საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ჰოსპიტალურ სექტორში არსებულ პრობლემებზე მუშაობის პროცესში აქტიურად ჩაერთვება

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ჰოსპიტალურ სექტორში არსებულ პრობლემებზე მუშაობის პროცესში აქტიურად ჩაერთვება

access_time2021-07-22 10:55:06

კოვიდპანდემიიის შედეგად შექმნილი პრობლემები და სექტორში არსებული მდგომარეობა განიხილეს საქართველოს ბიზნეს ასოცაციაში ჰოსპიტალური სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე.


შეხვედრის ფარგლებში, სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, დეტალურად მიმოიხილეს სამედიცინო მომსახურების სატარიფო პოლიტიკა, რაც ჰოსპიტალური სექტორისთვის აქტუალური საკითხია.

 

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, წარმოდგენილი ტარიფები 2019 წლამდე არის დადგენილი, თუმცა მათი გადახედვა არ ხდება, ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის დევალვაციის, ელექტროენერგიის ტარიფის გაორმაგებისა და სახარჯი მასალის საგრძნობი გაძვირების მიუხედავად.  შესაბამისად, დღის წესრიგში დგას წარმოდგენილი ტარიფების ინდექსაციის ისეთი მექანიზმის შექმნის საჭიროება, რომელიც უზრუნველყოფს ჰოსპიტალური სექტორის ოპერირების გაგრძელების შესაძლებლობას და მიმართული იქნება სამედიცინო სერვისების ხარისხის გაუმჯობესებაზე.


 

შეხვედრაზე გადაწყდა, რომ საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში ძირითადი დაინტერსებული მხარეების ჩართულობით მომზადდება ჩარჩო დოკუმენტი, სადაც განხილული პრობლემატიკა და მისი მოგვარების გზები იქნება წარმოდგენილი. ასევე, ასოციაცია აქტიურად დაიწყებს კომუნიკაციას შესაბამის თანამდებობის პირებთან და სახელმწიფო სტრუქტურებთან,  შემუშავებული მოსაზრებების გაზიარებისა და სექტორთან დიალოგის წარმართვის მიზნით.

 

„ჩვენ ვაპირებთ ხელისუფლებასთან აქტიურ თანამშრომლობას  სექტორში არსებულ პრობლემატურ საკითხებთან დაკავშირებით, ვინაიდან ინვესტიციები, რომელიც სექტორში კეთდებოდა და კეთდება საინვესტიციო გარემოს მეტ განჭვრეტადობას მოითხოვს. კოვიდპანდემიამ დააზარალა ქვეყნის ეკონომიკა და მთლიანად ბიზნესი, თუმცა ცალკე აღნიშვნის ღირსია ჯანდაცვის მიმართულება, რომელმაც ეს დარტყმა საკუთარ თავზე მიიღო. მიგვაჩნია, რომ ზემოხსენებულ საკითხებზე შესაძლებელი იქნება ხელისუფლებასთან კომუნიკაცია და შესაბამისად, კოორდინირებული მუშაობა“ - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.






სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ შენობის გასასხვისებლად მორიგი აუქციონი 30 სექტემბერსაა ჩანიშნული

სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ შენობის გასასხვისებლად მორიგი აუქციონი 30 სექტემბერსაა ჩანიშნული
access_time2022-09-24 23:00:00
თბილისში კოსტავას 68-ში მდებარე სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ შენობა მორიგ აუქციონზე იყიდება. მიმდინარე აუქციონზე, რომელიც 30 სექტემბერსაა ჩანიშნული, ობიექტის საწყისი ღირებულება დღგ-ს გარეშე 65 000 000 ლარს, ხოლო დღგ-ს ჩათვლით 76 700 000 ლარს შეადგენს, რომელიც მყიდველს შემდეგი გრაფიკით უნდა გადაიხადოს: 45% - ხელშეკრულების დადებიდან 1 თვეში; 20% - არაუგვიანეს 2022 წლის 31...

ბელარუსმა მარცვლეულის ექსპორტის აკრძალვა 6 თვით გაახანგრძლივა

ბელარუსმა მარცვლეულის ექსპორტის აკრძალვა 6 თვით გაახანგრძლივა
access_time2022-09-24 21:01:27
ბელარუსის მინისტრთა საბჭომ ქვეყნიდან ხორბლისა და სხვა მარცვლეულის ექსპორტზე აკრძალვა, კიდევ ექვსი თვით გაახანგრძლივა. ამავდროულად, რეზოლუციის მოქმედება არ ვრცელდება ბელარუსის რესპუბლიკის გარეთ ექსპორტირებულ საქონელზე ევრაზიის ეკონომიკური კავშირის (EAEU) წევრ ქვეყნებში. ბელარუსიდან დროებითი ექსპორტისთვის აკრძალული საქონლის სიაშია ხორბალი, ჭვავი, ქერი, სიმინდი, ფეტვი, წიწიბურა, შვრია და სხვა...

საომარ მოქმედებებში მონაწილეობაზე უარის თქმა 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს - პუტინმა კანონს ხელი მოაწერა

საომარ მოქმედებებში მონაწილეობაზე უარის თქმა 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს - პუტინმა კანონს ხელი მოაწერა
access_time2022-09-24 18:00:05
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც საომარ მოქმედებებში მონაწილეობაზე უარის თქმის შემთხვევაში თავისუფლების 10 წლამდე ვადით შეზღუდვას ითვალისწინებს, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. მათივე ცნობით, შესაბამისი დოკუმენტი გამოქვეყნებულია იურიდიული ინფორმაციის ოფიციალურ ინტერნეტ პორტალზე. ამასთან, კანონი დეზერტირობისთვის, ან სამხედრო მოსამსახურეების მიერ გაწვევის შემთხვევაში სამხედრო სამსახურში გამოუცხადებლობის...

საცობები ყოველთვის იყო თბილისში, მაგრამ ასე გადამეტებით არ ყოფილა - კახა კალაძე

საცობები ყოველთვის იყო თბილისში, მაგრამ ასე გადამეტებით არ ყოფილა - კახა კალაძე
access_time2022-09-24 17:20:47
საცობები ყოველთვის იყო თბილისში, მაგრამ ასე გადამეტებით არ ყოფილა, ეს გამოწვეულია ქეთევან დედოფლისა და მელიქიშვილის ქუჩებზე მიმდინარე მნიშვნელოვანი და საშვილიშვილო სამუშაოების გამო, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, რაც შეეხება წერეთლისა და ვაჟა-ფშაველას ქუჩების რეაბილიტაციას, პროცესი ქეთევან დედოფლისა და მელიქიშვილის ქუჩებზე სამუშაოების დასრულების შემდეგ დაიწყება. „ეს სამუშაოები დაიწყება მას...

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა ე.წ. ომის საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა ე.წ. ომის საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო
access_time2022-09-24 15:40:47
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა ე.წ. ომის საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო, ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, 2021 წლის 21 იანვარს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გამოაქვეყნა გადაწყვეტილება საქმეზე - "საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (II)" (ე.წ. „ომის საქმე"). გადაწყვეტილება ეხება 2008 წლის აგვისტოს ომისა და შემდგომი ოკუპაციის პერიოდში რუსეთის მიერ, რომელიც ახორციელებდა ეფექტურ კონტროლს ცხინვალის რეგიონსა და...


მსგავსი სიახლეები

up