საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „ლიტერატურული კამპუსები“ მოეწყობა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „ლიტერატურული კამპუსები“ მოეწყობა

access_time2021-08-03 11:35:04

საქართველოს ბანკისა და „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ პარტნიორობის ფარგლებში  სტუდენტებისთვის ლიტერატურისა და კინოს თემაზე სტუდენტური კამპუსები მოეწყობა. მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, გაიცნონ ქართველი მწერლები და რეჟისორები, მათთან ერთად ისაუბრონ ლიტერატურაზე, კინოსა და შემოქმედებითი ინდუსტრიების სხვა სფეროებზე. გარდა ამისა, დღის განმავლობაში დაგეგმილი შემეცნებითი აქტივობებისას განივითარონ დებატების წარმართვის, გუნდურად მუშაობის, ლიდერობისა და კრიტიკულად აზროვნების უნარები.  ასევე, ნახონ  ფილმები,  ჩაერთონ მათ განხილვაში; შეიძინონ  ახალი ინტერესები და მეგობრები.

 

კამპუსები თელავში მოეწყობა, მასში მონაწილეობას თბილისის უმაღლესი და  პროფესიული სასწავლებლების 80 სტუდენტი მიიღებს. პროექტის ფარგლებში დღეში ორ-ორი ლექცია ჩატარდება. სტუდენტებს ლიტერატურისა და კინოს შესახებ ესაუბრებიან მწერლები: ანა კორძაია-სამადაშვილი, ეკატერინე ტოგონიძე, ეკო დეისაძე, ტორესა მოსი, გიორგი კეკელიძე, რეჟისორები უტა ბერაია, პაატა ციკოლია და კინომცოდნე, ნენო ქავთარაძე. საუბრების სპექტრი მოიცავს, როგორც თანამედროვე, ისე კლასიკურ ხელოვნებასაც.

 

„სტუდენტური კამპუსის“ მიზანია ქართველ სტუდენტებს სალიტერატურო პროცესებზე, ბოლო კვლევებსა და ტენდენციებზე მიაწოდოს ინფორმაცია და გაზარდოს მათი ინტერესი შემოქმედებითი ინდუსტრიის დარგების მიმართ. პროექტში ჩართულობა შესაძლოა, სამომავლოდ განმსაზღვრელიც კი აღმოჩნდეს მათ მიერ პროფესიის ან სამუშაო მიმართულების არჩევისას. ჩვენი მიზანია, ბანაკიდან დაბრუნებულ სტუდენტს გავუღვივოთ ინტერესი გახდეს მკითხველი, სწორედ გაიაზროს წაკითხული ტექსტი თუ ნანახი ფილმი და გაუჩნდეს სურვილი, ყოველთვის ეძიოს ახალი შესაძლებლობები“, - აცხადებს „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ დირექტორი, ნინია მაჭარაშვილი.


 

„მოხარული ვართ, რომ პარტნიორობის ფარგლებში კიდევ ერთ საინტერესო პროექტს ვუჭერთ მხარს. კამპუსი მონაწილეებს აძლევს შესაძლებლობას, სფეროს წარმომადგენლებისგან შეიტყონ კიდევ უფრო მეტი კინოსა და ლიტერატურაზე, ჩაერთონ შემეცნებით და ჯგუფურ აქტივობებში და აღმოაჩინონ ახალი ინტერესები. საქართველოს ბანკის მიზანია ამ და სხვა პროექტებით ხელი შეუწყოს ახალგაზრდების განვითარებას და ფორმალური თუ არაფორმალური განათლებისთვის საