„საქართველოს ბანკზე“ თავდასხმისთვის დაკავებულს ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენენ

„საქართველოს ბანკზე“ თავდასხმისთვის დაკავებულს ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენენ

access_time2021-04-17 11:29:17

„საქართველოს ბანკზე“ თავდასხმისთვის დაკავებულ ნიკოლოზ წურწუმიას ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენენ.

წურწუმიას ბრალის წარდგენამდე ადვოკატი ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორში მოინახულებს. ის ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს.

ცნობისთვის, თბილისში, მეტროსადგურ „ავლაბრის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, „საქართველოს ბანკის“ ფილიალს გუშინ ერთი პირი - ნიკოლოზ წურწუმია თავს დაესხა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თავდამსხმელს მძევლად 7 ადამიანი ჰყავდა აყვანილი. წურწუმია მძევლად ხელში ჩაგდების და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-ტარების ბრალდებითაა დაკავებული.


Ipn.ge




14 მაისი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გამყარდა

14 მაისი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გამყარდა
access_time2021-05-14 18:00:19
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი ქართული ლარის კურსზე მკვეთრად აისახა. 2021 წლის 14 მაისის ოფიციალური კურსების მიხედვით, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 16 პუნქტით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 62 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი პრაქტიკულად უცვლელია. ეროვნული ბანკის მიერ 14 მაისის ვაჭრობის შედეგად (რომლის ოფიციალური კურსი 15 მაისისთვისაა) ეროვნული ვალუტა აშშ...

584 000 ლარიანი ჯარიმა ფულის გათეთრებისთვის - სებ-მა ბანკი და მისო დააჯარიმა

584 000 ლარიანი ჯარიმა ფულის გათეთრებისთვის - სებ-მა ბანკი და მისო დააჯარიმა
access_time2021-05-14 16:00:30
ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, საგადახდო მომსახურების პროვაიდერი და ვალუტის გადამცვლელი პუნქტი (რაოდენობა უცნობია) ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისათვის დააჯარიმა. ფულის გათეთრებისა...

ბაზარზე ზეითუნის ზეთის და ზეთისხილის 20-22% უკვე ქართულია - „ქართული ზეთისხილი“

ბაზარზე ზეითუნის ზეთის და ზეთისხილის 20-22% უკვე ქართულია - „ქართული ზეთისხილი“
access_time2021-05-14 17:00:56
,,კარგი მოვლის შემთხვევაში, 1 ჰექტრიდან 8-9 ათასი დოლარის შემოსავლის მიღება არის შესაძლებელი“ - ამის შესახებ ,,ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ,,ქართული ზეთისხილის დამფუძნებელმა და მსოფლიო ზეთისხილის საბჭოს პრეზიდენტმა განაცხადა.   გიორგი სვანიძის თქმით, წელს გასულ წელთან შედარებით 2-ჯერ გაზრდილ მოსავალს ელოდებიან, ქართული ზეთისხილი კი რუსეთსა და ნიდერლანდებშიც გაიყიდება.   ,,წელს, საკმაოდ კარგი მოლოდინი გვაქვს მოსავლის კუთხით. დაახლოებით 2-ჯერ მეტს...

Los-Angeles times: ახალ ამერიკულ სანქციებს არასწორი სამიზნე აქვთ

Los-Angeles times: ახალ ამერიკულ სანქციებს არასწორი სამიზნე აქვთ
access_time2021-05-14 20:00:23
აშშ-ს საელჩომ მოსკოვში რუსეთის მოქალაქეებისთვის არასაემიგრაციო ვიზების გაცემა შეაჩერა. რუსები, რომლებსაც შტატებში ბიზნესისთვის ან სასწავლებლად წასვლა სურთ, ვიზების მიღება მესამე ქვეყნებში შეუძლიათ.   საკონსულო მომსახურეობის შეჩერება - ვაშინგტონს და მოსკოვს შორის სანქციების გაცვლის შედეგებია - პრინციპი „თვალი თვალის წილ“ დიპლომატიაშიც მოქმედებს.   ამერიკა უფრო შორს წავიდა და მოსკოვში თავის საელჩოში რუსეთის მოქალაქეების დასაქმება აკრძალა, რაც...

Forbes: მიშვებული კონფლიქტი ისრაელს და პალესტინას შორის

Forbes: მიშვებული კონფლიქტი ისრაელს და პალესტინას შორის
access_time2021-05-14 18:00:05
ერთხელ ისრაელის პრემიერ-მინისტრის არიელ შარონის ერთ-ერთმა მრჩეველმა ცხელ გულზე განაცხადა - „იერუსალიმში ვაშინგტონის ნებართვის გარეშე ტუალეტსაც კი ვერ ჩადგამ“.   გარკვეულწილად ეს ასეც არის, თუმცა, გასაგებია რატომაც - იერუსალიმის საკითხი ისრაელის შიდა საქმეების კატეგორიას კარგა ხანია გასცდა და ის მთელს მსოფლიო პოლიტიკაზე მოქმედებს.   რეალურ ცხოვრებაში, ამ ქალაქის ერთიანი სტატუსის მიუხედავად, რამდენიმე, განცალკევებული და თითქმის ავტონომიური...


მსგავსი სიახლეები

up