საქართველოს ბანკმა  მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით უნიკალური ბიზნეს სივრცე შექმნა

საქართველოს ბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით უნიკალური ბიზნეს სივრცე შექმნა

access_time2020-02-14 17:34:54

საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობას აგრძელებს. ამ მიზნით ბანკმა ბიზნესისთვის უნიკალური სივრცე - 4B შექმნა. ეს არის ადგილი, სადაც ბანკის კლიენტ ბიზნესებს ექნებათ შესაძლებლობა დაესწრონ სხვადასხვა ღონისძიებას, დაგეგმონ სამუშაო შეხვედრა, გაეცნონ მათთვის საინტერესო ადამიანებს, მიიღონ მათთვის საჭირო რჩევები და სასარგებლო ინფორმაცია. საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის კლიენტებს ახალ ბიზნეს სივრცეში პერსონალური ბანკირი მოემსახურება. ასევე, მათ ექნებათ შესაძლებლობა, დაჯავშნონ და ისარგებლონ სამუშაო სივრცეებით და გაეცნონ პარტნიორი კომპანიების მიერ მათთვის შექმნილ სპეციალურ შეთავაზებებს.



საგანმანათლებლო მიზნით, 4B-ის სტატუსის მქონე კლიენტებს ახალ სივრცეში უახლესი ბიზნესგამოცემებისა და ბიზნესლიტერატურის გაცნობის შესაძლებლობა ექნებათ.



4B ეს არის შესაძლებლობა ბიზნესებისთვის დაამყარონ ახალი კავშირები, იპოვონ ახალი მომხმარებლები, მომწოდებლები ან, თუნდაც, ახალი ბაზრები.




„საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდამჭერია. ჩვენ მნიშვნელოვან ადგილს ვიკავებთ მომხმარებლების ცხოვრებაში და აქტიურად ვმონაწილეობთ მათი ბიზნესის განვითარების ყოველდღიურ პროცესში. 4B-ს მეშვეობით კარს ვხსნით და ერთ სივრცეში სამუშაოდ ვიწვევთ ბანკს, მსხვილ მომხმარებლებსა და დაინტერესებულ ორგანიზაციებს, რათა ერთად ვიზრუნოთ თითოეული ბიზნესის ზრდასა და წახალისებაზე. 4B-ში, ერთი მხრივ, თავი მოვუყარეთ ჩვენს ყველაზე გამოცდილ ბანკირებს, მეორე მხრივ კი, შევქმენით ბიზნესსივრცე, სადაც მოვაწყობთ ღონისძიებებს, გვექნება სამუშაო შეხვედრები, სადაც მომხმარებლები გაიცნობენ სხვადასხვა სექტორის მოთამაშეებსა და პროფესიონალებს, რომლებიც ბიზნესამოცანებს წარმატებით ასრულებენ. შესაძლებლობები უსაზღვროა და 4B სწორედ ამ უსაზღვრო შესაძლებლობებს ერთ სივრცეში მოუყრის თავს, რაც დაეხმარება ბიზნესებს შემდგომ განვითარებაში“,-განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.



R







Financial Times: რუსული ფული ბრიტანულ პოლიტიკაში

Financial Times: რუსული ფული ბრიტანულ პოლიტიკაში
access_time2020-09-23 21:00:36
ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის ერთ-ერთი უმსხვილესი დონორის მეუღლე  კრემლთან დაკავშირებული რუსი ბიზნესმენისგან დაფინანსებას იღებდა. ეს დონორი - რუსული წარმოშობის ბრიტანეთის მოქალაქე ლუბოვ ჩერნუხინაა, რომლის გვარიც საეჭვოდ ემთხვევა ახლო წარსულში რუსეთის ფინანსთა მინისტრის მოადგილის გვარს.   არსებული ინფორმაციის თანახმად, ეს რუსი მილიარდერია პუტინის კარის ოლიგარქი სულეიმან კერიმოვი, რომელიც ამერიკული სანქციების ქვეშაა.   პირველმა ეჭვები...

