საქართველოს ბანკმა “ინვესტორთა დღე 2020” ვირტუალურად გამართა

საქართველოს ბანკმა “ინვესტორთა დღე 2020” ვირტუალურად გამართა

access_time2020-11-18 11:25:59

საქართველოს ბანკმა არსებული და პოტენციური ინვესტორებისა და ანალიტიკოსებისთვის - “ინვესტორთა დღე 2020” ონლაინ რეჟიმში გამართა. პრეზენტაციის ფარგლებში მენეჯმენტის წევრებმა ბანკის სტრატეგიულ მიზნებსა და პრიორიტეტებზე ისაუბრეს.

შეხვედრაზე ინვესტორებმა მიიღეს ინფორმაცია ქვეყნის მაკროეკონომიკურ მდგომარეობაზე, პანდემიის პერიოდში საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებულ მნიშვნელოვან ინიციატივებზე, სტრატეგიულ გადაწყვეტილებებსა და ციფრული ტექნოლოგიების განვითარების მიზნით გადადგმულ ნაბიჯებზე. შეხვედრაზე ისაუბრეს საცალო, კორპორაციულ და საინვესტიციო მიმართულებებში მიღწეულ შედეგებსა და სამომავლო გეგმებზე. საუბარი ასევე შეეხო საბანკო სექტორში მიმდინარე ცვლილებებს.

საქართველოს ბანკი ქვეყნის განვითარებაზე ორიენტირებული, მოწინავე ბანკია, განსაკუთრებით, გადახდებისა და ციფრული პლატფორმების მიმართულებით. ბანკი მნიშვნელოვნად ავითარებს ციფრულ ტექნოლოგიებსა და მონაცემთა ანალიზის შესაძლებლობებს, რათა მომხმარებლებს მათ საჭიროებებსა და ინტერესებზე მორგებული სერვისი თუ პროდუქტი შესთავაზოს, გახადოს მეტად პერსონიფიცირებული.

„საქართველოს ბანკს ინვესტორებთან ურთიერთობის, ინვესტიციების მოზიდვის და მათი ქართულ ეკონომიკაში დაბანდების მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. უცხოელი ინვესტორების მხრიდან მაღალია ინტერესი ზოგადად საქართველოს ეკონომიკისა და განსაკუთრებით, იმ კომპანიების მიმართ, რომელთა აქციები და ობლიგაციები განთავსებულია საერთაშორისო საფონდო ბირჟაზე. ჩვენი არსებული თუ მომავალი ინვესტორებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო კომპანიის მენეჯმენტის წარმომადგენლებისგან მიეღოთ ინფორმაცია საქართველოს ეკონომიკური პერსპექტივებისა და ბანკის სამომავლო ხედვისა და გეგმების შესახებ. მოხარულები ვართ, რომ ასეთი მნიშვნელოვანი ღონისძიება შედგა. მსგავსი შეხვედრები იძლევა კარგ შესაძლებლობას საქართველოში მოქმედი კომპანიების, ზოგადად ქვეყნისა და მისი ფინანსური გარემოს შესახებ სწორი და საფუძვლიანი წარმოდგენის შესაქმნელად, -განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.


„ინვესტორთა დღე 2020“-ს ესწრებოდა 200-მდე მოწვეული ინვესტორი და ანალიტიკოსი.


R





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up