საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „ლივინ დეველოპმენტი“ თანამედროვე საცხოვრებელ უბანს გააშენებს

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „ლივინ დეველოპმენტი“ თანამედროვე საცხოვრებელ უბანს გააშენებს

access_time2021-12-01 13:50:00

საქართველოს ბანკი სამშენებლო და დეველოპერული სექტორის ხელშეწყობას განაგრძობს. ბანკის ფინანსური მხარდაჭერით კომპანია „ლივინ დეველოპმენტი“ ნაძალადევში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე, თანამედროვე ტიპის საცხოვრებელი უბნის პროექტს ახორციელებს. პროექტის მხარდასაჭერად ბანკის მიერ 2,85 მლნ. აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია განხორციელდა.



აღნიშნული პროექტი ორ 12 სართულიან და ორ 9 სართულიან საცხოვრებელ კორპუსს, 4,800 კვ.მ.ზე მეტ გამწვანებულ სივრცეს და 200 საპარკინგე ადგილს გააერთიანებს. ტერიტორიაზე 600 მეტრზე მეტი სიგრძის ველობილიკი, საფეხბურთო და საკალათბურთო მოედნები განთავსდება.



გარდა ამისა, თანამედროვე უბანი გააერთიანებს 7 პენტჰაუსს, 42 ბინას დამოუკიდებელი გასასვლელით გამწვანებულ ეზოში და ცალკე მდგომ კომერციულ ფართს მიწისქვეშა პარკინგით.




„ლივინ დეველოპმენტის“ ახალი, საინტერესო პროექტი ძველი საწარმოს ადგილას თანამედროვე ტიპის საცხოვრებელი უბნის მოწყობას გულისხმობს. უბანი ავტომობოლებისგან თავისუფალ, მყუდრო ტერიტორიაზე 460 ზე მეტ საცხოვრებელ ბინას და სხვადასხვა სივრცეებს გააერთიანებს. პროექტი სრულ შესაბამისობაში მოდის თანამედროვე სტანდარტებთან და მაცხოვრებლების მაქსიმალურ კომფორტს უზრუნველყოფს. ჩვენი პარტნიორის, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გვეძლევა შესაძლებლობა ჩანაფიქრი რეალობად ვაქციოთ“, - აცხადებს „ლივინ დეველოპმენტის“ დირექტორი და თანადამფუძნებელი, მამუკა წერეთელი.



„მოხარული ვართ, მხარი დავუჭიროთ „ლივინ დეველოპმენტის“ ახალი, მწვანე პროექტის განხორციელებას. თანამედროვე უბანი ერთ პროექტში სხვადასხვა სივრცეებს გააერთიანებს, რაც ნამდვილად დიდი კომფროტია მაცხოვრებლებისთვის. გვინდა წარმატება ვუსურვოთ კომპანიას საკუთარ საქმიანობაში. ჩვენ კი არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ბიზნესის გვერდით დგომას“, - განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მომსახურების დირექტორის მოადგილემ, ვალერი ნარსიამ.



(R)






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up