საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ლარის კურსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ლარის კურსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

access_time2020-10-07 14:00:31

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ლარის კურსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:

„ბოლო პერიოდში  ბევრი კითხვა ისმის ლარის კურსის მერყეობასთან დაკავშირებით. ეროვნული ვალუტის კურსის გაუფასურება, ბუნებრივია, კავშირშია გლობალური პანდემიის შედეგად ეკონომიკური აქტივობის შესუსტებასთან. ამ პროცესში მოქმედებს გადაცემის  როგორც სტანდარტული, სავაჭრო არხები, ასევე ფინანსური და მოლოდინების არხები. რაც უფრო არაპროგნოზირებადია ვითარება სავალუტო ბაზარზე, მით უფრო დაბალია მომავლის განჭვრეტადობის ხარისხი, რთულდება რეალისტური ფინანსური გეგმების შედგენის შესაძლებლობა და მათი შემდგომი იმპლემენტაცია.  ამასთან, გაუფასურების გამო ზარალდება ყველა, გაუფასურების ინფლაციაზე გადაცემის გამო ეცემა მომხმარებლის მსყიდველობითი უნარი, უარესდება იმ კომპანიების ფინანსური უწყისები, რომელთაც ვალდებულებები უცხოური ვალუტით აქვთ და ა.შ.

ლარის გაუფასურება ასევე  ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს ადგილობრივ მწარმოებელთა იმ ნაწილზე, რომელთაც საწარმოო ციკლისთვის მთელი რიგი კომპონენტების შემოტანა უცხოეთიდან უწევთ. გაუფასურების მასტიმულირებელი ეფექტი ექსპორტზე გარკვეულწილად შეზღუდულია, რადგან მიუხედავად ბოლო წლებში ექსპორტის მნიშვნელოვანი ზრდისა, კვლავ გამოწვევად რჩება ექსპორტის დაბალი დონე და დივერსიფიკაციის მაჩვენებელი. თუმცა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ამ მიმართულებით ბოლო წლებში  სახელმწიფოს მიერ განხორციელებული მხარდაჭერის პროგრამების ხარჯზე მნიშვნელოვანი გაუმჯობესება იქნა მიღწეული“.

ბიზნეს ასოციაციის განცხადებაში საუბარი ასევე შეეხება ეროვნული ვალუტის არასტაბილურობის გამომწვევ მიზეზებს: „ეროვნული ვალუტის არასტაბილურობას საფუძვლად უდევს ფუნდამენტური ხასიათის ეკონომიკური ფაქტორი - მიმდინარე ანგარიშის პერმანენტული დეფიციტი, რაც 90-იანი წლების დასაწყისიდან მოგვყვება და ჩვენი ეკონომიკის სტრუქტურულ პრობლემას წარმოადგენს. კერძოდ, ჩვენ გვაქვს საქონლით და მომსახურებით ვაჭრობის მაღალი დეფიციტი - ექსპორტი მნიშვნელოვნად ჩამორჩება იმპორტს.  ტურისტული შემოსავლები, რომელიც მომსახურების ბალანსში შედის და მიმდინარე ანგარიშის ნაწილია, ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად ამცირებდა მიმდინარე ანგარიშის დეფიციტს. დეფიციტზე ასევე დადებითად მოქმედებს ფულადი გზავნილები, რომელთაც ბოლო წლებში ასევე ძალიან მზარდი ტემპი ჰქონდათ. მიმდინარე წელსაც, მიუხედავად პანდემიისა და თავდაპირველად არსებული საკმაოდ უარყოფითი პროგნოზებისა, ამ მაჩვენებელში ზრდა ფიქსირდება, რაც გარკვეულწილად ამცირებს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტს.

