საქართველოს ბანკმა თანამშრომელთა შვილებისთვის ონლაინ ბაღი შექმნა

საქართველოს ბანკმა თანამშრომელთა შვილებისთვის ონლაინ ბაღი შექმნა

access_time2020-06-30 16:30:04

პანდემიის გავრცელების თავიდან აცილების  მიზნით საქართველოს ბანკის თანამშრომელთა ნაწილი დისტანციურად, სახლიდან მუშაობს. საქართველოს ბანკმა გადაწყვიტა თანამშრომლებს, რომლებსაც სახლში ბავშვები ჰყავთ, კომფორტული გარემო შეუქმნას და ხელი შეუწყოთ მათ მუშაობის პროცესში, რისთვისაც ბანკმა შიდა საკომუნიკაციო პლატფორმა Workplace-ზე თანამშრომელთა შვილებისთვის ონლაინ ბაღი შექმნა.  (Workplace-ი Facebook–ის მიერ შექნილი ბიზნეს საკომუნიკაციო პლატფორმაა, რომელიც საქართველოს ბანკმა თანამშრომლებისთვის  2019 წელს შეიძინა. Workplace-ის დანერგვის მიზანი საქართველოს ბანკის თანამშრომლებისთვის თანამედროვე საკომუნიკაციო არხის შეთავაზება და  მათთვის ისეთი გარემოს შექმნაა სადაც ოპერატიულად, თანამედროვე ინსტრუმენტებით ხდება ორგანიზაციის შიგნით ინფორმაციის გაცვლა, უკუკავშირის მიღება და ჩართულობა. საქართველოს ბანკი ერთ-ერთი პირველი ქართული კომპანიაა, რომელმაც პლატფორმა - გამჭვირვალობის, ღიაობის, ნაკლები ბიუროკრატისა და მეტი ეფექტურობის მიზნით  დანერგა).


აღნიშნულ პროექტზე  საქართველოს ბანკი საკმაოდ გამოცდილ და კვალიფიციურ, ისეთ გუნდთან ერთად მუშაობს, როგორც ბაღი „ფელიქსია“. ბაღი ბავშვებს შესთავაზებს საგანმანათლებლო, გასართობ და გამაჯანსაღებელ აქტივობებს ონლაინ რეჟიმში, ყოველ სამუშაო დღეს. ბაღი 1 ივლისს დაიწყება. 


ეს არისფელიქსისდასაქართველოს ბანკისერთობლივი და ძალიან საინტერესო პროექტი, რომელიც ბანკის თანამშრომლების სკოლამდელი აღზრდის ბავშვებისთვის არის გათვლილი. ეს იქნება შიდა საგანმანათლებლო პორტალი, სადაცფელიქსისპედაგოგების ჩართულობით ბავშვებს სხვადასხვა ონლაინ პროგრამებში მონაწილეობის საშუალება ექნებათ. ონლაინ ჩართვები მოიცავს როგორც ფიზიკურ, ასევე სახალისო-საგანმანათლებლო აქტივობებს. 3-დან 6 წლამდე ბავშვები ყოველ დღე, დღეში 1.5  საათით ზუმში ჩაერთვებიან. ცხრილს და ზუმის  ბმულებს მშობლები წინასწარ მიიღებენ, სპეციალურად ამ ონლაინ ჩართვებისთვის შექმნილ ჯგუფში. ეს პროექტი ბავშვებს საშუალებას მისცემს საინტერესოდ გაატარონ დრო, ხოლო მშობლებს მუშაობისთვის მეტი დრო გამოუთავისუფლდეთ“, - აცხადებენ  „ფელიქსში“.



ძალიან სასიამოვნოა, როცა დამსაქმებელი ზრუნავს დასაქმებულისთვის კომფორტული პირობების შექმნაზე. პანდემიის თავიდან აცილების პრევენციის მიზნით  უკვე რამდენიმე თვეა დისტანციურად, სახლიდან ვმუშაობ. რაც ერთის მხრივ მაძლევს შესაძლებლობას, ოჯახის წევრებთან მეტი დრო გავატარო, თუმცა მეორეს მხრივ, სახლის პირობებში, მცირეწლოვან შვილთან ერთად, რომელიც კიდევ უფრო დიდ ყურადღებას მოითხოვს, რთულია სამსახურზე სრულად კონცენტრირებამოხარული ვარ, რომ ბანკმა ეს საკითხი წინ წამოწიაშექმნილ მდგომარეობაში, როცა მშობლებისთვის არ არის მარტივი პარალელურ რეჟიმში გავართოთ ბავშვები და დავაკავოთ საინტერესო საქმიანობით, ყოველ სამუშაო დღეს ონლაინ ბაღი მნიშვნელოვნად დაგვეხმარება. ჩემთვის, როგორც მშობლისთვის, განსაკუთრებით საინტერესოა ის პროგრამა, რასაცფელიქსისაქართველოს ბანკის თანამშრომლებს გვთავაზობს, რადგან  დატვირთულია ისეთი აქტივობებით, რომლებიც ბავშვის გართობას და განვითარებას ერთდროულად უწყობს ხელს“, -  განაცხადა ნინო ქუტიძემ, საქართველოს ბანკის თანამშრომელმა.


(R)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up