საქართველოს ბანკთან პარტნიორობით Orbeti Green Space განვითარებას განაგრძობს

საქართველოს ბანკთან პარტნიორობით Orbeti Green Space განვითარებას განაგრძობს

access_time2022-05-18 16:05:44

საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკთან ფინანსური პარტნიორობით Orbeti Green Space საქმიანობას ავითარებს.


Orbeti Green Space ორბეთში ღონისძიებების მოსაწყობ ობიექტს წარმოადგენს, სადაც განთავსებულია როგორც გარე ისე შიდა სივრცეები, ასევე აქ ფუნქციონირებს პატარა საოჯახო სასტუმრო.


საქართველოს ბანკის დაფინანსებით Orbeti Green Space-მა 368,850 ლარის მოცულობის ინვესტიცია მიიღო, რომელიც ორბეთის ტერიტორიაზე მიწის შეძენას მოხმარდა.


„ჩვენი ძირითადი საქმიანობაა სხვადასხვა ღონისძიებების მოწყობაა, განსაკუთრებით განსხვავებული და საინტერესო სპორტული აქტვიბობების. ობიექტი განთავსებულია 5 000 კვადრატულ მეტრზე, სადაც არის როგორც დახურული, ისე ღია სივრცეები. მათ შორის პატარა სასტუმრო, დახურული კლუბი, საჩრდილობლები, საცეცხლო სივრცეები, ჰამაკები, საქორწილო სივრცე ხელის მოწერის ცერემონიალისთვის და სხვა.



ბიზნესის მთავარ სპეციფიკურ მხარეს წარმოადგენს ის, რომ ყველაფერი სრულიად მოწყობილი გვაქვს ხელნაკეთი ეკოლოგიურად სუფთა ნივთებით, რომლებიც დამზადებულია ჩემი და ჩემი მეუღლის ხელით.


სასტუმროს ფართი შეადგენს 150 კვ.მ-ს, ოთხ ოთახია, სადაც შეგვიძლია 8-10 ადამიანის მიღება. თუმცა სამომავლოდ გაფართოების გეგმები გვაქვს. საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ვგეგმავთ დიდი ფესტივალების და კორპორატიული თიმბილდინგების მასპინძლობას, ასევე მცირე ზომის კოტეჯების დამატებას. ასევე უკვე წელს ვაპირებთ სცენის მოწყობას, რომელიც პატარა ამფითეატრის მსგავსი იქნება და ქართული მუსიკის პოპულარიზაციას შევუწყობთ ხელს“,
- აღნიშნავს Orbeti Green Space-ის წარმომადგენელი ბექა ონიანი.


Orbeti Green Space 2015 წლიდან ფუქციონირებს. კომპანიას მუდმივად დასაქმებული ჰყავს 3 ადამიანი, თუმცა სეზონიდან გამომდინარე დასაქმებულთა რაოდენობა 20 ადამიანს აჭარბებს.


(R)


თეგები:
Orbeti Green Space



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up