500 Georgia-ში ჩართული სტარტაპების ტოპ 5-ეული დასახელდა

500 Georgia-ში ჩართული სტარტაპების ტოპ 5-ეული დასახელდა

access_time2020-09-17 11:24:30

საქართველოს ბანკისა და ინოვაციებისა და ტექნოლოგიებისსააგენტოს პარტნიორობით, მსოფლიოში წამყვანი ბიზნეს აქსელერატორი 500 Startups-ი აქსელერაციის პროგრამას აქტიურად განარძობს. სწორედ 500 Georgia-ს პროექტის ფარგლებში უკვე გამოვლინდა სტარტაპების ტოპ 5-ეული. ესენი არიან: Nextsale, Cargon, Cardeal, Phubber, და Stack.


„გვიხარია, რომ ჩვენი მხარდაჭერით საქართველოში 500 Startups-ის მასშტაბის მქონე პროექტები ხორციელდება. 500 Georgia-ს მიზანი პროგრამაში ჩართული კომპანიების გლობალურ ბაზარზე მასშტაბირებაა. ეს უნიკალური შესაძლებლობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს წარმატებული კომპანიების შექმნასა და გლობალური ეკოსისტემის განვითარებას, რაც კიდევ უფრო აამაღლებს საქართველოს საინვესტიციო პოტენციალს“,— განაცხადა ანდრო რატიანმა, საქართველოს ბანკის ჯგუფის ინოვაციების ხელმძღვანელმა.


500 Georgia რეგიონის მასშტაბით ხორციელდება და აქსელერატორში ჩართულ სტარტაპებს შესაძლებლობას აძლევს თავიანთი იდეების დახვეწაზე მრავალწლიანი გამოცდილების მქონე წარმატებულ კომპანიის დამფუძნებლებთან ერთად იმუშაონ. პროექტი ქვეყნის სტარტაპ ეკოსისტემისა და საინვესტიციო პოტენციალის განვითარებას ისახავს მიზნად.



„პროექტი სტარტაპერებს გვაძლევს შესაძლებლობას, რომ ვითანამშრომლოთ მსოფლიოს უდიდესი კამპანიების დამფუძნებლებთან . 500 Georgia-ს ფარგლებში მოწვეული მენტორებთან მუშაობა  იყო  ნამდვილად  შთამბეჭდავი და  ჩვენ  ვართ ერთ-ერთი  სტარტაპი,  რომელიც გადავიდა შემდეგ ეტაპზე და  ძალიან მოხარული ვარ  რომ აქ აღმოვჩნდი,  ჩამოვედით  ბაქოდან და  მომეცა  შესაძლებლობა  ვიყო  აქ  და  ვითანამშრომლო მენტორებთან“, - აღნიშნავს Next Sale -ის წარმომადგენელი Taleh Karimli.




კოპანია  stack - ის წარმომადგენლის გიორგი ლალიაშვილის  განმარტებით 500 startup - ში მონაწილეობა უკვე მნიშვნელოვანი და ფასეულია მათი კომპანიისთვის, რაც შეეხება  გამარჯვებას როგორც გიორგი ლალიაშვილი აღნიშნავს,  ეს იქნება  დამატებითი  ბონუსი, რომელიც მის კომპანიას მისცემს შესაძლებლობას წარსდგეს სილიკონის დაბლობზე და შეიძინოს საერთაშორისო  პარტნიორები.


„500 startup  არის ძალიან ცნობილი  დიდი  საერთაშორისო ორგანიზაცია,  რომელიც ათეული წელია   სტარტაპებს  ეხმარება განვითარებაში და თავიანთი  იდეების  რეალობად  ქცევაში და ჩვენთვის  მათი  გამოცდილება და ისეთ  კომპანიებთან ურთიერთობა, როგორებიც  არის ინტერკომი კანვა და  სხვა  დიდი მილიარდ დოლარიანი კომპანიები  ძალიან  დაგვეხმარება, რომ  იგივე  გზა  მარტივად  გავიაროთ“, - აღნიშნავს გიორგი ლალიაშვილი.

 

„ჩვენთვის ეს  იყო  ძალიან მნიშვნელოვანი  გამოცდილება , იმიტომ  რომ ვიღებთ  ძალიან კარგ ცოდნას  საერთაშორისო მენტორებისგან,  რომლებიც  არიან პროგრამაში ჩართულები და  ასევე  500 სტარტაპი  არის  ძალიან რეპუტატორული აქსელერატორი, აქ  გამარჯვება  ნიშნავს, რომ ძალიან ბევრი ინვესტორი დაინტერესდება თანხის ინვესტირებით.


ჩვენ რამდენიმე  დღის  წინ  გამოვაცხადეთ, რომ  ფაბერის  ერთ-ერთი  ინვესტორი  იქნება  whatsapp - ის მთავარი  დეველოპერი,  რომელმაც გადაწყვიტა,  რომ  თანხა  ჩადოს  Phubber- ში,  ეს  იყო  ბოლო სიახლე რაც გვქონდა  და  რა თქმა უნდა  ეს  500  სტარტაპის  დამსახურებაც  არის,  რადგან მეტი კომფორტი  შევუქმნა ინვესტორს, რომ  Phubber - ში  მიეღო მონაწილეობა“, -  Phubber - ის წარმომადგენელის გიორგი ჩუგოშვილი.


ზემოთაღნიშნული ტოპ 5-ეული აქსელერაციის მეორე რაუნდში მონაწილეობა სსაქართველოს ბანკის ინვესტიციით გააგრძელებს. საბოლოოდ, აქსელერაციის ორივე ნაკადიდან შერჩეული ტოპ 10 -დან  2  რჩეული სტარტაპი ინვესტორებს საკუთარ პროექტს უკვე სილიკონ ველიზე წარუდგენს. 


საქართველოს ბანკის მხარდაჭერით და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ინიციატივით, მსოფლიოში წამყვანი გლობალური აქსელერატორი 500 Startups-ი რეგიონის მასშტაბით აქსელერაციის პროგრამა 2020 წლის 7 სექტემბერს დაიწყო და 16 ოქტომბრამდე გაგრძელდება.


(R)



თეგები:
500 Georgia



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up