საქართველოს ბაზარზე ადგილობრივი წარმოების ლოკოკინების ნახევარფაბრიკატები გამოჩნდება

საქართველოს ბაზარზე ადგილობრივი წარმოების ლოკოკინების ნახევარფაბრიკატები გამოჩნდება

access_time2020-02-12 17:00:29

ხობში, ლოკონიკენების ფერმის შემდეგ, ნახევარფაბრიკატების გადამამუშავებელი ქარხანაც აშენდება. ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ პროექტის განმახორციელებელი კომპანია „ნადი გრუპის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მერაბ ნადარაიამ განუცხადა. მისი თქმით, ამჟამად საწარმოს დაპროექტება მიმდინარეობს და მისი მშენებლობა მიმდინარე წელს იგეგმება.


ამასთან, როგორც მერაბ ნადარაია აღნიშნავს, ლოკოკინების ნახევარფაბრიკატები ადგილობრივ სუპერმარკეტებშიც გაიყიდება.


რაც შეეხება პროდუქტის ექსპორტს, მერაბ ნადარაიას ინფორმაციით, „ნადი გრუპმა“ ოქტომბერში 12 ტონა ცოცხალი ლოკოკინა იტალიაში უკვე გაიტანა. მომავალ წელს კი, საექსპორტო ქვეყნებს საფრანგეთი, პორტუგალია და ესპანეთიც დაემატება.


ცნობისთვის, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალ ხიბულაში ლოკოკინების ფერმა „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში აშენდა.ფერმა წელიწადში საშუალოდ 50 ტონა ლოკოკინას აწარმოებს, სამომავლოდ კი პროდუქტიულობის 100 ტონამდე გაზრდა იგეგმება.


როგორც მერაბ ნადარაია ამბობს, ეს არის ევროპული ჯიშების ლოკოკინები, რომელთა გამრავლებაც საქართველოში ხდება.

„ოქტომებრში 12 ტონა ცოცხალი ლოკოკინა უკვე გავიტანეთ იტალიაში. ჩვენი ძირითადი ექსპორტიორი სწორედ ეს ქვეყანა იქნება. თუმცა, ვაპირებთ წარმოების გაფართოვებას და უკვე მომავლი წლიდან საფრანგეთში, პორტუგალიასა და ესპანეთშიც გავიტანთ. ამჟამად ფერმა 6 ჰექტარზეა გაშენებული და გვინდა, რომ კიდევ 6 ჰექტარით გავაფართოვოთ“,-ამბობს მერაბ ნადარაია.



მისი თქმით, საქართველოსგან განსხვავებით, მსოფლიოში ლოკოკინა ძალიან მოთხოვნადი პროდუქტია. თუმცა, მას შემდეგ, რაც ახალ ქარხანაში ნახევარფაბრიკატები დამზადდება, შესაძლოა, მოთხოვნა ადგილობრივ ბაზარზეც გაიზარდოს.


„პროდუქტი ძალიან მოთხოვნადია, ძირითადად, ევროკავშირის ქვეყნებში. თუმცა, ადგილობრივ ბაზარზე ხალხი ჯერ არ არის შეჩვეული.


ფერმის გვერდით ვაპირებთ გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობას, ახლა მისი დაპროექტება მიმდინარეობს. შესაბამისად, უკვე ნახევარფაბრიკატების მიწოდებასაც შევძლებთ. ჩვენს სუპერმარკეტებშიც სწორედ ამ სახით გამოჩნდება“,-ამბობს მერაბ ნადარაია.


მისი თქმით, ამჟამად კომპანია ფერმაში 12 ადამიანს ასაქმებს, ქარხანაში კი დამატებით 25 ადამიანი დასაქმდება.მისივე ინფორმაციით, ლოკოკინების ბიზნესის მიმართ დაინტერესება საქართველოს სხვა რეგიონებიდანაც წამოვიდა, რომელთაც კონსულტაციას „ნადი გრუპი“ უწევს.


„ჩვენ მთელი საქართველოს მასშტაბით უკვე 15 ფერმას ვაპროექტებთ. მათ შორის ხუთმა უკვე დაიწყო მშენებელობა და გაზაფხულზე ჩასვამენ ლოკოკინებს. ჩვენ ამ ფერმებთან კონსულტაციებს შემდგომშიც განვაგრძობთ და მათი პროდუქციის შემსყიდველებიც ვიქნებით“,- ამბობს მერაბ ნადარაია.


მისივე ინფორმაცით, ლოკოკინების ფერმის საინვესტიციო ღირებულება 1,6 მლნ ლარია.


bpn.ge






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up