საქართველოს ბიზნეს ასოციაცია დღგ-ს ავტომატური დაბრუნების ახალ სისტემას ეხმიანება

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია დღგ-ს ავტომატური დაბრუნების ახალ სისტემას ეხმიანება

access_time2020-11-20 11:50:09

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია მიესალმება დღგ-ს ავტომატური დაბრუნების სისტემის დანერგვას. როგორც ბიზნეს ასოციაციაში აცხადებენ, რეფორმის იმპლემენტაციის შედეგად ქვეყანაში მკვიდრდება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა, იმატებს ნდობის ხარისხი სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის და ამასთან, რაც ყველაზე მთავარია, მაშინ, როდესაც ეკონომიკური აქტივობა დღეს მთელს მსოფლიოში და მათ შორის ჩვენს ქვეყანაშიც COVID-19-თან დაკავშირებული გამოწვევების  გამო შემცირებულია, ახალი პროგრამის ამოქმედება სახელმწიფოს მხრიდან განსაკუთრებული პოზიტიური გზავნილი იქნება ბიზნეს კომპანიებისათვის, რომელთა დღის წესრიგშიც დღეისათვის მთავარ საზრუნავად ფუნქციონირების გაგრძელება და სამუშაო ადგილების შენარჩუნება  დგას.

„თავისი შინაარსით დღგ-ს დაბრუნების ავტომატური სისტემა არის დღეს სხვა განვითარებულ ქვეყნებში  არსებულთაგან ყველაზე მაღალი სტანდარტი, რაც თავისთავად დადებითი მოვლენაა.  ვფიქრობთ, იგი პოზიტიურად იმოქმედებს ბიზნეს სუბიექტების ეკონომიკურ აქტივობაზე, მათ ფინანსურ მდგომარეობაზე, რაც დაეხმარება მათ კრიზისის თანმდევი სიძნელეების გადალახვაში და იქნება ქვეყანაში ბიზნესგარემოს გაუმჯობესების კუთხით წინ გადადგმული ნაბიჯი“ - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ვეფხვაძემ.

აქვე,  ვითვალისწინებთ რა სრულიად ქართული ბიზნესის წინაშე მდგომ მწვავე გამოწვევებს, გვსურს კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ  საქართველოს მთავრობას და საქართველოს ახლადარჩეულ პარლამენტს, რომ უმოკლეს ვადებში მოხდეს ცვლილებების შეტანა საგადასახადო კოდექსში. კერძოდ,

  1. საშემოსავლო გადასახადთან დაკავშირებული ის შეღავათი, რომელიც 1500 ლარამდე ხელფასებს შეეხებოდა, დამატებით გაგრძელდეს კიდევ 6 (ექვსი) თვით და, შესაბამისად, სრულად მოიცვას ერთწლიანი პერიოდი 2020 წლის 1 მაისიდან 2021 წლის 1 მაისამდე;
  2. ტურიზმისა და სტუმართმასპინძლობის ინდუსტრიას ჩამოეწეროს საქართველოს საგადასახადო კოდექსში ამა წლის 22 მაისს განხორციელებული ცვლილების საფუძველზე გადავადებული და დაგროვებული საშემოსავლო გადასახადი. 

გვინდა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ზემოაღნიშული ორივე თხოვნა პირდაპირ კავშირშია და ემსახურება ჩვენს ქვეყანაში სამუშაო ადგილების შენარჩუნებას, რაც ვფიქრობთ, უნდა იყოს ნებისმიერი ჩვენთაგანის ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი.


 






Bloomberg: რუსულ ობლიგაციებს შესაძლოა სანქციები დაუწესდეს

Bloomberg: რუსულ ობლიგაციებს შესაძლოა სანქციები დაუწესდეს
access_time2021-04-15 19:00:44
ბოლო თვეებში რუსული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების შემოსავლიანობა მკვეთრად გაზრდილია, რამაც მათ მიმართ ინვესტორთა ინტერესი გააღვივა. თუმცა, სწორედ დღეს, როდესაც ეს მაჩვენებელი წლიურ მაქსიმუმს მიუახლოვდა, რუსული სახელმწიფო ობლიგაციების წინაამღდეგ სანქციები სრულიად რეალური პერსპექტივა გახდა.   რუსეთის მხრიდან უკრაინის საზღვართან სამხედრო ძალების უპრეცედენტო კონცენტრაციამ ეს იდეა, რომელიც აქამდე დაუჯერებელი ჩანდა, ინვესტორებისთვის რეალური თავის ტკივილად...

Frankfurter Allgemeine: რუსეთი თურქეთს სჯის

Frankfurter Allgemeine: რუსეთი თურქეთს სჯის
access_time2021-04-15 20:00:23
მოსკოვმა თურქეთთან ავიამიმოსვლა 1 ივნისამდე აკრძალა. ამის მიზეზად თურქეთში კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობის მკვეთრი ზრდა დასახელდა.   შესაძლოა, ეს მართლაც ასე იყოს - ბოლო კვირების მანძილზე ინფიცირების რიცხვი თურქეთში რეკოდრებს ხსნის, თუმცა არის მოსაზრებაც, რომ ეს მხოლოდ საბაბია, რეალურად კი საქმე სულ სხვა რამეშია.   არადა თურქეთის საკურორტო ქალაქ ბოდრუმში  რამდენიმე დღის წინ შვებით ამოისუნთქეს.  აქ ჩამომსვლელ ტურისტთა შორის დიდი წილი...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი:

დღის Top 10 საინტერესო ამბავი:
access_time2021-04-15 21:00:15
დღის Top 10 საინტერესო ამბავი:     1. დაბლოკილი პარალელური იმპორტი და მოსყიდული ექიმები - რატომ ღირს ძვირი წამლები   მედიკამენტების ფასები საქართველოს მოსახლობის ყველაზე დიდი, მოუგვარებელი პრობლემა რომ არის იცის ყველამ. საკითხზე წლებია საუბრობს როგორც მმართველი გუნდი, ისე ოპოზიციური პარტიებიც და თვითონ...

15 აპრილი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გამყარდა

15 აპრილი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გამყარდა
access_time2021-04-15 18:00:17
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი ქართული ლარის კურსზე მკვეთრად აისახა. 2021 წლის 15 აპრილის ოფიციალური კურსების მიხედვით, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 16 პუნქტით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 62 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი პრაქტიკულად უცვლელია. ეროვნული ბანკის მიერ 15 აპრილის ვაჭრობის შედეგად (რომლის ოფიციალური კურსი 16 აპრილისთვისაა) ეროვნული...

ნიკოლოზ ბასილაშვილს ინვესტორი, ირაკლი კაჭარავა უჩივის

ნიკოლოზ ბასილაშვილს ინვესტორი, ირაკლი კაჭარავა უჩივის
access_time2021-04-15 15:10:27
მსოფლიოს 36-ე ჩოგანს ნიკოლოზ ბასილაშვილს ახალი გრძელვადიანი სასამართლო განხილვა ელოდება. როგორც კომერსანტმა გაარკვია ყოფილი ინვესტორი, ირაკლი კაჭარავა ჩოგბურთელისგან კონტრაქტით გათვალისწინებული საკომისიოს ანაზღაურებას  მოითხოვს. ინფორმაციის გადასამოწმებლად დავუკავშირდით ინვესტორის ადვოკატს, მარიკა არავეძეს, თუმცა მან ჩვენთან საუბრისას განაცხადა, რომ ამ ეტაპზე დავის დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს და აღნიშნავს, რომ ეს მხარეებს შორის მოლაპარაკების კონფიდენციალურ...


მსგავსი სიახლეები

up