უახლოეს მომავალში საქართველოს ბანკის თანამშრომლებისთვის   ინოვაციური საკომუნიკაციო პლატფორმა Workplace-ი ამოქმედდება

უახლოეს მომავალში საქართველოს ბანკის თანამშრომლებისთვის ინოვაციური საკომუნიკაციო პლატფორმა Workplace-ი ამოქმედდება

access_time2019-05-14 17:00:11

საქართველოს ბანკის თანამშრომლებისთვის უახლოეს მომავალში  ინოვაციური საკომუნიკაციო პლატფორმა Workplace-ი ამოქმედდება, რომელიც   Facebook-ის მიერ კომპანიებისთვის შექნილი ბიზნეს პლატფორმაა. როგორც „საქართველოს ბანკის“  გენერალური დირექტორი არჩილ გაჩეჩილაძე „კომერსანტთან“ განმარტავს,Workplace-ის დანერგვის მიზანი საქართველოს ბანკის თანამშრომლებისთვის თანამედროვე საკომუნიკაციო არხის შეთავაზებაა. ამასთან,  მათთვის ისეთი გარემოს შექმნაა, სადაც ოპერატიულად, თანამედროვე ინსტრუმენტებით მოხდება ორგანიზაციის შიგნით ინფორმაციის გაცვლა, უკუკავშირის მიღება და ჩართულობა.


აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკი არის ერთერთი პირველი ქართული კომპანია, რომელიც თანამშრომლებისთვის Workplace-ის შიდა პლატფორმას - გამჭვირვალობის, ღიაობის, ნაკლები ბიუროკრატისა და მეტი ეფექტურობის მიზნით  ნერგავს.


კითხვაზე, რამ განაპირობა ამ ინტერფეისის დანერგვის აუცილებლობა,არჩილ გაჩეჩილაძე განმარტავს,  რომ საქართველოს ბანკისათვის ძალიან მნიშვნელოვანია ის 7000 ადამიანი, რომელიც ყოველდღიურად ცდილობს საკუთარი წვლილი შეიტანოს განსხვავებული და უკეთესი საქართველოს შექმნაში.

 

სწორედ ამიტომ, გვსურდა ჩვენი გუნდის თითოეული წევრისათვის შეგვეთავაზებინა უკეთესი, უფრო სწრაფი, კომპორტული, დინამიური სამუშაო გარემო. ამ მიზნით გადავწყვიტეთ თანამშრომლობა Facebook-ის მიერ შექმნილ ინოვაციურ, შიდასაკომონუკაციო პლატფორმასთან workplace-სთან, რომელიც სრულად პასუხობდა ჩვენს მიზანს: კომუნიკაციის ახლებური მიდგომით გაგვეუმჯობესებინა გამჭვირვალობა, ღიაობა, შეგვემცირებინა   ბიუროკრატია და ამით გაგვეზარდა ეფექტურობა.

 


მნიშვნელოვანია, რომ თანამშრომლები Workplace-ით ისარგებლებენ არასამუშაო დროსაც. ოპერატიულად მოიძიებენ სწორედ მათ ინტერესებზე მორგებულ, საჭირო და საინტერესო ინფორმაციას. გვჯერა, რომ როდესაც კომპანიის კორპორაციული კულტურა დაფუძნებულია გამჭვირვალობასა და თანამშრომლების განვითარებაზე, ასეთ დროს თითოეულ თანამშრომელს უკეთესად ესმის მისი საქმიანობის რეალური ღირებულება“-აცხადებს გაჩეჩილაძე.

 

იმ პირობებში, როდესაც თანამედროვე სამყაროში კომუნიკაციის აქტიურ საშუალებას ტელეფონები,Facebook-ის პირადი შეტყობინებები, ელექტრონული ფოსტა წარმოადგენს, რაშია Workplace-ის უპირატესობა, არჩილ გაჩეჩილაძე განმარტავს, რომ  Workplace არის ორგანიზაციის შიგნით ინფორმაციის  ოპერატიული, თანამედროვე არხებით  მიმოცვლის საუკეთესო საშუალება, როგორც თითოეული თანამშრომლის, ასევე მენეჯმენტის მხრიდან. ასევე მოქნილი პლატფორმა უკუკავშირის მიღებისა და თანამშრომელთა მეტი ჩართულობისთვის.

