საქართველოს ბანკისა და USAID –ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მსუბუქი მრეწველობის განვითარების პროექტი წარმატებით მიმდინარეობს

საქართველოს ბანკისა და USAID –ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მსუბუქი მრეწველობის განვითარების პროექტი წარმატებით მიმდინარეობს

access_time2021-10-13 11:35:00

საქართველოს ბანკი პარტნიორებთან ერთად ბიზნესების მდგრადი განვითარების მხარდაჭერას განაგრძობს. საქართველოს ბანკისა და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მსუბუქი მრეწველობის განვითარების პროექტის ფარგლებში მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები ინდივიდუალურ კონსულტაციებს იღებენ. ბიზნესის სამომავლო განვითარების მიზნით პროგრამა კომპანიებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, დარგის ექსპერტებისგან მიიღონ ისეთ საკითხებზე ინფორმაცია როგორიცაა: ფინანსების მოზიდვა და ფინანსური ანალიტიკა, ექსპორტის დაგეგმვა, ადგილობრივი ბაზრის კვლევა, გაყიდვების ახალი არხების განსაზღვრა და სხვ.



პროგრამა განკუთვნილია იმ ბიზნესებისთვის, რომლებიც საქმიანობენ სამშენებლო მასალების დამზადების; ავეჯის ან სათამაშოების წარმოებისა და დიზაინის მიმართულებით. ან ახორციელებენ მყარი ნარჩენების გადამუშავების; შესაფუთი მასალებისა თუ ინდივიდუალური დაცვის საშუალებების (Personal Protective Equipment – PPE) წარმოებას.



ამ ეტაპზე პროგრამაში ჩართულმა 19-მა კომპანიამ უკვე გაიარა როგორც ექსპორტის, ასევე ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ტრენინგები.



პროგრამის მონაწილე ერთ-ერთი კომპანია „კომფორტი“, რომელმაც სულ ახლახან გაიარა ტრენინგი ექსპორტის შესახებ, უკვე ბიზნესის გაფართოვებას გეგმავს.




„ჩვენ უკვე 14 წელია ვაწარმოებთ უმაღლესი ხარისხის, გამორჩეული შეფუთვის მქონე ქაღალდის ჰიგიენური მოხმარების პროდუქციას (მაგიდისა და სამზარეულოს ხელსახოცს და სხვა ნივთებს). პროგრამა, რომელიც სრულად მორგებულია ჩვენს ინტერესებსა და საჭიროებებზე, გვეხმარება, კომპანია გახდეს უფრო ცნობადი და წარმატებული. გვაძლევს შესაძლებლობას გავაფართოვოთ წარმოება, დავასაქმოთ რაც შეიძლება მეტი ადამიანი და ჩავრთოთ ისინი საწარმო პროცესში. გვაქვს ამბიცია, სრულად ავითვისოთ ადგილობრივი ბაზარი და ამავე დროს, გავიდეთ ექსპორტზე სხვადასხვა ქვეყნებში“,- აცხადებს თეიმურაზ დალაქიშვილი, კომპანიის დირექტორი.



„მოხარული ვართ, რომ ჩვენს პარტნიორთან ერთად გვეძლევა შესაძლებლობა, მხარი დავუჭიროთ მსუბუქი მრეწველობის განვითარებას და ხელი შევუწყოთ კომპანიებს სამომავლო ზრდაში. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში მონაწილე კომპანიებს ეძლევათ შესაძლებლობა, შეიმუშაონ საკუთარ საჭიროებებზე მორგებული ბიზნესის განვითარების გეგმები, როგორც ექსპორტის განვითარების, ფინანსური მართვისა და ინვესტიციების ათვისების, ისე ადგილობრივი გაყიდვების ზრდის მიმართულებით. გვინდა, წარმატება ვუსურვოთ პროექტის ფარგლებში შერჩეულ თითოეულ კომპანიას, ჩვენ კი ვაგრძელებთ ამ და სხვა პროექტებით ბიზნესის მხარდაჭერას“, - განაცხადა ზურაბ მასურაშვილმა, საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა.



„მოხარულები ვართ, რომ პარტნიორობის ფარგლებში, მცირე და საშუალო მეწარმეებს ვთავაზობთ პრაქტიკულ მომსახურებას, საბაზრო კავშირებს, საერთაშორისო სტანდარტებზე წვდომას და მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსების შესაძლებლობებს. ბიზნესების მდგრადი განვითარების მიზანზე მორგებული ეს პროგრამა არის ერთ-ერთი იმ ინიციატივათა შორის, რომლის საშუალებითაც USAID–ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა უზრუნველყოფს ეკონომიკის სექტორებში ჩართულ ბიზნეს კომპანიებისთვის დროულ, პრაქტიკულ დახმარებას, მაღალკვალიფიციური კადრის დასაქმებისა და ეკონომიკური ზრდის ხელშწყობას“ - აღნიშნა მარკ მაკკორდმა, USAID - ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ხელმძღვანელმა.



