საქართველოს ბანკისა და ანაგის წინასაახალწლო შეთავაზება მომხმარებელს

საქართველოს ბანკისა და ანაგის წინასაახალწლო შეთავაზება მომხმარებელს

access_time2019-12-27 16:35:17

საქართველოს ბანკი მის პარტნიორთან „ანაგი დეველოპმენტთან“ ერთად მომხმარებელს წინასაახალწლო შეთავაზებას უკეთებს. ახალი წელი ახალი შენაძენისთვის საუკეთესო დროა. სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკის მომხმარებლებს რომელთაც სურთ ახალ წელს ახალ სახლში შეხვდნენ, აქვთ შესაძლებლობა, 31 იანვრამდე „ანაგი დეველოპმენტის“ Park Home-ში უძრავი ქონება 15%-იანი ფასდაკლებით შეიძინონ. მომხმარებელთა ინტერესების გათვალისწინებით კი საქართველოს ბანკი მათ სპეციალურ პირობებს შესთავაზებს. კერძოდ:



იპოთეკური სესხი ევროში:
• პირველი 6 თვე- ფიქსირებული 1% - დან
• 6 თვის შემდეგ- ლიბორს + 5,8% (მინ.5.4%) - დან
• ეფექტური საპროცენტო განაკვეთი- 5,95% - დან
იპოთეკური სესხი დოლარში:
• პირველი 6 თვე- ფიქსირებული 3% - დან
• 6 თვის შემდეგ- ლიბორს + 5,4% (მინ. 7.3%) - დან
• ეფექტური საპროცენტო განაკვეთი- 8.1% - დან




საქართველოს ბანკისა და „ანაგი დეველოპმენტის“ საახალწლო შეთავაზება მომხმარებელს სასურველი უძრავი ქონების ფასდაკლებით შეძენასა და სესხის საუკეთესო პირობით სარგებლობის შესაძლებლობას მისცემს.



შეხვდით ახალ წელს ახალი შენაძენით! მოიწყეთ საკუთარი კუთხე და დაივიწყეთ კურსის ცვალებადობასთან დაკავშირებული დისკომფორტი.



ინფორმაციისთვის, „ანაგი დეველოპმენტი“ 30 წლიანი ისტორიის მქონე უმსხვილესი სამშენებლო კომპანია „ანაგის“ ახალი მიმართულებაა. Park Home ანაგი დეველოპმენტის პირველი, პრემიუმ კლასის საცხოვრებელი კომპლექსია, რომელიც ვაკეში, ი.ჭავჭავაძის გამზირიდან 200 მეტრის დაშორებით, ახალ გზაზე, ვაკის პოლიციის და კორტების მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს. Park Home-ს ვაკის ტერიტორიისთვის უპრეცენდენტოდ დიდი, საკუთარი - 8000 კვ.მ სარეკრეაციო სივრცე აქვს, რომელიც დაცულ შიდა ეზოს, გამწვანებულ ტერასებს, საბავშვო და სპორტულ მოედნებს მოიცავს. დამატებით Park Home-ის მიმდებარედ მოეწყობა 2 ჰა ფართის პარკი, რომლის განაშენიანებაში ანაგი დეველოპმენტიც მიიღებს მონაწილეობას. Park Home-ში ბინები ბარდება კომფორტ სტანდარტ + კონდიციით. ეს არის ბინის ჩაბარების სრულიად ახალი სტანდარტი ანაგი დეველოპმენტისგან. კომფორტ სტანდარტ + გულისხმობს კოსმეტიკურ რემონტამდე მიყვანილ მდგომარეობას გათბობის და კონდიცირების სრული სისტემით და ჭკვიანი სახლის ელემენტებით. Park Home-ში ბინების ფართი 49 კვ.მ-დან იწყება.





