საქართველოს ბაზარზე მსოფლიო დონის იტალიური ბრენდი Tonino Lamborghini Espresso შემოვიდა

საქართველოს ბაზარზე მსოფლიო დონის იტალიური ბრენდი Tonino Lamborghini Espresso შემოვიდა

access_time2019-10-10 18:30:07

მსოფლიო დონის იტალიური ბრენდი, Tonino Lamborghini Espresso საქართველოშია. როგორც „კომერსანტს“ ბრენდის საქართველოს ოფიციალურ წარმომადგენელობაში განუცხადეს,Tonino Lamborghini Espresso 2 თვეა უკვე 50-მდე მაღალი კლასის კაფე-ბარში იყიდება. საუბარია, 100%-იან ყავაზე არაბიკაზე, ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებიდან,თხილის და შოკოლადის მოხალვით (არომატით). ყავა მარცვლის სახით იყიდება, თუმცა,მისგან შეიძლება დამზადდეს როგორც ესპრესო, ისე თურქუული და ფილტრის ყავა.


როგორც Tonino Lamborghini Georgia-ს მმართველი პარტნიორი გიორგი ლომიძე „კომერსანტთან“ განმარტავს, ეს არის ყავა, რომელიც პრემიუმ სეგმენტზეა გათვლილი. მისი განცხადებით,ბრენდის პოზიციონერობა და აქცენტები იტალიური მხარის მიერ კონტროლდება.


„სამწუხაროდ. ყველა კაფეში არ შევდივართ, წარმოდგენილები ვართ მხოლოდ პრემიუმ სეგმენტში. მათ შორის, „ამბასადორი თბილისი“ და „ამბასადორი კაჭრეთი“, ბიზნეს ცენტრი „ქინგ დევიდი“, სქაი ბარი, დაინინგ რუმი, ნაის რუმი“-აცხადებს ლომიძე.


კითხვაზე, როგორ მიიღო პრემიუმ ბრენდის ყავა ქართულმა ბაზარმა და რა წილის დაკავებას გეგმავენ 1 წლიან პერიოდში, ლომიძე განმარტავს, რომ ისინი უფრო მეტად ხარისხზე არიან ორიენტიებულნი, ვიდრე რაოდენობაზე. შესაბამისად, Tonino Lamborghini Georgia ბაზრის ლიდერი იქნება ხარისხის და არა რაოდენობრივი თვალსაზრისით. მისივე ინფორმაციით, უახლოეს მომავალში კომპანია საცალო სეგმენტის ათვისებას გეგმავს. ამ მიმართულებით მიმდინარეობს ბაზრის კვლევა იტალიელი პარტნიორების მიერ.


Tonino Lamborghini-ს ჯგუფში გარდა ყავისა, შედის ყავის, ჩაის, ენერგეტიკული სასმელების, ცხელი შოკოლადის და სხვა ლაქშერი მიმართულებებიც, რომელიც საქართველოში ეტაპობრივად შემოვა.


„ეს არის ის ცნობილი ოჯახი,რომლებმაც ასევე მანქანის ცნობილი ბრენდი ლამბორგინი შექმნა.ჩვენს ბრენდს აქვს ენერგეტიკული სასმელიც,რომელიც იტალიაში ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს. .მომავალი წლიდან ვგეგმავთ თბილისის ცენტრალურ უბანში შოუ-რუმის მოწყობასაც, თუმცა, ამ ეტაპზე კონკრეტული ლოკაციის შერჩევის პროცესი მიმდინარეობს“-აცხადებს ლომიძე.


კითხვაზე, ვინ არის საქართველოს ბაზარზე Tonino Lamborghini-ს ყავის კონკურენტი, ლომიძე აცხადებს,რომ Tonino Lamborghini Georgia ყველა კონკურენტს პატივს სცემს. განსაკუთრებით მათ, ვინც ბაზარზე დიდი ხანია არის და ყავის კულტურის ჩამოყალიბებაში დიდი როლი ითამაშეს. „თუმცა, ვთლით, დადგა დრო, გადავიდეთ უფრო ხარისხიან ყავაზე“-აცხადებს ლომიძე.