NS






სამეზობლოში ეკონომიკის ზრდის ტემპით საქართველო ლიდერია

სამეზობლოში ეკონომიკის ზრდის ტემპით საქართველო ლიდერია
access_time2021-10-24 12:00:04
მიმდინარე წელს საქართველო ეკონომიკის ზრდის ტემპით ახალ-ახალ რეკორდებს ამყარებს. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2021 წლის პირველ 6 თვეში საქართველოს ეკონომიკა საშუალოდ 12.7%-ით გაიზარდა. აღსანიშნავია ისიც, რომ პირველ კვარტალში უშუალოდ ჩვენი ეკონომიკა 4.5%-ით შემცირდა, თუმცა უკვე მეორე კვარტალში საკმაოდ მაღალი 29.8%-იანი ზრდა...

სად არის "შავი ოქროს" ყველაზე დიდი მარაგი

სად არის
access_time2021-10-24 18:00:28
საუდის არაბეთი მეორე ქვეყანაა მსოფლიოში ნავთობის დადასტურებული მარაგებიით. მის ტერიტორიაზეა 267,1 მლრდ. ბარელი, რაც მსოფლიო მარაგების 17, 2%- ს შეადგენს.   ამ დროისთვის მსოფლიოში ნავთობის დადასტურებული მარაგი 1,5 ტრლნ.ბარელს შეადგენს.   საუდის არაბეთის ენერგეტიკის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყნის ტერიტორიაზე ნავთობის მოპოვების პოტენციალი 2020 წელს 0, 003%, ანუ, 9 მლნ. ბარელით გაიზარდა. მთელი ამ ნავთობის მხოლოდ ნაწილია დღეს აქტიური მოპოვების...

ავტოსადგურების სერტიფიცირება ამ დრომდე ვერ ხერხდება

ავტოსადგურების სერტიფიცირება ამ დრომდე ვერ ხერხდება
access_time2021-10-24 16:00:46
ქვეყანაში უკანონო ავტოსადგურების არსებობაზე დიდი ხანია საუბრობენ ტრანსპორტისა და ლოგისტიკის ექსპერტები, თუმცა პრობლემა ამ დრომდე...

თბილისისთვის საბაგირო გზების განვითარება გამოწვევად რჩება

თბილისისთვის საბაგირო გზების განვითარება გამოწვევად რჩება
access_time2021-10-23 19:00:43
ბოლო სამი წელის თბილისის მერიამ გააქტიურა მუშაობა დედაქალაქის საბაგირო გზების მიმართულებით, თუმცა თბილისისთვის საბაგირო გზების განვითარება ჯერ კიდევ გამოწვევად რჩება.  2019 წელს დედაქალაქის მერმა კ. კალაძემ დაანონსა - თბილისში სამი მიმართულებით სამგორი-ვაზისუბანი, ახმეტელი-თემქა და სამება-მახათის მთა საბაგირო ხაზების პროექტების განხორციელება. იმ დათქმით, რომ პროექტების განხორციელების პრიორიტეტულობას ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის შედეგის შემდეგ გადაწყვეტდნენ; 2019 წელსვე  „თბილისის...

თბილისის ლოგისტიკური ცენტრის პროექტი დაპირებად დარჩა

თბილისის ლოგისტიკური ცენტრის პროექტი დაპირებად დარჩა
access_time2021-10-24 14:00:26
საქართველო კვლავ ძლიერი და გამართული ლოგისტიკური ცენტრების გარეშეა. არადა, ჯერ კიდევ 2017 წელს ეკონომიკის მინისტრმა გიორგი გახარიამ ტექნოპარკში  კერძო სექტორისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებს გააცნო ჯამურად 152.8 მლნ დოლარის ღირებულების ახალი საინვესტიციო პროექტი, რომელიც მიზნად თბილისსა და ქუთაისში ლოგისტიკური ცენტრების განვითარებას ისახავდა. გეგმით, ორივე ლოგისტიკურ ცენტრში ჯამურად 800-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნებოდა. ამ პროექტის განსახორციელებლად...


მსგავსი სიახლეები

up