საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თბილისში Mercedes Benz-ის წარმომადგენლობის განახლებული ცენტრი გაიხსნა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თბილისში Mercedes Benz-ის წარმომადგენლობის განახლებული ცენტრი გაიხსნა

access_time2018-12-07 12:44:23

საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით საქართველოში Mercedes Benz-ის წარმომადგენლობის განახლებული ცენტრი გაიხსნა. ახალი ცენტრი, რომელიც თბილისში, უნივერსიტეტის ქუჩაზე #6-ში მდებარეობს, 1.3ჰა ფართობზეა გაშლილი და მომხმარებლებს სრულ, მაღალხარისხიან მომსახურებას სთავაზობს. ცენტრი აღჭურვილია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ულტრათანამედროვე დანადგარებით და სრულად აკმაყოფილებს დაიმლერის მოთხოვნეს და სტანდარტებს, რომლის ანალოგიც მთელს ამიერკავკასიაში არ არსებობს.


„მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია, ეკონომიკურად გამართული პროექტების დაფინანსება, რადგან წარმატებული კერძო სექტორი, ქვეყნის ეკონომიკის განვითარების წინაპირობაა. ჩვენ მუდმივად ვქმნით შესაძლებლობებს და სივრცეებს სადაც, კერძოს სექტორს საშუალება აქვს კიდევ უფრო მეტად განავითაროს საკუთარი ბიზნესი. Mercedes Benz-ის განახლებული ავტოსალონის და სერვისცენტრის მშენებლობა 2 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, ჯამში საქართველოს ბანკის თანადაფინანსებით, დაახლოებით 25 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა. კომპანია ამ ეტაპზე 80 ადამიანს ასაქმებს, ცენტრის გახსნის შემდეგ კი, მათი რაოდენობა ეტაპობრივად, 200-მდე გაიზრდება“, - განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ვასილ ხოდელმა.


“ჩემთვის დიდი პატივია Daimler-თან 25 წლიანი წარმატებული თანამშრომლობა და ამასთან ერთად Mercedes Benz-ის წარმომადგენლობის ოფიციალური განახლებული ცენტრის გახსნა. ეს არის ისტორიული დღე მერსედესისთვის. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს ბანკს, იმ კონტრიბუციისთვის, რაც ჩვენს მხადასაჭერად განახორციელა, ეს არის კერძო სექტორის მჭიდრო თანამშრომლობის კარგი მაგალითი”,- განაცხადა მაკა ასათიანმა, საქართველოში Mercedes Benz-ის წარმომადგენლობის დამფუძნებელმა.



ინფორმაციისთვის: Mercedes-ის სერვის ცენტრი პასუხობს თანამედროვე გამოწვევებს ეკოლოგიურ საფრთხეებთან დაკავშირებით, რადგან კომპანიისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს როგორც გარემოზე ზრუნვა, ისე თითოეული თანამშრომლის ჯანმრთელობა. ახლადგახსნილი ცენტრი მომხმარებლებს სთავაზობს Car Bench-ს, რომლის ანალოგიც საქართველოში არ არსებობს - ეს არის რობოტი, რომელიც Mercedes Benz-ის რეკომენდაციით დამონტაჟდა და რომელიც ავტომობილის ძარის დეფორმირებულ დეტალებს ჭიმავს და საწყის, ქარხნულ მდგომარეობაში აბრუნებს. ცენტრი დაკომპლექტებულია კვალიფიციური, Mercedes-Benz-ის მიერ სერთიფიცირებული კადრებით, რომლებიც მომხმარებლებს მათთვის საჭირო დახმარებას უმოკლეს დროში აღმოუჩენენ.







