„საქართველოს ბანკის სახელფასო მოდული ინოვაციური პროექტია“ - Global Marketing Solutions

„საქართველოს ბანკის სახელფასო მოდული ინოვაციური პროექტია“ - Global Marketing Solutions

access_time2020-11-16 17:36:28

საქართველოს ბანკი მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული ინოვაციების დანერგვას განაგრძობს. ბანკმა ბიზნეს ინტერნეტბანკის მომხმარებლებს ინოვაციურ სახელფასო მოდული უკვე შესთავაზა, რომლის მთავარი მიზანია კომპანიებს გაუმარტივოს თანამშრომლებთან დაკავშირებულ პროცედურები (გადარიცხვები, ბარათის შეკვეთა, ა.შ)


სახელფასო პროგრამაში ჩართულ კომპანიებს მოდულის მეშვეობით აქვთ შესაძლებლობა, მარტივად მართონ თანამშრომლებთან დაკავშირებული აქტივობები, როგორიცაა თანამშრომლებთა სიის შექმნა, მათ შესახებ ინფორმაციის სათითაოდ ან/და ჯგუფურად მითითება და ა.შ. მოდული ასევე იძლევა შესაძლებლობას ბიზნესის წარმომადგენელმა ერთ სივრცეში ნახოს დასაქმებული თანამშრომლების რაოდენობა და ჯამური სახელფასო ბიუჯეტი, მიუთითოს ხელფასის ჩარიცხვის პერიოდულობა და როგორც საქართველოს, ასევე სხვა კომერციული ბანკის სახელფასო ანგარიშის ნომერი.


როგორც კომპანია Global Marketing Solutions -ის დირექტორმა ირაკლი არაბიძემ აღნიშნა, მისი კომპანია საქართველოს ბანკის ინოვაციური პროგრამით ძალიან კმაყოფილია.



„საქართველოს ბანკის სახელფასო მოდული ინოვაციური პროექტია. ის ძალიან კარგ შესაძლებლობებს იძლევა, იქნება ეს სახელფასო ბიუჯეტის შექმნა, ფულის გადარიცხვა თუ ნებისმიერი სხვა ტრანზაქცია, ძალიან კმაყოფილები ვართ. რასაც გვთავაზობს საქართველოს ბანკი ამ ეტაპზე ჩვენთვის სრულიად საკმარისია, მომავალში თუკიდევ დაგვჭირდება რაიმე დამატებითი ფუნქცია, დარწმუნებული ვართ, ბანკი არაერთ სიახლეს შემოგვთავაზებს. ძალიან სასიხარულოა, რომ საქართველოს ბანკი ჩვენ პრობლემებს კარგად უმკლავდება”, - აღნიშნავს ირაკლი არაბიძე.


პროდუქტი უნიკალურია იმით, რომ მისი მეშვეობით შესაძლებელია ინდივიდუალურად ან ჯგუფურად ხელფასის გადარიცხვა ნებისმიერ ბანკში. ასევე, ბიზნესს საშემოსავლო გადასახადების გადარიცხვა ღილაკზე მხოლოდ ერთ თითის დაჭერით შეუძლია. ამასთან, ოფისიდან გაუსვლელად შეძლებთ შეუკვეთოთ სახელფასო ბარათები, როგორც ერთი, ასევე ერთდროულად რამდენიმე თანამშრომლისთვის, რომლის აღებაც წინასწარ შერჩეულ სერვის ცენტრში იქნება შესაძლებელი.


„პირველად საბანკო სისტემაში, ბიზნეს ინტერნეტბანკში ხელმისაწვდომია სახელფასო პროექტის მოდული. მოხარული ვართ, რომ კიდევერთხელ მოგვეცა შესაძლებლობა მომხმარებელს მისი ცხოვრების გამარტივების მიზნით შექმნილიინოვაციური პროდუქტი შევთავაზოთ. მოდული გამოირჩევა მრავალფუნქციური მახასიათებლებით, რაც კიდევ უფრო ეფექტურს ხდის ორგანიზაციების მომსახურებას. ჩვენ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული ინოვაციების დანერგვას“, - აცხადებენ საქართველოს ბანკში.


(R)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up