კრიპტოვალუტის მაინინგის გამო აფხაზეთი ენერგოკოლაფსის ზღვარზეა

კრიპტოვალუტის მაინინგის გამო აფხაზეთი ენერგოკოლაფსის ზღვარზეა
access_time2020-09-23 20:00:02
ამ დღეებში აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობამ კრიპტოვალუტის მოპოვების რეგულირების თაობაზე კანონი მიიღო.   პარალელურად კი არ აღიარებული რესპუბლიკის სახელმწიფო ენერგეტიკული კომპანია „ჩერნომორენერგო“-ს დირექტორმა მიხაილ ლოგუამ განაცხადა, რომ უახლოეს პერიოდში სავარაუდოდ ენერგიის პერიოდული გათიშვები დაიწყება.   „ისეთი დატვირთვა ენერგოსისტემაზე, როგორიც დღეს არის არასდროს ყოფილა, მაშინაც კი, როდესაც ტურისტული სეზონი ძალიან აქტიური იყო. დღეს მოხმარება...

დავა სასამართლოში მიმდინარეობს, თუ მათი ბრალდებები სიმართლეს შეესაბამება გამართლდებიან, - ილია წულაია

დავა სასამართლოში მიმდინარეობს, თუ მათი ბრალდებები სიმართლეს შეესაბამება გამართლდებიან, - ილია წულაია
access_time2020-09-23 19:00:54
„დავა სასამართლოში მიმდინარეობს, თუ მათი ბრალდებები სიმართლეს შეესაბამება გამართლდებიან“, - ასე ეხმაურება „არქი ჯგუფის“ დამფუძნებელი ილია წულაია კომერსანტის სტატიას, სადაც თამარაშვილის ქუჩაზე მცხოვრები მოსახლეობის პროტესტზეა საუბარი. მმართველი გუნდის დეპუტატი აცხადებს, რომ ძველი იპოდრომის ტერიტორიაზე დეველოპერული კომპანია მშენებლობას დარღვევების გარეშე, კანონის სრული დაცვით ახორციელებს.   „მესმის რომ მეზობლებს არ სიამოვნებთ მშენებლობა, ერჩიათ როდესაც ​გადმოიხედავდნენ...

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-09-23 21:30:55
დღის TOP 10 საინტერესო ამბავი:  1.უბანი წყალზე - როგორ აშენებს „არქი“ პრემიუმ კლასის პროექტს „კომერსანტს“ თამარაშვილის ქუჩაზე მცხოვრები მოსახლეობა დაუკავშირდა, ისინი წლებია ძველ იპოდრომთან მაღალსართულიანი კორპუსების მშენებლობას აპროტესტებენ, თუმცა უშედეგოდ. ,,არქის  წინააღმდეგ დავა წლებია სასმართლოშიც მიმდინარეობს,   მაგრამ პრობლემის...

აშშ-ის სამი ყოფილი ელჩი საქართველოში დემოკრატიის და ბიზნესგარემოს გაუარესებაზე ერთობლივ სტატიას აქვეყნებს

აშშ-ის სამი ყოფილი ელჩი საქართველოში დემოკრატიის და ბიზნესგარემოს გაუარესებაზე ერთობლივ სტატიას აქვეყნებს
access_time2020-09-23 18:13:22
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების სამი ყოფილი ელჩი, ჯონ ტეფტი, უილიამ კორტნი და კენეტ იალოვიცი საქართველოში დემოკრატიისა და ბიზნესგარემოს უკუსვლის შესახებ გამოცემა The National Interesrt-ში ერთობლივ სტატიას აქვეყნებენ.   დიპლომატები აღნიშნავენ, რომ პოლარიზებული პოლიტიკური ვითარება, საარჩევნო პროცესში არსებული დარღვევები და საერთაშორისო ინვესტორთა შევიწროების...


მსგავსი სიახლეები

up