საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ბიზნესისთვის დაწესებული საგადასახადო შეღავათების გაგრძელებას ითხოვს

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ბიზნესისთვის დაწესებული საგადასახადო შეღავათების გაგრძელებას ითხოვს

access_time2020-11-11 12:25:52

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ასეულობით ბიზნეს კომპანიის ინტერესებისა და თხოვნის გათვალისწინებით, მიიჩნევს, რომ ბიზნესის მხარდასაჭერად განხორციელებული ის საგადასახადო შეღავათები, რომლებიც საქართველოს მთავრობამ მიმდინარე წლის გაზაფხულზე პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად შემოიღო, გარკვეული პერიოდით დამატებით უნდა გაგრძელდეს.


უპირველეს ყოვლისა, უნდა ითქვას, რომ პანდემიის დაწყებიდანვე ასოციაცია ჩართული იყო და მიესალმა ბიზნესისთვის საგადასახადო შეღავათების დაწესებას. ამასთან, საგადასახადო შეღავათები დროში შემოისაზღვრა და ისინი გათვლილი იყო პანდემიის პირველი ტალღის ნეგატიური შედეგების შემსუბუქებაზე. იმ პერიოდში შემუშავებული ღონისძიებათა პაკეტი, ბუნებრივია, ვერ გაითვალისწინებდა ბიზნეს ოპერატორების წინაშე შემოდგომაზე, ანუ პანდემიის მე-2 ტალღის დროს წამოჭრილ ახალ სირთულეებს. უფრო მეტიც, დღეს ბიზნეს ოპერატორები კიდევ უფრო მეტი სიმწვავით განიცდიან იმ პრობლემებს, რასაც ისინი პანდემიის პირველ თვეებში აწყდებოდნენ.


საგადასახადო შეღავათები კი, რომლებიც სხვა ღონისძიებებთან ერთად, საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული ბიზნესის მხარდაჭერის პაკეტში შედიოდა, მოიცავდა შემდეგ ღონისძიებებს:


  1. 2020 წლის 1 მაისიდან 6 კალენდარული თვის განმავლობაში დამქირავებელი უფლებამოსილი გახდა შეემცირებინა (ბიუჯეტში არ შეეტანა) დაქირავებულისთვის გაცემული 750 ლარამდე ხელფასიდან დასაკავებელი და გადასახდელი საშემოსავლო გადასახადი, თუ ამ დაქირავებულის მიერ ამავე დამქირავებლისგან 1 კალენდარული თვის განმავლობაში მიღებული ხელფასი 1500 ლარს არ აღემატებოდა. საგადასახადო კოდექსში შეტანილი ეს ცვლილება მოქმედებდა 2020 წლის ოქტომბრის ბოლომდე და შესაბამისად დღეს უკვე ეს შეღავათი ბიზნესს აღარ აქვს.
  2. ტურიზმისა და სტუმართმასპინძლობის ინდუსტრიას (სასტუმროები, განთავსების მსგავსი საშუალებები; რესტორნები და საკვებით მომსახურების საქმიანობები; ტურისტული სააგენტოები, ტურ-ოპერატორები და სხვა) საქართველოს საგადასახადო კოდექსში განხორციელებული ცვლილებით 2020 წლის თებერვალში, მარტში, აპრილსა და მაისში გადასახდელი საშემოსავლო გადასახადის გადახდა 2021 წლის 1 დეკემბრამდე გადაუვადდა და გადასახადის გადამხდელებს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული საურავი არ ერიცხებოდათ.


ზემოაღნიშნული საგადასახადო შეღავათების გაჩენამ საგადასახადო კანონმდებლობაში ძალიან პოზიტიური გავლენა იქონია ეკონომიკის მთელ რიგ სექტორებზე, რადგანაც მან საშუალება მისცა ბიზნესს ძალიან რთულ და არაპროგნოზირებად გარემოში, როდესაც მასიურად ხდება შემოსავლების კლება, სახელმწიფოს მიერ დატოვებული რესურსების ხარჯზე შეენარჩუნებინათ სამუშაო ადგილები.



როგორც უკვე აღინიშნა, დღეისათვის საშეღავათო პერიოდი ამოიწურა, და ეს ხდება მაშინ, როდესაც, პანდემიასთან დაკავშირებული პრობლემები გრძელდება და, უფრო მეტიც, ამ კუთხით სახეზეა სიტუაციის შემდგომი დამძიმება. ძალიან დიდი ალბათობით, მომდევნო თვეების განმავლობაში ბიზნესს გაუჭირდება სამუშაო ადგილების შენარჩუნება, ხოლო სამუშაოს გარეშე დარჩენილი ადამიანები დამატებით ტვირთად დააწვება როგორც სახელმწიფოს ასევე ზოგადად საზოგადოებას.


რაც შეეხება ტურიზმისა და სტუმართმასპინძლობის ინდუსტრიას, ყველას კარგად ესმის, რომ ეს სექტორი პანდემიის გამო ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაზარალებული სექტორია და იგი პრაქტიკულად გაჩერებულია. ადვილად წარმოსადგენია, რომ ამ სექტორში მოღვაწე კომპანიათა უმრავლესობას (მიუხედავად იმისა მსხვილი, საშუალო თუ მცირე ზომის არის კომპანია) საკმაოდ მწვავე ხასიათის პრობლემები შეექმნებათ თუ ისინი ამა წლის 1 დეკემბერს დაგროვილი საშემოსავლო გადასახადის გადახდის აუცილებლობის წინაშე დადგებიან.


შესაბამისად, ვითვალისწინებთ რა სრულიად ქართული ბიზნესის წინაშე მდგომ გამოწვევებს, ვთხოვთ საქართველოს მთავრობას და საქართველოს ახლადარჩეულ პარლამენტს, რომ უმოკლეს ვადებში მოხდეს ცვლილებების შეტანა საგადასახადო კოდექსში. კერძოდ,


  1. საშემოსავლო გადასახადთან დაკავშირებული ის შეღავათი, რომელიც 1500 ლარამდე ხელფასებს შეეხებოდა, დამატებით გაგრძელდეს კიდევ 6 (ექვსი) თვით და, შესაბამისად, სრულად მოიცვას ერთწლიანი პერიოდი 2020 წლის 1 მაისიდან 2021 წლის 1 მაისამდე;
  2. ტურიზმისა და სტუმართმასპინძლობის ინდუსტრიას ჩამოეწეროს საქართველოს საგადასახადო კოდექსში ამა წლის 22 მაისს განხორციელებული ცვლილების საფუძველზე გადავადებული და დაგროვებული საშემოსავლო გადასახადი.


გვინდა ხაზგასმით ავღნიშნოთ, რომ ზემოაღნიშული ორივე თხოვნა პირდაპირ კავშირშია და ემსახურება ჩვენს ქვეყანაში სამუშაო ადგილების შენარჩუნებას, რაც ვფიქრობთ, უნდა იყოს ნებისმიერი ჩვენთაგანის ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი.


ვინაიდან, საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანა არის საქართველოს პარლამენტის უფლებამოსილება, საქართველოს ბიზნეს ასოციაცია გამოთქვამს სრულ მზადყოფნას პროფესიულ დისკუსიებში ჩაერთოს ყველა მხარესთან, რათა ძალიან სწრაფად, საქართველოს ახალი პარლამენტის პირველივე სხდომებზე მოხდეს ამ ცვლილებების განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება.


(R)




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up