„საქართველოს ბანკმა" „აზოტი" ფიქტიური აუქციონის გზით გაასხვისა"

„საქართველოს ბანკმა" „აზოტი" ფიქტიური აუქციონის გზით გაასხვისა"

access_time2017-02-16 18:30:00

"ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია" (აფბა) რუსთავის აზოტის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. "აფბას" ანალიტიკოსი ანდრეა გვიდიანი აცხადებს, რომ კრიზისიდან გამოსავალი არსებობს. მან საზოგადოებას კრიზისიდან გამოსავლის მისეული გეგმა წარუდგინა.

 

როგორც "აფბაში" აცხადებენ, "რუსთავის აზოტიდან" მასობრივი დათხოვნის გამო განვითარებულმა საპროტესტო ტალღამ გარდა სოციალური საკითხისა, რომელიც დათხოვნილ 350-მდე მუშა-მოსამსახურის ბედთან ერთად, ქალაქ რუსთავის და მთლიანად ქვემო ქართლის რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებასაც იწვევს, ზედაპირზე რამდენიმე სხვა მნიშვნელოვანი თემაც წამოსწია. საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა ქიმიურ კომბინატში შექმნილ ვითარებასთან ქვეყნის უმსხვილესი ბანკის „საქართველოს ბანკის" მიმართება. ასევე გამოიკვეთა, რომ „საქართველოს ბანკის" მოქმედებების გამო „აზოტში" განვითარებულმა მოვლენებმა, შესაძლოა, სერიოზული ზიანი მიაყენოს საქართველოს იმიჯს და რეპუტაციას საერთაშორისო ბიზნეს-წრეებში.

 

ანდრეა გვიდიანის ინიციატივა, რომელიც „საქართველოს ბანკისთვის" „აზოტის" კრიზისიდან გამოსავალს ეხება, ასეთია:

 

1) გათავისუფლებული მუშების უპირობო აღდგენა სამსახურში. - პროტესტის დაცხრობისა და, შესაბამისად, პროცესების დასტაბილურების მიზნით, პირველ რიგში, აუცილებელია თითოეული გათავისუფლებული მუშის სამსახურში აღდგენა, რათა კომპანიის, კრედიტორების, თუ სხვა კომერციული ორგანიზაციების ინტერესებს დასაქმებულთა უფლებები არ შეეწიროს და მათთვის უზრუნველყოფილი იყოს მინიმალური საარსებო პირობები.

 

2) გაუქმდეს ჩატარებული ფიქტიური აუქციონის შედეგები. - როგორც ცნობილია, „რუსთავის აზოტის" ქარხნის აუქციონი მთელი რიგი დარღვევების ფონზე გაიმართა. კერძოდ, „საქართველოს ბანკის" ჯგუფმა აუქციონში კომპანია „ეუ ინვესტმეტსს" გაამარჯვებინა, რომელიც მხოლოდ 2 კვირის დაფუძნებული იყო და, რომელსაც, სააქციო კაპიტალი მხოლოდ 100 ლარი ჰქონდა. სწორედ აღნიშნულ კომპანიაზე გასცა ბანკმა „აზოტის" შესასყიდად 235 მილიონიანი კრედიტი, რაც აორმაგებს ეჭვს იმის შესახებ, რომ აუქციონი ფიქტიური იყო. გარდა ამისა, „საქართველოს ბანკმა" „რუსთავის აზოტის" აუქციონის გამოცხადების შესახებ ინფორმაცია „ევროპის განვითარების და რეკონსტრუქციის ბანკს" მხოლოდ 2 დღით ადრე, ისიც ქართულ ენაზე, შეატყობინა. ამით დაირღვა სხვა კრედიტორების უპირატესი გამოსყიდვის უფლება. შესაბამისად, ასეთი დარღვევებით ჩატარებული აუქციონის შედეგების გაუქმება გარდაუვალ აუცილებლობას წარმოადგენს. ამასთან, ირკვევა, რომ აუქციონი ჩაატარა ფიქტიური მყიდველის ბიზნეს-პარტნიორის მიერ დაფუძნებულმა კომპანიამ, რაც უფრო საეჭვოს ხდის აუქციონის გამჭვირვალობასა და ამტკიცებს მოსაზრებას წინასწარგანზრახული სქემის არსებობის თაობაზე.

