საქართველოს ბაზარზე  მხოლოდ ტურისტებზე ვართ ორიენტირებული –სვანური ალკოჰოლური სასმელი „ლირდე“

საქართველოს ბაზარზე მხოლოდ ტურისტებზე ვართ ორიენტირებული –სვანური ალკოჰოლური სასმელი „ლირდე“

access_time2020-07-10 16:00:36

სვანური ჭაჭა, იგივე ღეჰის არაყი, უძველესი სვანური სასმელია, რომელიც „ლირდეს“ სახელით ქართულ ბაზარზე რამდენიმე კვირის წინ გამოჩნდა. „ლირდეს“ დამფუძნებელმა იასონ ონიანმა „კომერსანტთან“ ახალი ალკოჰოლური სასმელის სპეციფიკაზე და გეგმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ალპური მცენარე დუცი, სვანურად ღეჰი არის სწორედ ის განსაკუთრებული ინგრედიენტი, რომელიც სასმელს გამორჩეულ ფერსა და არომატს სძენს.


„სვანური ჭაჭა, იგივე ღეჰის არაყი, უძველესი სვანური სასმელია, რომლის გამოშვების იდეა ჯერ კიდევ 2 წლის წინ გაჩნდა. ინვესტიცია „აგროჰაბის“ დამფუძნებლისგან მოვიზიდეთ, რომელიც ჩემთან უნივერსიტეტში ლექციის წასაკითხად იყო მოსული და განაცხადა, რომ საინტერესო იდეების მოსასმენად მზად იყო. სწორედ მას გავაცანით ჩვენი წამოწყება და მისი წყალობით პროექტი ახალ საფეხურზე გადავიდა. მისგან არამხოლოდ ფულადი სახის ინვესტიცია განხორციელდა, არამედ ყოველმხრივ გვეხმარებოდა, როგორც რჩევების და მენეჯმენტის კუთხით ასავე ტექნოლოგიების ნაწილში.


პირველი პარტია „აგროჰაბის“ სამივე ფილიალში განთავსდა, თუმცა სხვადასხვა ორგანიზაციებთანაც გვაქვს მოლაპარაკებები, მაგრამ ჯერ  კონკრეტული ობიექტების დასახელება არ გვსურს. რაც შეეხება მოთხოვნას, იმაზე დიდი აღმოჩნდა ვიდრე ველოდებოდით, მოსწონთ ვიზუალი და პირველ ეტაპზე გაყიდვებზე გავლენა ამ ფაქტმა მოახდინა, თუმცა, ვგეგმავთ აგრესიული მარკეტინგის ამუშავებას“, - განაცხადა იასონ ონიანი.



„ლირდეს“ დამფუძნებელმა კომპანიის სამომავლო გეგმებზე საუბრისას აღნიშნა, რომ საქართველოში არ არის ისეთი ბაზარი, სადაც მომხმარებელი ჩამოსხმულ პრემიუმ ხარისხის ჭაჭაზე მაღაზიაში აქტიურად ყიდულობს, უმრავლესობა სასმელს სახლში, თვითონ აკეთებს, ამიტომ ალკოჰოლური სასმელების ინდუსტრიაში ექსპორტია მნიშვნელოვანი.


„შევისწავლეთ სხვადასხვა სეგმენტი და საბოლოოდ ჩამოვყალიბდით რომ ჩვენი პროდუქცია საშუალოზე ოდნავ მაღალი შემოსავლის მქონე, უფრო ტრადიციების მოყვარულ სეგმენტზეა გათვლილი. გარდა ამისა აღსანიშნავია, ჩვენ სასმელების კატეგორიაში ჭაჭა იმისთვის ავირჩიეთ, რომ ტურისტებისთვის ცნობილია. საქართველოს ბაზარზე ტურისტებზე და გრძელვადიან პერსპექტივაში ექსპორტზე ვართ ორიენტირებული, რადგან ქვეყანაში არ არის ისეთი ბაზარი, რომ მომხმარებელი მაღაზიაში შევიდეს და ჩამოსხმულ პრემიუმ ხარისხის ჭაჭაზე გააკეთოს არჩევანი, უმრავლესობა სასმელს სახლში, თვითონ აკეთებს. ამას გარდა არსებული ბაზარი ძალიან მცირეა. აქედან გამომდინარე, თუ კი ალკოჰოლური სასმელების ინდუსტრიაში შედიხარ, გრძელვადიან პერსპექტივაში მაინც ექსპორტზე უნდა ორიენტირდე და უცხოეთის ბაზარი აითვისო. ამ ეტაპზე კონკრეტულად არ ვიცით სად განვახორციელებთ ექსპორტს, თუმცა ჩვენი აზრით, ამ პროდუქტზე უფრო მეტად მოთხოვნა იქნება პოლონეთში, უკრაინაში, ბელორუსიაში, სადაც ქართულ ნაწარმს დადებითად აფასებენ. უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში კი ჩინეთის ბაზარზე გასვლის დიდი სურვილიც გვაქვს“, - განმარტა იასონ ონიანმა.


ნინო თამაზაშვილი



თეგები:
ლირდე ჭაჭა



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up