საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ეროვნული ბანკის მიერ ფიზიკური პირების დაკრედიტების წესში განხორციელებულ ცვლილებებს მიესალმება

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ეროვნული ბანკის მიერ ფიზიკური პირების დაკრედიტების წესში განხორციელებულ ცვლილებებს მიესალმება

access_time2020-03-17 16:30:51

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში ეროვნული ბანკის მიერ ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემის წესში განხორციელებულ ცვლილებებს დადებითად აფასებენ. როგორც ბიზნეს ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, „საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ყოველთვის იყო და რჩება პასუხისმგებლიანი დაკრედიტების პრინციპების მხარდამჭერი, რაც აუცილებლად გულისხმობს რისკების სათანადო შეფასებასა და მართვას და  სესხების იმ პირებზე გაცემას ვისაც აღებული სესხების უკვე შემდგომი მომსახურებისათვის ადეკვატური შემოსავლის წყაროები გააჩნია. ამავდროულად, ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოს ბიზნეს ასოციაცია, ყველა დაინტერესებლ მხარესთან, პირველ რიგში კი საქართველოს მთავრობასთან და ეროვნულ ბანკთან ერთად, აქტიურად მუშაობდა, რათა მომხდარიყო ფიზიკური პირების დაკრედიტების შესახებ დებულებით გათვალისწინებული ახალი წესების გადახედვა, მათი საჭირო და აუცილებელი შერბილების მიზნით.

 

 

 

ამასთან, აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის გავრცელების გამო გლობალურად შექმნილმა პრობლემებმა გააჩინეს ახალი გამოწვევები, რომლებიც, თავის მხრივ, უარყოფით გავლენას იქონიებს ქართულ ბიზნესსა და ეკონომიკაზე. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ საქართველოს მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა აუცილებლად უნდა გააგრძელონ ფიქრი რეგულაციების შემდგომ შერბილებასა თუ სხვა დამატებით ღონისძიებებზე იმ მიზნით, რომ კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს ფინანსური რესურსების ხელმისაწვდომობა ადგილობრივ ბაზარზე, რამაც, მათ შორის, ასევე დადებითი გავლენა შეიძლება იქონიოს ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის დასტაბილურებაზე. კიდევ ერთხელ ავღნიშნავთ, რომ  ლარის გაცვლითი კურსი ბოლო წლებში იყო და რჩება ჩვენი ქვეყნის ბიზნესისა და შესაბამისად ეკონომიკის  მდგომარეობის მთავარი ბარომეტრი.


 

 

 

ასევე, როგორც პრაქტიკამ ცხადყო, წამყვანი ფინანსური ინსტიტუტები ზედმეტად მკაცრი რეგულაციების გარეშეც უმკლავდებიან საკუთარი რისკების შეფასებისა და მართვის პასუხისმგებლობას, რაც ცალსახად იმედისმომცემია და რისიც ჩვენ ყოველთვის გვჯეროდა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up