საქართველოს ბანკში სატენდერო და ხელშეკრულების შესრულების გარანტიების მიღება, გირაოს გარეშე, 1 დღეშია შესაძლებელი

საქართველოს ბანკში სატენდერო და ხელშეკრულების შესრულების გარანტიების მიღება, გირაოს გარეშე, 1 დღეშია შესაძლებელი

access_time2021-08-10 13:55:24

საქართველოს ბანკმა ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, სატენდერო და  ხელშეკრულების შესრულების გარანტიის გაცემა მინიმალური  ინფორმაციის  მოთხოვნის საფუძველზე, გირაოს გარეშე, 1 დღეში გახადა შესაძლებელი. ამასთან, სატენდერო გარანტიის შემთხვევაში მსურველები მომსახურების დისტანციურად მიღების უპირატესობითაც ისარგებლებენ.


„ბაზრის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნულ პროდუქტებთან დაკავშირებით ფინანსური ინსტიტუტებს ჰქონდათ არაერთგვაროვანი მიდგომები, განსხვავებული პროცესებით, მოთხოვნებით და პირობებით. სწორედ ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება რომ არსებული პროდუქტები ისე გარდაგვექმნა, რომ კომპანიებისთვის ყველაზე ხელსაყრელი პირობები შეგვეთავაზებინა“, - აცხადებენ საქართველოს ბანკში.


გირაოს გარეშე სატენდერო და ხელშეკრელების შესრულების გარანტიის მიღება  1 მლნ-მდე ლარის კონტრაქტებზეა შესაძლებელი. ხელშეკრულების შესრულების გარანტიის ლიმიტი კი 50 000 ლარს (ეკვ. სხვა ვალუტებში) შეადგენს.


გამარტივებული პირობებით  სატენდერო გარანტიის მისაღებად, კომპანია მინიმუმ 3 თვის დაფუძნებული უნდა იყოს და არ უნდა ჰქონდეს აკრძალული ტენდერებში მონაწილეობა.



გარანტიების მოთხოვნა ამჟამად  მომხმარებელს შეუძლია დააფიქსიროს:


  1. ვებგვერდზე მოთხოვნის ფორმის შევსებით;
  2. ინტერნეტ ბანკში მოთხოვნის დაფიქსირებით;
  3. ქოლ ცენტრში ან ბანკის თანამშრომელთან დარეკვით;
  4. ფილიალში ვიზიტით.


მოთხოვნის დაფიქსირების შემდეგ, კომპანიის წარმომადგენელს თავად ბანკირი დაუკავშირდება და შეეცდება უმოკლეს ვადაში გაუწიოს მას მომსახურება და მიაწოდოს საგარანტიო წერილი.


აღნიშნული პროდუქტების მომხმარებლებისთვის, პროდუქტის სპეციფიკიდან გამომდინარე დიდი მნიშვნელობა აქვს მომსახურების დროულად მიღებას. ახალი მიდგომებით კი მკვეთრად შემცირდა განაცხადის დამუშავების და გარანტიის გაცემის დრო, რადგან გარანტიის მისაღებად საჭიროა კლიენტმა დააკმაყოფილოს მინიმალური მოთხოვნები. ამის შემდეგ კი პროდუქტის მიღება  გირაოს გარეშე, ბაზარზე არსებული საუკეთესო ტარიფებით არის შესაძლებელი.


სატენდერო გარანტიის ღირებულება მოიცავს მხოლოდ გაცემის ერთჯერად საკომისიოს, ხოლო ხელშეკრულების შესრულების გარანტიის ტარიფი განისაზღვრება  პროდუქტის მოცულობის მიხედვით. 


„იმისათვის, რომ ჩვენმა ბიზნეს მომხმარებელმა კიდევ უფრო მარტივად შეძლოს საკუთარი საქმიანობის წარმართვა, მათ სიახლე შევთავაზეთ. ის კომპანიები, რომლებიც ტენდერში მონაწილეობის მიღებით არიან დაინტერესებული, საქართველოს ბანკის სატენდერო და სახელშეკრულებო გარანტიას გირაოს გარეშე, კიდევ უფრო გამარტივებული პირობებით, 1 დღეში მიიღებენ. გვჯერა, რომ ეს სიახლე არაერთ ბიზნესის წარმომადგენელს გაუმარტივებს წვდომას საჭირო რესურსებზე და ამავდროულად, ხელს შეუწყობს საკუთარი საქმიანობის განვითარებაში“, - აცხადებს საქართველოს ბანკის საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორი მერაბ ახვლედიანი.


სატენდერო და სახელშეკრულებო შესრულების გარანტიების პირობებზე ინფორმაცია ვრცლად ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://bit.ly/2UVE7Zr

(R)




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up