საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თბილისში „ცივი ჯაჭვის“ რეგიონული კონფერენცია გაიმართება

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თბილისში „ცივი ჯაჭვის“ რეგიონული კონფერენცია გაიმართება

access_time2022-11-25 10:30:45

საქართველოს ბანკი აგრომიმართულების პროექტების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამ მიზნით, ბანკის პარტნიორობით, 29-30 ნოემბერს, სასტუმრო შერატონში „ცივი ჯაჭვის“ რეგიონული კონფერენცია გაიმართება. ღონისძიებას USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამა, საქართველოს სამაცივრე მეურნეობების და ლოგისტიკის ასოციაციასთან (GCSLA) ერთად ახორციელებს.

 

ღონისძიება აგრო ექსპორტის მიმართულების განვითარების შესაძლებლობებს  ეხება. მომხსენებლები სწორად მოყვანილი კენკრის და ხილ-ბოსტნის ჯანსაღ კონდიციაში შენახვის, ტრანსპორტირებისა და ექსპორტზე გატანის საკითხებზე ისაუბრებენ. კონფერენციაზე 5 ძირითადი თემა იქნება განხილული:

 

  • ხილისა და ბოსტნეულის ხარისხის სტანდარტები - აუცილებელი ნაბიჯი ცივი ჯაჭვის განვითარებისთვის;
  • ცივი ჯაჭვის რგოლები - მონაწილეების კოოპერაციის მოდელები;
  • ცივი ჯაჭვის განვითარებაში შესაბამისი ასოციაციების როლი;
  • მუდმივად განახლებადი მონაცემთა ბაზების მნიშვნელობა სექტორისთვის;
  • საექსპორტო ბაზის დივერსიფიკაციის შესაძლებლობები.

 

 

კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ „ცივ ჯაჭვში“ ჩართული კომპანიები და ორგანიზაციები საქართველოდან და აზერბაიჯანიდან. ღია დისკუსიების ფორმატი ცივი ჯაჭვის მონაწილეებს შესაძლებლობას მისცემს გაუზიარონ ერთმანეთს გამოცდილება და გამოავლინონ საექსპორტო ვაჭრობის კუთხით პარტნიორობის შესაძლებლობები.

 


ღონისძიებას  100-მდე ორგანიზაცია და კერძო პირი დაესწრება. ესენი არიან: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო, USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის ბენეფიციარი სამაცივრე მეურნეობის წარმომადგენლები; ექსპორტიორები; ასოციაციები; სოფლის განვითარების სააგენტო და საცალო ქსელის ობიექტების წარმომადგენლები.

 

„საქართველოს ბანკი მუდმივად ცდილობს ხელი შეუწყოს მცირე და საშუალო ზომის ბიზნესებს, გაზარდონ გაყიდვები, გავიდნენ საერთაშორისო ბაზარზე. მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, მხარი დავუჭიროთ აგრომიმართულების განვითარების ღონისძიებას. „ცივი ჯაჭვის“ რეგიონული კონფერენცია, ეს არის დამსწრე აუდიტორიისთვის კარგი შესაძლებლობა გამოცდილების გაზრდის და ცოდნის გაღრმავების მიმართულებით. კონკრეტულად, ეს ეხება იმას, თუ როგორ შეძლოს მიმწოდებელმა ექსპორტზე პროდუქტის სწორად და ჯანსაღ მდგომარეობაში გატანა. რაც ცხადია, მოწინავე პრაქტიკის  გათვალისწინება ორმაგად გაზრდის მომხმარებელს და ექსპორტზე გატანილ პროდუქციას. ჩვენ მომავალშიც ვგეგმავთ USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის წარმომადგენლებთან ერთად მხარი დავუჭიროთ მსგავს  პროექტებს“, - განაცხადა საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა, ზურაბ მასურაშვილმა.

 

ცნობისთვის, ცივი ჯაჭვი ლოგისტიკური ზომების კომპლექსია, რომელიც უზრუნველყოფს მუდმივ ტემპერატურასა და სხვა პარამეტრებს, რომლებიც აუცილებელია პროდუქტის სწორად შენახვისთვის და  მისი გადაადგილებისთვის წარმოებიდან მომხმარებლამდე.



(R)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up