საქართველოს ბანკმა 500 Georgia-ში ჩართული სტარტაპებიდან საკუთარი ტოპ 5-ეული დაასახელა

საქართველოს ბანკმა 500 Georgia-ში ჩართული სტარტაპებიდან საკუთარი ტოპ 5-ეული დაასახელა

access_time2020-09-10 14:16:24

საქართველოს ბანკისა და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს პარტნიორობით, მსოფლიოში წამყვანი ბიზნეს აქსელერატორი 500 Startups-ი აქსელერაციის პროგრამას აქტიურად განარძობს. სწორედ 500 Georgia-ს პროექტის ფარგლებში საქართველოს ბანკს უკვე ჰყავს პროგრამაში ჩართული სტარტაპების საკუთარი ტოპ 5-ეული. ესენი არიან: Nextsale, Cargon, Cardeal, Phubber, და Stack.

500 Georgia რეგიონის მასშტაბით ხორციელდება და აქსელერატორში ჩართულ სტარტაპებს შესაძლებლობას აძლევს თავიანთი იდეების დახვეწაზე მრავალწლიანი გამოცდილების მქონე წარმატებულ კომპანიის დამფუძნებლებთან ერთად იმუშაონ. პროექტი ქვეყნის სტარტაპ ეკოსისტემისა და საინვესტიციო პოტენციალის განვითარებას ისახავს მიზნად.

ზემოთ აღნიშნული ტოპ 5-ეული აქსელერაციის მეორე რაუნდში მონაწილეობას საქართველოს ბანკის ინვესტიციით გააგრძელებს. საბოლოოდ, აქსელერაციის ორივე ნაკადიდან შერჩეული ტოპ 10 -დან 2 რჩეული სტარტაპი ინვესტორებს საკუთარ პროექტს უკვე სილიკონ ველიზე წარუდგენს.

„საქართველოს ბანკი, როგორც ფინანსური ინსტიტუტი, აგრძელებს ბიზნესების მხარდაჭერას და ამჯერად 1 მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტიციით, მსოფლიოში წამყვან აქსელერაციის პროგრამას უწევს პარტნიოტობას. გვიხარია, რომ ჩვენი მხარდაჭერით საქართველოში 500 Startups-ის მასშტაბის მქონე პროექტები ხორციელდება. 500 Georgia-ს მიზანი პროგრამაში ჩართული კომპანიების გლობალურ ბაზარზე მასშტაბირებაა. ეს უნიკალური შესაძლებლობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს წარმატებული კომპანიების შექმნასა და გლობალური ეკოსისტემის განვითარებას, რაც კიდევ უფრო აამაღლებს საქართველოს საინვესტიციო პოტენციალს.“,- განაცხადა ანდრო რატიანმა, საქართველოს ბანკის ჯგუფის ინოვაციების ხელმძღვანელმა.


500 Georgia-ში ჩართული სტარტაპებიდან საქართველოს ბანკის მიერ შერჩეული ტოპ 5-ეულის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიოთ ბმულს: https://www.facebook.com/watch/?v=656226335276815&extid=fZMOraahcgYYvHcg

ინფორმაციისთვის, 500 Startups-ი მსოფლიოში ერთერთი უმსხვილესი აქსელერატორია. 2010 წლიდან, სილიკონ ველიზე მისი დაარსების დღიდან, 500 Startups-მა 2 400-ზე მეტ კომპანიაში მოახდინა ინვესტირება, დღესდღეობით კი მისი კაპიტალი 600 მილიონ დოლარს აღემატება.


R




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up