მნიშვნელოვნად აუარესებს. შესაბამისად, როდესაც ბიზნესი საუბრობს ეკონომიკის გახსნის ტემპების დაჩქარებაზე, ჩვენ სრულად ვაცნობიერებთ, როგორც შესაბამისი გადაწყვეტილების მიმღებთა პასუხისმგებლობას, ასევე ცალკეული ბიზნეს სუბიექტის, ყოველი დასაქმებულისა და მოქალაქის პასუხისმგებლობას, რომ საფრთხის სრულად აღმოფხვრამდე განსაკუთრებული ყურადღებით მოვეკიდოთ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებს, სრულად და განუხრელად დავიცვათ საკუთარი დასაქმებულების თუ მომხმარებლების უსაფრთხოება.



საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ყოველდღიური, აქტიური კომუნიკაციისა და კონსულტაციების რეჟიმშია ბიზნეს სექტორთან. შესაბამისად, გვქონდა რა სრული ინფორმაცია გასული ორი თვის განმავლობაში დაგროვილი პრობლემატიკის შესახებ, გვქონდა კომუნიკაცია საქართველოს მთავრობასთან, უსაფრთხოების დაცვის შესაბამისი სტანდარტების გათვალისწინებით გადაეხედათ და შეემცირებინათ საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში ბიზნესის ამოქმედებისთვის დადგენილი ვადები.



მისასალმებელია, რომ საქართველოს მთავრობამ პანდემიისგან მომდინარე საფრთხეების შემცირების ფონზე, ეკონომიკის აღდგენა და ბიზნესის მხარდაჭერა უმთავრეს პრიორიტეტად გამოაცხადა, შეზღუდვების შემსუბუქების განცხადებული მორიგი ტალღა, რომელიც 11 მაისიდან შევა ძალაში, მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება საწარმოებისა და სავაჭრო ობიექტების დიდი ნაწილისთვის. ამასთან, გამოვთქვამთ იმედს, რომ შეზღუდვების მოქმედების ქვეშ დარჩენილ კომპანიებსაც ძალიან მალე მიეცემათ მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობა, რაც ნიშნავს სამუშაო ადგილებზე ათასობით ჩვენი თანამოქალაქის დაბრუნებას და COVID 19-ის გამო შექმნილი რთული სოციალური ვითარების გაუმჯობესებას“- ნათქვამია საქართველოს ბიზნეს ასოციაციის განცხადებაში.



(R)




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up