 

3) დაინიშნოს ახალი აუქციონის თარიღი. - რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ახლად დანიშნულ აუქციონზე მოწვეული იყოს ყველა დაინტერესებული მხარე. პირველ რიგში, ინფორმაცია უნდა მიეწოდოს „ევროპის განვითარების და რეკონსტრუქციის ბანკს" - და ყველა სხვა კრედიტორებს. ასევე, აუქციონის ორგანიზება უნდა უზრუნველყოს გამოცდილმა კომპანიამ, რომლის ძირითად საქმიანობას, სწორედ ასეთი მასშტაბური აუქციონების გამართვა წარმოადგენს. გარდა ამისა, ცხადია, სწორად გამართული და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი აუქციონის გამართვა უზრუნველყოფს საქართველოს, როგორც სტაბილური იმიჯის მქონე ქვეყნის სტატუსის შენარჩუნებას.

 

4) საქართველოს მთავრობამ განაახლოს მოლაპარაკებები EBRD-თან „რუსთავის აზოტისთვის" 155 მილიონიანი კრედიტის გამოყოფის თაობაზე. - როგორც ვიცით, გასული წლის ივლისის თვეში „რუსთავის აზოტსა" და EBRD-ს შორის გაფორმდა 155 მილიონი დოლარის მოცულობის სასესხო ხელშეკრულება. თუმცა, 3 კვირის შემდეგ „ევროპის განვითარების და რეკონსტრუქციის ბანკმა" უარი თქვა აღნიშნული კრედიტის გაცემაზე. შესაბამისად, უმნიშვნელოვანესია, მყისიერად გაგრძელდეს მოლაპარაკებები EBRD-თან 155 მილიონი დოლარის სესხის განახლებაზე. 155 მილიონი დოლარის მოცულობის სესხს „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი" ქართულ ბიზნეს-სუბიექტებს ყოველდღე არ უმტკიცებს. ამდენად, ამ მიღწეული შესაძლობლობის ხელიდან გაშვება დანაშაულადაც კი შეიძლება შეფასდეს.

 

ამასთან, მივმართავთ საქართველოს მთავრობას, მუშა-მოსამსახურეების მუდმივი კონტრაქტით და კანონის სრული დაცვით „აზოტში" აღდგენასთან დაკავშირებით, პროცესში აქტიურად ჩაერთოს შრომის ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტრო.

 

მთლიანად მთავრობა და განსაკუთრებით ეკონომიკის სამინისტრო აქტიურად ჩაერთოს EBRD-თან სასესხო ხელშეკრულების განახლების უზრუნველყოფის მიზნით.

 

 

 



„აპირებთ თუ არა გადახედოთ 520-ე დადგენილებას, რომელმაც ჯანდაცვის სისტემის ფინანსურ მდგრადობას უზარმაზარი ზარალი მიაყენა“- ჭაბერაშვილი გახარიას

„აპირებთ თუ არა გადახედოთ 520-ე დადგენილებას, რომელმაც  ჯანდაცვის სისტემის ფინანსურ მდგრადობას უზარმაზარი ზარალი მიაყენა“-  ჭაბერაშვილი გახარიას
access_time2020-05-27 15:50:33
„აპირებთ თუ არა გადახედოთ 520-ე დადგენილებას, რომელმაც პანდემიამდე უზარმაზარი ზარალი მიაყენა არ ჯანდაცვის სისტემის ფინანსურ მდგრადობას“, - ამ კითხვით მიმართა პარლამენტში ანგარიშის წარსადგენად მისულ საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას „ევროპული საქართველოს“ წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა. ოპოზიციონერმა დაპუტატმა თავის გამოსვლაში ყურადღება ჰოსპიტალურ სექტორში შექმნილ პრობლემებზე გაამახვილა. „ბ.ნ გიორგი, თქვენ თქვენი დროის უდიდესი ნაწილი დაუთმეთ იმაზე საუბარს რა...