ამერიკული სანქციები Huawei-ს წინააღმდეგ 90 დღით გადაიდო - კომპანიის დამფუძნებლის თქმით, კონფლიქტი გარდაუვალია

ამერიკული სანქციები Huawei-ს წინააღმდეგ  90 დღით  გადაიდო - კომპანიის დამფუძნებლის თქმით, კონფლიქტი გარდაუვალია
access_time2019-05-21 17:30:24
აშშ-ს ვაჭრობის სამინისტრომ  ჩინური გიგანტის Huawei-ის წინააღმდეგ სანქციების შემოღება 90 დღით, 19 აგვისტომდე გადაავადა. კერძოდ, უწყებამ  Huawei-ს დროებითი 90-დღიანი ლიცენზია მისცა, რომელიც კომპანიას აშშ-ში მის მიერ წარმოებული პროდუქციის მომსახურეობის და პროგრამული უზრუნველყოფის განახლების უფლებას  აძლევს სამინისტროს ინფორმაციით ლიცენზია მოქმედებს 20 მაისიდან 19 აგვისტომდე. აღსანიშნავია, რომ ...

თემურ ბასილია: ეროვნული ბანკი ვერ მოიხსნის პასუხისმგებლობას ლარის კურსთან დაკავშირებით

თემურ ბასილია: ეროვნული ბანკი ვერ მოიხსნის პასუხისმგებლობას ლარის კურსთან დაკავშირებით
access_time2019-05-21 16:30:38
ბოლო კვირების განმავლობაში ლარის კურსის გაუფასურებას  ყოფილი ვიცე-პრემიერი თემურ ბასილია რადიო “კომერსანტის“ გადაცემაში „ეკონომისტის დრო ლევან ქისტაურთან ერთად“ აფასებს. მისი განცხადებით, ვალუტის გაცვლითი კურსი ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ნაწილია და ის  ეროვნულმა ბანკმა უნდა გაატაროს. ამიტომ, ლარის კურსზე ეროვნული ბანკი პასუხისმგებლობას ვერ მოიხსნის. „ეროვნულმა ბანკმა საერთოდ ყველაფრისაგან ხელები დაიბანა. მას...

15 ივნისიდან „მაგთი ფიქსი“ უქმდება

15 ივნისიდან „მაგთი ფიქსი“ უქმდება
access_time2019-05-21 15:30:35
15 ივნისიდან „მაგთი ფიქსის“  ისევე როგორც EVDO-ს მოდემის  მომხმარებლები სერვისით ვერ ისარგებლებენ, - ამის შესახებ  “კომერსანტს“  სატელეკომუნიკაციო კომპანია „მაგთიკომში“  განუცხადეს. 15 ივნისიდან CDMA ლიცენზიას ვადა გასდის  და  „მაგთი ფიქსის“ ნაცვლად, იმ ლოკაციებზე, სადაც მოქმედებს მაგთის ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტი,“მაგთის“ მომხმარებლებს შეუძლიათ ისარგებლონ ინტერნეტზე დაფუძნებული ფიქსირებული...

OPIC-სა და „პეის ჯგუფს“ შორის სესხის ხელშეკრულება ვაშინგტონში გაფორმდა

 OPIC-სა და „პეის ჯგუფს“ შორის სესხის ხელშეკრულება ვაშინგტონში  გაფორმდა
access_time2019-05-21 14:25:40
ფოთის ნავსადგურში ახალი, მულტიფუნქციური საზღვაო ტერმინალის მშენებლობისა და მართვის პროექტი, რომელსაც კავკასიის რეგიონში უმსხვილესი სატრანსპორტო კომპანია „პეის ჯგუფი“ ახორციელებს, 50 მილიონი დოლარით დაფინანსდა აშშ-ის კერძო უცხოური ინვესტიციების კორპორაციის მიერ. 14 მაისს ვაშინგტონში სწორედ სესხის ხელშეკრულების ხელმოწერის ოფიციალური ცერემონია...

მამუკა ბახტაძემ ქუთაისში მზის პანელების ქარხნა გახსნა

მამუკა ბახტაძემ ქუთაისში მზის პანელების ქარხნა გახსნა
access_time2019-05-21 12:26:11
ჩვენთვის პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ქუთაისში, მზის პანელების ქარხნის გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა.   მისი თქმით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მეტი სამუშაო ადგილების შექმნის შესაძლებლობას იძლევა.   „ყოველთვის აღვნიშნავდი, რომ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვიყოთ ორიენტირებული სწორედ მაღალტექნოლოგიურ წარმოებებზე. ისეთ წარმოებებზე, რომლებსაც...


მსგავსი სიახლეები

up