გაცვლითი კურსის გრძელვადიანი სტაბილურობის მისაღწევად ყველაზე ოპტიმალური გზა არის საქონლისა და მომსახურების ექსპორტ-იმპორტის დისბალანსის მნიშვნელოვანი შემცირება. ეს კი თავის მხრივ, საკმაოდ რთულად განსახორციელებელი და ხანგრძლივი პროცესია. აქვე ხაზგასმით უნდა აღინიშნოს ის გარემოება, რომ 2019 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი ისტორიულ მინიმუმამდე შემცირდა და მთლიანი შიდა პროდუქტის 5.4 % შეადგინა.  მიმდინარე წელს, პანდემიის შედეგად, როგორც მოსალოდნელი იყო, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი გაუარესდა, თუმცაღა ექსპორტისა და ფულადი გზავნილების მოსალოდნელზე უფრო პოზიტიურმა დინამიკამ დანაკლისი შედარებით შეამცირა. ამასთან, ხელისუფლების მიერ დროული რეაგირების შედეგად, საგარეო დაფინანსებით მოზიდული სახსრები საკმარისზე მეტია სავალუტო შემოდინებებში არსებული დანაკლისის დასაბალანსებლად. აქვე აღსანიშნავია ერთი გარემოება: ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის ფარგლებში, უცხოეთიდან მოზიდული სახსრებით ხორციელდება სხვადასხვა სოციალური პროგრამების საშუალებით ფინანსური რესურსის მიწოდება  მოქალაქეებისათვის. ეს მათთვის მდგომარეობის შემსუბუქებასთან ერთად, ცხადია დამატებითი სტიმულია ეკონომიკური აქტივობისათვის და ბიზნესის შემოსავლების გასაზრდელად. ამას ემატება ბიზნესის ხელშეწყობისთვის განხორციელებული ღონისძიებების ფარგლებში ბიუჯეტიდან გაღებული სხვა თანხები. ყველა ამ ტიპის დახმარების გაცემა, ბუნებრივია, ხდება ლარებში უცხოეთიდან მიღებული სახსრების კონვერსიის შედეგად. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ ეროვნულმა ბანკმა უზრუნველყოს აღნიშნული სავალუტო რესურსების ბაზარზე მიწოდება იმ უარყოფითი  პოზიციის დასაბალანსებლად, რაც კერძო სექტორის მხარეს წარმოიქმნა. ამ პერიოდში სავალუტო ბაზარზე ზეწოლის შესამცირებლად, ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონების მეშვეობით ბაზარს უნდა მიაწოდოს უცხოური ვალუტა, რომელიც სავალუტო ბაზარზე არ მოხვდა.

როგორც აღინიშნა, ლარის სტაბილურობას ფუნდამენტური ეკონომიკური ფაქტორები განაპირობებს და გაცვლით კურსის სტაბილურობის განმსაზღვრელი საშუალო თუ გრძელვადიან პერიოდში ვერანაირად ვერ იქნება სავალუტო ინტერვენციები. მაგრამ დგება პერიოდები, როდესაც აუცილებელი ხდება ცენტრალური ბანკის აქტიური ჩარევა შიდა სავალუტო ბაზარზე და სავალუტო ინტერვენციების წარმოება.


ამ ფონზე მისასალმებელია ხელისუფლებისა და ეროვნული ბანკის აქტივაცია სავალუტო ბაზარზე. დღესდღეობით, პანდემიის ფონზე განვითარებული შოკის გამო ფუნდამენტური ფაქტორების გაუარესება უკვე ასახულია გაცვლით კურსში, თუმცა კურსის გადაჭარბებული მერყეობის თავიდან აცილების მიზნით, კრიტიკულად მნიშვნელოვანია ეროვნული ბანკის მხრიდან ინტერვენციების განხორციელება“.

როგორც საქართველოს ბიზნეს ასოციაციის განცხადებაში ნათქვამია, „ლარის კურსზე და განსაკუთრებით კურსის მოკლევადიან კონიუქტურულ რყევებზე, რასაც ადგილი აქვს ბოლო პერიოდის განმავლობაში, ასევე მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ ნეგატიური მოლოდინები. გაურკვევლობის უპრეცენდენტო ხარისხი დღევანდელ მსოფლიოში დიდ გავლენას ახდენს მოლოდინებზე. საქართველოში ნეგატიურ მოლოდინებს რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს - კორონავირუსის ქეისების ზრდა და შედეგად მოსახლეობის და ბიზნესის არასწორი მოლოდინი დამატებით შეზღუდვებზე, მოახლოებული არჩევნები, თურქული ლირის მკვეთრი გაუფასურება თუ სხვა.