 

 ინფორმაციისთვის: workplace- ის ოფიციალური ვერსია 2016 წელს შეიქმნა. პლატფორმით სარგებლობენ ისეთი კომპანიები როგორიცაა: Walmart, Spotify, Starbucks, Heineken, Chevron და სხვ. Workplace არის ინტერაქციული და თანამშრომლების ინტერესზე მორგებული საკომუნიკაციო სივრცე, რაც ხელს უწყობს საერთო ინტერესების მქონე ჯგუფების ინტერაქციას, ინფორმაციის ოპერატიულად მიმოცვლას. 

 

 „კომერსანტი

 

 

 






გია ხუხაშვილი - რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს არჩევნები, სახელმწიფო მაინც წაგებულია

გია ხუხაშვილი - რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს არჩევნები, სახელმწიფო მაინც წაგებულია
access_time2019-05-19 19:30:25
ეს ხომ მარაზმია, ამ ორ პოლუსიან შულერულ თამაშს გვაყურებინებენ, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსში“ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა განაცხადა და დღევანდელი საარჩევნო პროცესი შეაფასა ხუხაშვილის თქმით, რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს არჩევნები, სახელმწიფო მაინც წაგებულია. „რა მნიშვნელობა აქვს, ვინ მოიგებს ამ არჩევნებს ზუდიდში?! სახელმწიფო ყველა შემთხვევაში წაგებულია. ახლა მხოლოდ იმაზე ვფიქრობთ, რამე უბედურება არ...

PwC – 2018 წელს ტოპ-მენეჯერების მხრიდან სამსახურის დატოვების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა

PwC – 2018 წელს ტოპ-მენეჯერების მხრიდან სამსახურის დატოვების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა
access_time2019-05-19 18:00:09
წამყვანი კომპანიების ტოპ-მენეჯერების მხრიდან სამსახურის დატოვების შემთხვევებმა 2018 წელს რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. ამის შესახებ აღნიშნულია PwC-ის კვლევაში -...

მერის რიგგარეშე არჩევნები 5 მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს

მერის რიგგარეშე არჩევნები 5 მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს
access_time2019-05-19 09:00:18
მერის რიგგარეშე არჩევნები ხუთ მუნიციპალიტეტში იმართება. დღეს მერებს აირჩევენ მარნეულში, ზესტაფონში, ჭიათურაში, ზუგდიდსა და ხულოში. მერების არჩევა საარჩევნო ბარიერის პირობებში ხდება და გამარჯვებულად ის კანდიდატი ჩაითვლება, ვინც ხმების 50%-ზე მეტს მიიღებს. მეორე ტურის დანიშვის შემთხვევაში კი, მისი გამართვის ბოლო ვადა 13 ივნისია. მარნეულში მერობის 15 კანდიდატია რეგისტრირებული: - “მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის” - ელენე გაბინაშვილი; “ევროპული საქართველო...

რა გვიჯდება სტრატეგიული სატრანსპორტო მდებარეობის გამოუყენებლობა?

რა გვიჯდება სტრატეგიული სატრანსპორტო მდებარეობის გამოუყენებლობა?
access_time2019-05-19 16:00:34
წლიურად გლობალური საერთაშორისო ვაჭრობა 18 ტრილიონ დოლარს აღწევს, ტურისტების რაოდენობა მილიარდ მოგზაურზე მეტია, რომლებიც ტრილიონ დოლარზე მეტს ხარჯავენ. ეს ყველაფერი შეუძლებელი...

კომერსანტის ექსკლუზივი : ცნობილი რუსი მილიარდერი და პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი მიხეილ პროხოროვი თბილისშია

კომერსანტის ექსკლუზივი : ცნობილი რუსი მილიარდერი და პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი მიხეილ პროხოროვი თბილისშია
access_time2019-05-18 19:30:24
„კომერსანტის“ ფოტოკამერამ დღეს, თბილისში, ფილარმონიის მეოთხე სართულზე განთავსებულ World class-ის სავარჯიშო დარბაზში ცნობილი რუსი მილიარდერი და პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი მიხეილ პროხოროვი დააფიქსირა, რომელიც პირად დაცვასთან ერთად...


მსგავსი სიახლეები

up