საქართველოს ბანკთან პარტნიორობით „ატლანტ გრუპმა“ სომხეთში მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა წარმატებით დაასრულა

საქართველოს ბანკთან პარტნიორობით „ატლანტ გრუპმა“ სომხეთში მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა წარმატებით დაასრულა

access_time2022-08-11 12:14:28

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად ბანკთან პარტნიორობით ქართულმა კომპანიამ „ატლანტ გრუპმა“ ქალაქ ერევანში მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა წარმატებით დაასრულა. პროექტის მხარდაჭერის მიზნით, ბანკის მიერ გაცემული ინვესტიცია 10 მილიონ ლარს უტოლდება.


“საქართველოს ბანკთან პარტნიორობამ შესაძლებლობა მოგვცა, ბიზნესი მეტად გაგვეფართოვებინა და უკვე საქართველოს საზღვრებს გარეთ, კერძოდ ერევანში განგვეხორციელებინა მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა. ინვესტიციის ნაწილი ბეტონის ქარხნისა და მოძრავი ტექნიკის შესაძენად მივმართეთ. სასიამოვნოა, რომ ჩვენმა პარტნიორმა ფინანსურმა ინსტიტუტმა, საქართველოს ბანკმა, გამოგვიცხადა ნდობა მსგავსი მასშტაბის პროექტის განხორციელებაში“, - აცხადებს „ატლანტ გრუპის“ დამფუძნებელი, არამ სანოსიანი.



„მოხარული ვართ, რომ პარტნიორ ბიზნესებთან ერთად არამხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც ვახორციელებთ სამშენებლო პროექტებს. ერევანში, „ატლანტ გრუპის“ მიერ აშენებული მრავალფუნქციურ კომპლექსში გაერთიანებული იქნება საცხოვრებელი ბინები, საოფისე ფართები, რესტორანი და აუზი. პროექტის ჯამური სამშენებლო ფართი 40 000 კვ.მ.-ს შეადგენს. გვინდა მივულოცოთ კომპანიას პროექტის წარმატებით განხორციელება და ვუსურვოთ კიდევ არაერთი მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა“,- განაცხადა გიორგი წეროძემ, საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მომსახურების სექტორის ხელმძღვანელმა.


(R)






ლარის კურსი დოლართან 0.78 თეთრით გამყარდა, ევროსთან კი 2.72 თეთრით გაუფასურდა

ლარის კურსი დოლართან 0.78 თეთრით გამყარდა, ევროსთან კი 2.72 თეთრით გაუფასურდა
access_time2022-10-04 17:00:26
4 ოქტომბერის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0.78 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8150 ლარი გახდა. სებ-ის ცნობით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 2.72 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.7860 ლარი გახდა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში კი ლარით და რეგიონალური ვალუტებით ვაჭრობა დღის განმავლობაში მცირედი ცვლილებებით გამოირჩეოდა. ქართული ლარის კურსი Bloomberg-ზე კი დილიდან...

ფიზიკის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატები გამოვლინდნენ

ფიზიკის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატები გამოვლინდნენ
access_time2022-10-04 15:36:57
ნობელის კომიტეტმა 4 ოქტომბერს გამოაცხადა 2022 წლის ლაურეატები ფიზიკის დარგში. ისინი არიან ფრანგი ალენ ასპე, ამერიკელი ჯონ კლაუერი და ავსტრიელი ანტონ ცაილინგერი. მათ ნობელის პრემია მიენიჭათ ჩახლართული ფოტონების სფეროში ექსპერიმენტებისთვის, ბელის უტოლობის დარღვევის კვლევისთვის და ნაშრომებისთვის კვანტურ ინფორმატიკაში.   მეცნიერებმა ნოვატორული ექსპერიმენტების ჩატარება შეძლეს ჩახლართული კვანტური მდგომარეობებით, როცა ორი ნაწილაკი იქცევა როგორც ერთი მთელი, მაშინაც კი, როცა...

ბოლო წლებში სარეკლამო შემოსავლის ყველაზე დიდი კლება მანამდე ლიდერ „რუსთავი 2-ს“ ჰქონდა - ანგარიში

ბოლო წლებში სარეკლამო შემოსავლის ყველაზე დიდი კლება მანამდე ლიდერ „რუსთავი 2-ს“ ჰქონდა - ანგარიში
access_time2022-10-04 15:00:18
2021 წელს, 2020 წელთან შედარებით, სატელევიზიო სარეკლამო ბაზარი 7.8 მლნ ლარით გაიზარდა (10.4%) და 83.1 მლნ ლარი შეადგინა. ამის შესახებ, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო ახალ ანგარიშს აქვეყნებს. 2021 წლის სატელევიზიო სარეკლამო ბაზრის ანგარიშის მიხედვით, 2021 წელს ყველაზე მეტი რეკლამა, ტრადიციულად „იმედის“ ჰოლდინგმა მიიღო. მისმა შემოსავალმა 2021 წელს 31.1 მლნ ლარი (სარეკლამო ბაზრის 37.4%) შეადგინა. მეორე ადგილზე ტელეკომპანია „რუსთავი 2“ „მთავარმა არხმა“ ჩაანაცვლა...

დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ ტელეკომპანია POS TV -ის წილების 52% შეიძინა

დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ ტელეკომპანია POS TV -ის წილების 52% შეიძინა
access_time2022-10-04 14:45:32
დეპუტატმა და ხალხის ძალის“ წევრმა ვიქტორ ჯაფარიძემ ტელეკომპანია POS TV -ის წილების 52% შეიძინა. სიახლის შესახებ დღეს უ,რავლესობიდან წასული დეპუტატებიდან ერთ-ერთმა, სოზარ სუბარმა მოძრაობის ახალი წევრების წარდგენაზე ისაუბრა. გარიგების საფასური 520 000 ლარია. ახლა პოსტვ“-ის მეწილეების სია ასე გამოიყურება: ვიქტორ ჯაფარიძე - 52%;შალვა რამიშვილი -24%;თემურ ჭარელაშვილი - 24%.

2023 წლიდან საჯარო სექტორში საბაზო თანამდებობრივი სარგო იზრდება

 2023 წლიდან საჯარო სექტორში საბაზო თანამდებობრივი სარგო იზრდება
access_time2022-10-04 16:00:54
მთავრობა საჯარო სექტორის ხელფასის არასახელმწიფო სექტორის ხელფასებთან დაახლოებას ცდილობს. ამიტომ 2023 წლიდან საბაზო თანამდებობრივი სარგო იზრდება. „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებები საკანონმდებლო ორგანოში უკვე ინიცირებულია. ხელისუფლებაში მიაჩნიათ, რომ სახელმწიფო სექტორში საშუალო ხელფასი არასდროს არ უნდა უსწრებდეს არასახელმწიფო სექტორში საშუალო ხელფასს, თუმცა მათ შორის დიდი განსხვავებაც...


მსგავსი სიახლეები

up