როგორც ზემოთაც ავღნიშნეთ, საქართველოს მთავრობისა და ეროვნული ბანკის მიერ საერთაშორისო პარტნიორ დონორ ორგანიზაციებისგან პანდემიის გამო ეკონომიკაზე ნეგატიური ზეწოლის დასაბალანსებლად მოზიდული სახსრების ფონზე არსებობს  საკმარისი რესურსი იმისთვის, რომ ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ბაზარზე აქტიური ჩარევა განახორციელოს, რაც ვითარებას დაასტაბილურებს და ეროვნული ვალუტის წონასწორულ მაჩვენებელთან დაახლოებას შეუწყობს ხელს. ამ მხრივ ასევე დამაიმედებელია ხელისუფლების განცხადებები, რომ ლარი ზედმეტად არის გაუფასურებული. დიდი ალბათობით ბოლო დღეებში განვითარებული  პროცესი ძალიან წააგავს პანდემიის პირველი ტალღის დროს სავალუტო ბაზარზე განვითარებულ მოვლენებს, როდესაც რამდენიმე დღიანი მკვეთრი გაუფასურების შემდეგ ლარმა შეძლო გამყარება. ვფიქრობთ, ლარი ეხლაც ანალოგიურად შეძლებს გამყარებას.

ამ უჩვეულ გარემოში, რომელშიც დღეს ჩვენ ყველანი ვიმყოფებით და რომელიც თავისთავად ქმნის დამატებით ნეგატიურ მოლოდინებს, ასევე აუცილებელია, რომ ხელისუფლების მიერ შენარჩუნდეს ეკონომიკის მინიმალურად შეზღუდვის პოლიტიკა, რომ ქვეყანამ მიიღოს რაც შეიძლება ნაკლები ეკონომიკური ზიანი. ვფიქრობთ, რომ  კორონავირუსის პირველი ტალღის მართვის სტრატეგიამ უზრუნველყო, რომ ქვეყანაში შექმნილიყო ადაპტაციის პოლიტიკისთვის აუცილებელი გამოცდილება, სამედიცინო, ადამიანური და ფინანსური რესურსები. ეხლა საჭიროა ამ გამოცდილების სრულად გამოყენება და ეკონომიკის უფრო ფართო ჩაკეტვაზე ცალსახად უარის თქმა. ერთმნიშვნელოვნად უნდა აღინიშნოს, რომ მასშტაბური ეკონომიკური შეზღუდვების დაწესების საფრთხე არ დგას და ამას ხელისუფლებამ თითქმის  ყოველდღიურ რეჟიმში უნდა გაუსვას ხაზი. პანდემიის პროცესის მართვა უნდა გაგრძელდეს იმ რეჟიმში, რომელშიც დღეს ხორციელდება - წერტილოვანი ინტერვენციებით და მიზნობრივი ლოკალური შეზღუდვების დაწესებით“ - ნათქვამია საქართველოს ბიზნეს ასოციაციის განცხადებაში.

 

(R)

 



თეგები:
bag



სწრაფი გადახდის აპარატით სარგებლობისთვის მომხმარებლის იდენტიფიკაცია სავალდებულო ხდება

სწრაფი გადახდის აპარატით სარგებლობისთვის მომხმარებლის იდენტიფიკაცია სავალდებულო ხდება
access_time2021-01-19 13:00:20
სწრაფი გადახდის აპარატებით სარგებლობისთვის მომხმარებლის იდენტიფიკაცია სავალდებულო ხდება. ინფორმაცია ამის შესახებ ტაბულას ეროვნულ ბანკში დაუდასტურეს. როგორც უწყებაში ამბობენ, გადაწყვეტილება ფულის გათეთრებასთან და ტერორიზმის დაფინანსებასთან ბრძოლის ახალი სტრატეგიის ნაწილია. გადაწყვეტილების შესახებ ეროვნულ ბანკს ოფიციალურად ჯერ არაფერი უთქვამს და მოსალოდნელია, რომ ინფორმაცია ამის შესახებ მომდევნო კვირებში გავრცელდება. მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების შესახებ...

