საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მშობლებისთვის და ბავშვებისთვის ალტერნატიული სივრცე „კარგი ადგილი“ გაიხსნა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მშობლებისთვის და ბავშვებისთვის ალტერნატიული სივრცე „კარგი ადგილი“ გაიხსნა

access_time2022-05-19 13:15:13

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას აქტიურად აგრძელებს. ბანკთან პარტნიორობით, მშობლებისთვის და ბავშვებისთვის ალტერნატიული სივრცე - „კარგი ადგილი“ გაიხსნა. დაწესებულება მშობლების გაძლიერებასა და მხარდაჭერას ისახავს მიზნად, ხოლო ბავშვებისთვის უსაფრთხო და განმავითარებელ გარემოს ქმნის.


„კარგი ადგილის“ შექმნის იდეა, პანდემიის ფონზე ბავშვებში სოციალური ურთიერთობების დეფიციტის საპასუხოდ გაჩნდა.


„არსებულმა პანდემიურმა ვითარებამ, რომელმაც ვერ უზრუნველყო უწყვეტი კონტაქტური საგანმანათლებლო პროცესი, ხელი შეუწყო ბავშვებში სოციალური ურთიერთობების დეფიციტის შექმნას. გადავწყვიტეთ შეგვექმნა ალტერნატიული სივრცე, რომელიც მშობლებს და ბავშვებს მისცემდა შესაძლებლობას აღედგინათ ის მნიშვნელოვანი საჭიროება, რომელიც ბავშვის ფსიქოსოციალური და ემოციური უნარების განვითარების ხელშემწყობია“, - განმარტავს კომპანიის დამფუძნებელი, მარიამ წერეთელი.



„კარგი ადგილი“ არის სივრცე, სადაც ყოველი დღე სავსეა იმ მრავალფეროვანი აქტივობებით, რომლის მიზანიც ბავშვის მრავალმხრივი განვითარებაა. შაბათ-კვირის სასიამოვნოდ გასატარებლად, სტუმრებს სხვადასხვა აქტიობებს ვთავაზობთ. 12 წლამდე ასაკის ბავშვები აქ შეძლებენ საზაფხულო არდადეგების გატარებას, 1,8 წლიდან ბავშვებისთვის კი მრავალფეროვან მომსახურებას ვუზრუნველყოფთ, იქნება ეს ბაღისთვის მომზადება, ბავშვის საათობრივი დატოვება, დაბადების დღის გადახდა თუ სხვა. გარდა ამისა, მშობლებს შეუძლიათ გაიარონ საინტერესო ტრენინგები, რომელიც მეტად ჰარმონიულს გახდის მათ ინტერპერსონალურ ურთიერთობებს შვილებთან.


ამჟამად, ჩვენს საქმიანობაში 15-მდე ადამიანია ჩართული. ჩვენს პერსონალს გავლილი აქვს ყველა სათანადო ტრენინგი და გადამზადების კურსი. მათ აქვთ სულ მცირე 2 წლიანი გამოცდილება სკოლამდელი ასაკის ბავშვებთან ურთიერთობის და მაქსიმალურს აკეთებენ იმისთვის, რომ ბავშებს უსაფრთხო და მზრუნველ ფიზიკურ გარემოსთან ერთად, მიზნობრივი აქტივობები შესთავაზონ, რომელიც მიმართულია მათი შესაძლებლობების განმტკიცებაზე და გაზრდაზე. ჩვენი მიზანია, მეტ მშობელსა და ბავშვს შევუქმნათ გარემო, რომლის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები გააძლიერებს ბავშვებში ფიზიკური და სენსორული, სოციალურ-ემოციური, კომუნიკაციური, მეტყველების, შემეცნებითი უნარების, დამოუკიდებლობისა და ადაპტური ქცევის განვითარებას“, - დასძენს კომპანიის დამფუძნებელი.


(R)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up