საქართველოს ბანკისა და USAID –ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში ტრენინგები კიდევ ერთმა კომპანიამ გაიარა

საქართველოს ბანკისა და USAID –ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში ტრენინგები კიდევ ერთმა კომპანიამ გაიარა

access_time2021-10-27 11:30:25

საქართველოს ბანკი პარტნიორებთან ერთად ბიზნესების მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკისა და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის თანამშრომლობით, რამდენიმე თვეა ბიზნესის მხარდამჭერი პროექტი ხორციელდება.


პროექტი  მსუბუქი მრეწველობის სფეროდან ბიზნესების განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად



ამ ეტაპზე პროგრამაში ჩართულმა 19-მა კომპანიამ დარგის ექსპერტების ჩართულობითინდივიდუალურ კონსულტაციები მიიღო მათთვის ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა: ფინანსების მოზიდვა და ფინანსური ანალიტიკა, ექსპორტის დაგეგმვა, ადგილობრივი ბაზრის კვლევა, ახალი გაყიდვების არხების განსაზღვრა და სხვ.



კომპანია „სკამმა“, რომელიც პროექტშია ჩართული, ტრენინგები ფინანსებზე ხელმისაწვდომობისა და ექსპორტის მიმართულებით გაიარა. მიღებული გამოცდილების შემდეგ კი მისი სამომავლო გეგმები გაყიდვების წერტილების რაოდენობის ზრდას უკავშირდება. „ჩვენი მიზანია მაქსიმალურად გავაქტიურდეთ კორპორატიულ ბაზარზე, დავაიდენტიფიციროთ საუკეთესო საექსპორტო პროდუქტები და დავხვეწოთ არსებული პროდუქცია, იმისთვის, რომ სრულ შესაბამისობაში მოდიოდეს საერთაშორისო სტანდარტებთან.  ამასთან, ვგეგმავთ წარმოებული პროდუქციის ასორტიმენტის გამრავალფეროვნებასაც“,- აცხადებს კომპანიის დირექორი, გიორგი სურგულაძე.




კომპანია „სკამი“ 2019 წელს დაარსდა და ის ხის ავეჯს და აქსესუარებს წარმოებ. ამ ეტაპზე კომპანიის ძირითადი მიმართულება სამზარეულოს სკამების და მაგიდების წარმოებათუმცა, ის მომხმარებელს მისაღები ოთახის და საძინებლის 15-მდე სახეობის დამხმარე ავეჯს და აქსესუარსაც სთავაზობს„სკამის“ პროდუქციას ხარისხი გამოარჩევს. კომპანია წარმოების პროცესში ნატურალურ ხის მასალებს და მაღალი ხარისხის ლაქ-საღებავებს იყენებს.  



ჩვენი კომპანიის ამჟამინდელი გამოწვევა საინფორმაციო რესურსებზე შეზღუდული წვდომაა, ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა: სხვადასხვა სახის სტატისტიკა, (როგორც აგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე) ექსპორტი, საერთაშორისო ბაების მოთხოვნებილოგისტიკური საკითხები, პროდუქციის მიმართ არსებული მოთხოვნები სერტიფიკატების თუ ლიცენზიების კუთხით და სხვპროექტის ფარგლებში საკმაოდ ინფორმაციულ ტრენინგებს დავესწარით და ახალი, საინტერესო აღმოჩენებიც გავაკეთეთ. ერთ-ერთი ტრენინგი ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდას ეხებოდა, რომლის ფარგებშიც უფრო ეფექტური ბიზნეს გეგმის შედგენის პრინციპები ვისწავლეთ. 


ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა ინდივიდუალური შეხვედრები, რომელიც კომპანიის სპეციფიკაზე, შესაძლებლობებსა და საჭიროებებზე იყო მორგებული. კიდევე ერთი ტრენინგი- ექსპორტის მიმართულებით სწორედ ჩვენი კომპანიის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას ეხმიანებოდა. მისი დახმარებით,უფრო სიღრმისეულად გავეცანით ექსპორტისა და მისი ღირებულების, ელკომერციის, გაყიდვის არხებისა და ბაზრის კვლევის საკითხებს. ამჟამად პროექტის იმ ეტაპზე ვართ, სადაც დარგის ექსპერტთან ერთად ინდივიდუალურად ვარჩევთ კომპანიისთვის რელევანტურ საექსპორტო ბაზრებს, პროდუქციას“,- აცხადებს გიორგი სურგულაძე.



საქართველოს ბანკისა და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მსუბუქი მრეწველობის განვითარების პროექტი ბიზნესის სამომავლო განვითარების მიზნით  კომპანიებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, დარგის ექსპერტებისგან მიიღონ ისეთ საკითხებზე ინფორმაცია, როგორიცაა: ფინანსების მოზიდვა და ფინანსური ანალიტიკა, ექსპორტის დაგეგმვა, ადგილობრივი ბაზრის კვლევა, გაყიდვების ახალი არხების განსაზღვრა და სხვ.პროგრამა განკუთვნილია იმ ბიზნესებისთვის, რომლებიც საქმიანობენ სამშენებლო მასალებისდამზადების, ავეჯის ან სათამაშოების წარმოებისადა დიზაინ მიმართულებით. ან ახორციელებენ მყარი ნარჩენების გადამუშავები, შესაფუთი მასალებისა თუ ინდივიდუალური დაცვის საშუალებების (Personal Protective Equipment – PPE) წარმოებას.



(R)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up