სოფო ქსოვრელი 





რატომღაც გვგონია, რომ მთელი მსოფლიოს დიდი კომპანიები უნდა შეიკრიბონ და გამოვარდნენ საქართველოში ინვესტიციების ჩასადებად - ბიზნესი ტრამპის მესიჯებს აფასებს

რატომღაც გვგონია, რომ მთელი მსოფლიოს დიდი  კომპანიები უნდა შეიკრიბონ და გამოვარდნენ საქართველოში ინვესტიციების ჩასადებად - ბიზნესი ტრამპის მესიჯებს აფასებს
access_time2020-05-28 10:00:28
„ჩვენი ამბიციები გაცილებით დიდია,  ვიდრე ჩვენი ეკონომიკის ზომა.  რატომღაც გვგონია, რომ მთელი მსოფლიოს დიდი  კომპანიები უნდა შეიკრიბონ და გამოვარდნენ საქართველოში ინვესტიციების ჩასადებად.  თითებზე ჩამოსათვლელია სერიოზული კომპანიების რიცხვი, ვინც  საქართველოში უკვე შემოვიდა. იმიტომ, რომ არ ვართ საინტერესო მათთვის - ვართ პატარა შესაძლებლობების, პატარა ქვეყანა , ენერგიის წყარო არ გაგვაჩნია. ერთადერთი, რაც შევძელით იყო ის, რომ დიდ...

ფინკა ბანკი - ძლიერი ფინანსური მაჩვენებლები და საერთაშორისო პარტნიორები ახალი გამოწვევების საპასუხოდ

ფინკა ბანკი - ძლიერი ფინანსური მაჩვენებლები და საერთაშორისო პარტნიორები ახალი გამოწვევების საპასუხოდ
access_time2020-05-27 18:00:17
2019 წელი ფინკა ბანკისთვის ახალი ინიციატივებისა და შესაძლებლობების წელი იყო. ბანკისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევა 2018 წლის მეორე კვარტალში მაკროეკონომიკური ცვლილებები და ეროვნული ბანკის მიერ გატარებული  ღონისძიებები აღმოჩნდა. მიუხედავად ამ გარემოებებისა, ფინკა ბანკის 2019 წლის წმინდა მოგებამ 6 792 588  ლარი შეადგინა და დადებითი ინდიკატორებით დასრულდა საფინანსო წელი: მოგება კაპიტალზე (ე.წ. უკუგება საშუალო კაპიტალზე) - ROE 13.19%, ხოლო მოგება აქტივებზე (ე.წ. უკუგება აქტივებზე) - ROA...

გერმანიაში აშშ-ის ელჩი – გერმანიამ უნდა შეწყვიტოს მხეცის (რუსეთის) „გამოკვება“

გერმანიაში აშშ-ის ელჩი – გერმანიამ უნდა შეწყვიტოს მხეცის (რუსეთის) „გამოკვება“
access_time2020-05-27 20:30:34
გერმანიაში აშშ-ის ელჩის, რიჩარდ გრენელის ინფორმაციით, რუსულ გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესება იგეგმება. რიჩარდ გრენელის თქმით, ამ ნაბიჯს მხარს რესპუბლიკელები და დემოკრატები უჭერენ. ელჩს არ დაუკონკრეტებია, რა სახის სანქციების განხილვა მიმდინარეობს კონგრესში, თუმცა როგორც გერმანული მედია იუწყება, სავარაუდოდ საუბარია შეზღუდვების დაწესებაზე იმ კომპანიების წინააღმდეგ, რომლებიც ამ გაზსადენით რუსულ ბუნებრივ აირს...

ვინ რა ჰკითხა გიორგი გახარიას

ვინ რა ჰკითხა გიორგი გახარიას
access_time2020-05-27 18:55:44
პარლამენტში ანგარიშის წარსადგენად მისული საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატების კითხვებს ამ დრომდე პასუხობს. „კომერსანტი“ გთავაზობთ იმ კითხვა-პასუხების ნაწილს, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში  დაისვა და მთავრობის მეთაურის მიერ  პასუხებიც გაეცა. ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის...

პრემიერი - 520-ე დადგენილების გადახედვაზე საუბარი დღეს არ მიმდინარეობს

პრემიერი - 520-ე დადგენილების გადახედვაზე საუბარი დღეს არ მიმდინარეობს
access_time2020-05-27 18:09:22
„520-ე დადგენილების გადახედვაზე საუბარი დღეს არ არის, 520-ე დადგენილებაში შეიძლება გარკვეული რაღაც ცვლილებები შევიდეს“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში „ევროპული საქართველოს“ წევრის ზურაბ ჭიაბერაშვილის კითხვის საპასუხოდ განაცხადა. ქვეყნის მეთაურმა საკუთარ გამოსვლაშ ყურადღება...


მსგავსი სიახლეები

up