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია მიესალმება ეკონომიკის გახსნის ტემპების დაჩქარებას

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია მიესალმება ეკონომიკის გახსნის ტემპების დაჩქარებას
access_time2020-05-27 15:00:56
„საქართველოს ბიზნეს ასოციაცია“ ეკონომიკის გახსნასტან დაკავშრიებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს,რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: `ასოციაცია მიესალმება ეკონომიკის გახსნის მორიგ ეტაპს, რომლის მიზანია, აღდგეს ეკონომიკური აქტივობა და ბიზნესი დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულ რიტმს. საბედნიეროდ, საქართველოში გვაქვს ვითარება, როდესაც სამედიცინო პერსონალისა და ეპიდემიოლოგების ძალისხმევით, საქართველოს მთავრობის აქტიური მუშაობის, ბიზნეს სექტორისა და მოქალაქეების...

რატომ ვერ მოხერხდა, რომ დღეს თქვენ ამ მოხსენების ფონზე გქონოდათ წარმოდგენილი ბიუჯეტი - კაკულიას კითხვები პრემიერს

რატომ ვერ მოხერხდა, რომ დღეს თქვენ ამ მოხსენების ფონზე გქონოდათ წარმოდგენილი ბიუჯეტი - კაკულიას კითხვები პრემიერს
access_time2020-05-27 15:00:24
„რატომ ვერ მოხერხდა, რომ დღეს თქვენ ამ მოხსენების ფონზე გქონოდათ წარმოდგენილი ბიუჯეტი“, - ამ კითხვით მიმართა პარლამენტში ანგარიშის წარსადგენად მისულ საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ. ამასთან მმართველი გუნდის წევრმა საქართველოს პრემიერს ჰკითხა როგორ დაიხარჯება StopCov ფონდში ჩარიცხული თანხა. „რატომ ვერ მოხერხდა რომ დღეს თქვენ ამ მოხსენების ფონზე გქონოდათ წარმოდგენილი ბიუჯეტი...

ვაკის საცურაო აუზი 6 ივლისს გაიხსნება

ვაკის საცურაო აუზი  6 ივლისს გაიხსნება
access_time2020-05-27 15:30:39
„ვაკის საცურაო აუზი” და მასში შემავალი სხვა სერვისები  6 ივლისიდან იხსნება“-ამის შესახებ „კომერსანტს“  საცურაო აუზის ადმინისტრაციაში განუხადეს.„მოგეხსენებათ,საერთო მსოფლიო პანდემიამ უდიდესი გავლენა მოახდინა გლობალურ ეკონომიკაზე, გამონაკლისი არც ჩვენი ქვეყანაა. დაწესებულმა შეზღუდვებმა კი ყველა კომპანია თავისი გავლენის ქვეშ მოაქცია, თუმცა უსაფრთხოების ნორმების დაცვით, ბიზნესი ჩვეულ სამუშაო პროცესს უბრუნდება. შეიცვალა,  “ვაკის საცურაო...

ბინის შეძენის მსურველებს დღეიდან მთავრობა იპოთეკურ სესხებს დაუსუბსიდირებს

ბინის შეძენის მსურველებს დღეიდან მთავრობა  იპოთეკურ სესხებს დაუსუბსიდირებს
access_time2020-05-27 13:45:31
„მთავრობა დღეიდან და მოახდენს იპოთეკური სესხის სუბსიდირებას ყველი იმ ადამიანისთვის რომელიც გადაწყვეტს წლის ბოლომდე იპოთეკური სესხის აღებას და მისი სახცოვრებელი პირობების გაუმჯობესებას“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, სამშენებლო სექტორზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, სამშენებლო სექტორს ახალმა კორონავირუსმა მშნივნელოვანი დარტყმა მიაყენა. „სერიოზული ზარალს კიდევ ერთი სექტორი მიიღებს, ეს არის დეველპმენტი და...


მსგავსი სიახლეები

up