„საქართველოს ბანკში“ აცხადებენ, რომ კორონავირუსით დაინფიცირებულ პაციენტებს შორის ერთ-ერთი მათი თანამშრომელია

„საქართველოს ბანკში“ აცხადებენ, რომ კორონავირუსით დაინფიცირებულ პაციენტებს შორის ერთ-ერთი მათი თანამშრომელია
access_time2020-02-28 17:47:55
„საქართველოს ბანკში“ აცხადებენ, რომ კორონავირუსით დაინფიცირებულ პაციენტებს შორის ერთ-ერთი მათი თანამშრომელია.ამის შესახებ „საქართველოს ბანკის“ განცხადებაშია ნათქვამი.  „დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ დადასტურებული კორონავირუსის შემთხვევებს შორის ერთ-ერთი, რომელმაც იტალიაში იმოგზაურა, ჩვენი თანამშრომელია. ის საქართველოში 26 თებერვალს ჩამოფრინდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და...

სს ,,საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია კამარა’’ ბაზარზე ოპერირებას „გრინ დაზღვევა საქართველოს“ სახელით გააგრძელებს

სს ,,საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია კამარა’’ ბაზარზე ოპერირებას  „გრინ დაზღვევა საქართველოს“ სახელით გააგრძელებს
access_time2020-02-28 17:18:14
კომპანია „მეტრო ჰოლდინგმა“ და შპს „ახალი საინვესტიციო შესაძლებლობემა “ ,,საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია კამარა“ წლის დასაწყისში იყიდა. თებერვალში დაიწყო კომპანიის რებრენდინგი, შეიცვალა კომპანიის სახელი „გრინ დაზღვევა საქართველო/ GREEN INSURANCE GEORGIA” და სადაზღვეო კომპანია ბაზარზე განახლებული პოზიციონირებით წარსდგება. მიღებული იქნა გადაწყვეტილება საწესდებო კაპიტალის ზრდასთან დაკავშირებით - ,,გრინ დაზღვევა საქართველოს’’ კაპიტალი 10,000,000 ლარამდე გაიზარდა, რაც ხელს უწყობს...

ირანისა და იტალიის მიმართულებით სატვირთო გადაზიდვები შეჩერდა

ირანისა და იტალიის მიმართულებით სატვირთო გადაზიდვები შეჩერდა
access_time2020-02-28 16:33:46
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტომ ირანისა და იტალიის მიმართულებით საავტომობილო სატვირთო გადაზიდვების ნებართვების გაცემა და გაცემული ნებართვების მოქმედება შეაჩერა.აღნიშნული შეზღუდვების მიზეზად ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებები სახელდება. „ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, „სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო“ გაცნობებთ: 2020 წლის 28 თებერვლიდან შეჩერებულია საერთაშორისო საავტომობილო სამგზავრო გადაყვანისა და საერთაშორისო...

წყალტუბოს სანატორიუმებს საპრივატიზაციოდ ამზადებენ

წყალტუბოს სანატორიუმებს საპრივატიზაციოდ ამზადებენ
access_time2020-02-28 16:11:23
წყალტუბოს სანატორიუმები საპრივატიზაციოდ მზადდება. საინვესტიციო პაკეტზე ქონების მართვის სააგენტოს მუშაობა რამდეინმე უწყებასთან უკვე დაწყებული აქვს. „წყალტუბოს სანატორიუმები ის ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რომელიც სახელმწიფოს ბალნეოლოგიური და ტურისტული მიმართულების პროფილის მქონე ინფრასტრუქტურის ათვისების თვალსაზრისით აქვს. ვმუშაობთ, რომ საინვესტიციო პაკეტი სრულყოფილი ფორმატით შევთავაზოთ ბიზნესს. ეს გულისხმობს, სივრცითი დაგეგმარების თვალსაზრისით...

კორონავირუსის გავრცელების გლობალური სტატისტიკა

კორონავირუსის გავრცელების გლობალური სტატისტიკა
access_time2020-02-28 15:50:16
მონაცემები მუდმივად ახლდება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის უახლესი, 28 თებერვლის მონაცემებით, გლობალურად კორონავირუსით ინფიცირების 83 310 შემთხვევა ფიქსირდება, 2 858 გარდაცვალება. 26 თებერვალს საქართველოში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის 27 თებერვლის მონაცემებით, კორონავირუსი ჩინეთის გარეთ კიდევ 47 ქვეყანაშია. სულ მსოფლიოს მასშტაბით, კორონავირუსით ინფიცირების 82 539 შემთხვევაა...


მსგავსი სიახლეები

up