საქართველოს ბანკი სტუდენტების დასაქმების ხელშეწყობას განაგრძობს

საქართველოს ბანკი სტუდენტების დასაქმების ხელშეწყობას განაგრძობს

access_time2020-09-30 15:22:51

საქართველოს ბანკი, როგორც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია სტუდენტების სტაჟირებისა და სამომავლო დასაქმების ხელშეწყობას განაგრძობს. ამ მიზნით ბანკმა ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტში პროგრამას ხარისხის კონტროლისა და ოპერაციების მიმართულებით სტაჟირების პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო.

შერჩეული კანდიდატები 1 თვის განმავლობაში გაივლიან პროფილურ ტრენინგებს, შემდეგ 6 თვის განმავლობაში კი პრაქტიკულ საქმიანობაში ჩაერთვებიან. სტაჟირება ორივე ეტაპზე ანაზღაურებადია. პროგრამის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ გაიარონ სპეციალურად მათ საჭიროებებზე მორგებული ტრენინგები და გამოიმუშავონ მნიშვნელოვანი პრაქტიკული უნარები. ასევე, პროფესიონალ გუნდთან ერთად ჩაერთონ რეალურ სამუშაო პროცესში და დაიწყონ კარიერა ინფორმაციულ ტექნოლოგიებში;

-სტაჟირების პროგრამა მონაწილეებს მისცემს შესაძლებლობას აღმოაჩინონ საკუთარი უნარები და განვითარდნენ შესაბამისი მიმართულებით. ასევე, იმუშაონ ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე და მოქნილი სისტემის - Agile-ის პრინციპით.

რაც მთავარია, პროგრამის წარმატებულ მონაწილეებს საქართველოს ბანკში დასაქმების რეალური პერსპექტივა აქვთ.


რას გულისხმობს სტაჟირება ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტში?


პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხის კონტროლის მიმართულებით სტაჟირების პროგრამა მოიცავს - ტესტირების დაგეგმვას, ტესტ-ქეისების შემუშავებას, სატესტო მონაცემების მომზადებას; პროგრამული უზრუნველყოფის ხარვეზების იდენტიფიცირებას, დოკუმენტირებასა და მონიტორინგს. IT ოპერაციების მიმართულება კი საბანკო სისტემებისა და სერვისების/პროდუქტების დისტანციურ მხარდაჭერას გულისხმობს. სამუშაო პროცესი მოიცავს ბანკის IT სისტემების მუდმივ მონიტორინგს; მხარდაჭერის სამსახურში დაფიქსირებული მოთხოვნებზე/ინციდენტებზე დროულ რეაგირებასა და მათ შესრულებაზე ზრუნვას.


სტაჟირების პროგრამა ანაზღაურებადია როგორც სამუშაო პროცესის, ასევე ტრენინგების განმავლობაში.


პროგრამის ძირითადი მოთხოვნებია:

• გამორჩეული ანალიტიკური უნარები;
• ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით დასაქმების ინტერესი.

კანდიდატი უნდა იყოს დამამთავრებელი კურსის სტუდენტი/ახალი კურსდამთავრებული/მაგისტრატურის სტუდენტი ან ჰქონდეს პროფესიული განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების, გამოყენებითი მეცნიერებების ან სხვა დაკავშირებული დარგების მიმართულებით.


თუ ფიქრობთ, რომ თქვენი მონაცემები შეესაბამება პროგრამის მოთხოვნებს და გსურთ გახდეთ „საქართველოს ბანკის“ ინფორმაციული ტექნოლოგიების სტაჟირების მონაწილე, უნდა ეწვიოთ ბმულს: https://my.hirehive.io/jsc-bank-of-georgia/jobs/68661/it და შეავსოთ განაცხადი 12 ოქტომბრის ჩათვლით.


(R)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up