1 ტომარა ფქვილზე სახელმწიფო სუბსიდია შესაძლოა, 10 ლარიდან 15 ლარამდე გაიზარდოს

1 ტომარა ფქვილზე სახელმწიფო სუბსიდია შესაძლოა, 10 ლარიდან 15 ლარამდე გაიზარდოს
access_time2021-01-19 16:00:38
1 ტომარა ფქვილზე სახელმწიფო სუბსიდია შესაძლოა, 10 ლარიდან 15 ლარამდე გაიზარდოს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან სილაგავამ განუცხადა, დღესღეობით 1 ტომარა ფქვილის ფასი 68 ლარამდეა გაზრდილი, ამიტომ 10 ლარიანი სუბსიდია ფასის შესანარჩუნებლად საკმარისი აღარაა. „პროგრამაში თავიდანვე ჩადებული იყო რისკები, რომ მაგალითად, რუსეთს 15 თებერვლიდან შემოაქვს კვოტირება, ასევე სავალუტო რისკი, ელექტროენერგიის გაძვირების...

10 000 რესტორნიდან 9500 აღარ მუშაობს, სექტორი განადგურებულია - რესტორატორთა ასოციაცია

10 000 რესტორნიდან 9500 აღარ მუშაობს, სექტორი განადგურებულია - რესტორატორთა ასოციაცია
access_time2021-01-19 15:00:03
10 000 რესტორნიდან, 9500 აღარ მუშაობს, სექტორი განადგურებულია, - ასე აფასებს საქართველოს რესტორატორთა ასოციაციის თავმჯდომარე კოტე გაბრიჩიძე სარესტორნო ბიზნესის ამჟამინდელ მდგომარეობას. მისი განმარტებით, რეგისტრირებული 10 000 რესტორნიდან 95% უმოქმედო და გაკოტრებულია. „ფაქტობრივად მკვდარია, ამას რა გააცოცხლებს არ ვიცი. ჩავთვალოთ, რომ რესტორნის მფლობელმა ახალი კაფე/რესტორანი უნდა გახსნას და არა მუშაობა განაახლოს. უამრავი კაფე/რესტორანი დაიცალა იმის გამო, რომ მეპატრონეს...

„გაყიდვების პროცესის 2-3 კვირაში წარმოება შეუძლებელია“ - MYWAY ავიამიმოსვლის აღდგენის გეგმაზე

„გაყიდვების პროცესის 2-3 კვირაში წარმოება შეუძლებელია“ - MYWAY ავიამიმოსვლის აღდგენის გეგმაზე
access_time2021-01-19 14:00:39
ავიაკომპანიები მთავრობისგან საერთაშორისო ავიამიმოსვლაზე შეზღუდვების მოხსნის გეგმის წარდგენის მოლოდინში არიან. როგორც Myway Airlines-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი, თამარ ქობულაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, გაყიდვების პროცესის 2-3 კვირაში წარმოება შეუძლებელია და მთავრობას გეგმა ამ დრომდე უნდა წარედგინა. „ამ ეტაპზე მთავრობის მიერ შემუშავებულ გეგმას ველოდებით, რომელიც შემსუბუქებაზე იქნება ორიენტირებული. სანამ ეს გეგმა არ გვეცოდინება,...

საგარეო ვალის საპროცენტო ხარჯი 2021 წელს 300 მლნ ლარს გადააჭარბებს

საგარეო ვალის საპროცენტო ხარჯი 2021 წელს 300 მლნ ლარს გადააჭარბებს
access_time2021-01-19 11:00:07
საგარეო ვალის ზრდასთან ერთად, მისი მომსახურების ხარჯიც იზრდება, რასაც თავის მხრივ გაუფასურებული ლარიც ემატება. 2021 წელს საქართველოს 3.3 კურსზე მოუწევს ისეთი ვალბის დაფარვა რომლის აღების მომენტშიც 1 აშშ დოლარის ღირებულება 3.00-ზე და 2.80-ზე ნაკლებსაც შეადგენდა. 2020 წლის პირველ სამ კვარტალში საქართველოს საგარეო ვალი გასასტუმრებლად $841 მლნ-ის გადახდა მოუწევს, რაც 18 იანვრის კურსით ₾2.750 მლრდ-ს შეადგენს. ამ თანხის 3/4-ის $604 მლნ-ის გადახდა მეორე კვარტალშია...


მსგავსი სიახლეები

up