საქართველოს ბანკის პარტნიორობით popXspotlight-ი გაიმართა

საქართველოს ბანკის პარტნიორობით popXspotlight-ი გაიმართა

access_time2018-11-20 16:15:59

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, რიგით პირველი popXspotlight გაიმართა. ეს არის მარკეტინგული ღონისძიება Spotlight-ების სერიიდან, რომელიც ინოვაციებსა და ტექნოლოგიებს მიეძღვნა. საქართველოს ბანკისათვის, როგორც კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ბანკისთვის მნიშვნელოვანია განათლების ხელშეწყობა, სფოთლაითი კი საუკეთესო სივრცეა გამოცდილების გაზიარებისა და იდეების გაცვლისთვის.


საქართველოს ბანკი მხარს უჭერს ფორმატს - გამორჩეული და საინტერესო იდეების მქონე ადამიანებს, ჰქონდეთ შესაძლებლობა, ფართო საზოგადოებას გააცნონ საკუთარი მიგნებები, არაორდინალური იდეები, ხედვები და ღირებულებები.



popXspotlight-ის პირველი ღონისძიების თემა იყო „გამბედაობა“. ღონისძიებაზე საკუთარიგამოცდილება აუდიტორიას პანელ დისკუსიებისა თუ 13 წუთიანი გამოსვლების, ვორკშოფების საშუალებით, 26-მა მონაწილემ გაუზიარა. სპეციალურად ღონისძიებისთვის მოეწყო ექსპერიმენტული ოთახი და ოთახი ვორკშოპებისთვის. ღონისძიების პირველი ნაწილი მოიცავდა 5 დარბაზსა და 5 განსხვავებულ გამოცდილებას. სფოთლაითის მეორე ნაწილი დაეთმო ტრადიციულ ფორმატს, რომლის ფარგლებში 11-მა სპიკერმა 13+2 წუთში დამსწრე საზოგადოებას გაუზიარა საკუთარი გამოცდილება, ხედვა და მოსაზრებები.


„საქართველოს ბანკი კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში spotlight-ის ოფიციალური პარტნიორია. ბანკისათვის მნიშვნელოვანია განათლების, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ხელშეწყობა. ეს მიმართულებები წლებია ბანკის უცვლელ პრიორიტეტად რჩება. საქართველოს ბანკი მუდმივად ზრუნავს, რათა საკუთარ მომხმარებელს ინოვაციური პროდუქტები თუ სერვისები შესთავაზოს. ბანკი დიდ რესურსს დებს ფინანსური ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით. ამის დასტურია ის, რომ საქართველოს ბანკი პირველია როგორც საქართველოში, ისე რეგიონში, ვინც ღია ბანკინგის სტრატეგიის დანერგვა დაიწყო და ფინტექ სტარტაპების ხელშეწყობის მიზნით, შექმნა ახალი სტრატეგიული მიმართულება BOG Fintech, სპეციალური პლატფორმა www.fintech.ge და ე.წ. API Sandbox - მზა პროგრამული გარემო ბანკის სერვისებთან ინტეგრირებული პროტოტიპების მარტივად შესაქმნელად. საქართველოს ბანკი ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარების მხარდაჭერას მომავალშიც გააგრძელებს“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, კახა კიკნაველიძემ.





ბიზნესის ახალი მოდელი ახალ რეალობაში

ბიზნესის ახალი მოდელი ახალ რეალობაში
access_time2022-01-25 16:55:00
რას გულისხმობს მთავარი  ბუღალტრის როლის ტრანსფორმაცია...

25 იანვარი - ლარის კურსი ყველა ძირითად ვალუტასთან მიმართებით გამყარდა

25 იანვარი - ლარის კურსი ყველა ძირითად ვალუტასთან მიმართებით გამყარდა
access_time2022-01-25 18:00:47
25 იანვრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 0.43 თეთრით 3.0720- მდე გამყარდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე დღის ბოლოს კურსმა 3.0675 შეადგინა. საერთაშორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 1.47 თეთრით 3.4661-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 1.57 თეთრით 4.1358-მდე, 100 რუსულ რუბლთან 0.68 თეთრით 3.9081-მდე, თურქულ ლირასთან 0.18 თეთრით 0.2269-მდე, 1000 სომხურ დრამთან კი 0.82 თეთრით 6.3834-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.68...

ჩინეთის მიმართულებით ამანათების გადაზიდვა 60%-ით გაძვირდა

ჩინეთის მიმართულებით ამანათების გადაზიდვა 60%-ით გაძვირდა
access_time2022-01-25 17:00:20
ამანათების გადამზიდი კომპანიები 2022 წელს მომსახურებაზე ტარიფის ზრდას ამ ეტაპზე არ ელიან. კერძო სექტორის შეფასებით, ფასების კორექტირების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ცვლილებები 2020 წლიდან დაიწყო და ის ძირითადად ჩინეთის მიმართულებას შეეხო. როგორც „ბიზნესპარტნიორთან“ Inex Group-ის დირექტორი, გიორგი კაპანაძე აცხადებს, ჩინეთის მიმართულებით ამანათების გადაზიდვის ფასები დაახლოებით 60%-ით არის გაზრდილი.   „ტარიფების თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ცვლილება იყო ჩინეთის...

„საქართველოს ბანკს“ ფეისბუქმა, სავარაუდოდ, გვერდი დაუბლოკა

„საქართველოს ბანკს“ ფეისბუქმა, სავარაუდოდ, გვერდი დაუბლოკა
access_time2022-01-25 15:55:06
„საქართველოს ბანკის“ გვერდი ფეისბუქზე აღარ იძებნება. მისი ვირტუალური სივრციდან გაქრობის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.  „საქართველოს ბანკის“ გვერდის გაქრობას მისი მთავარი კონკურენტი თიბისი ეხმაურება, რომელიც სოციალურ ქსელში წერს: „ადამიანების შესაძლებლობები...

მიხეილ ჯაფარიძე: „ომიკრონის“ გავრცელების გამო ოჯახის ექიმებზე უპრეცედენტო დატვირთვა ფიქსირდება

მიხეილ ჯაფარიძე: „ომიკრონის“ გავრცელების გამო ოჯახის ექიმებზე უპრეცედენტო დატვირთვა ფიქსირდება
access_time2022-01-25 12:30:26
სადაზღვევო კომპანიების ნაწილი ჯანდაცვის სამინისტროს პირველადი ჯანდაცვის რგოლში პაციენტების მართვის პროტოკოლის შეცვლას სთხოვს, რათა ოჯახის ექიმებზე დატვირთვა შემსუბუქდეს და მათ უკეთ...


მსგავსი სიახლეები

up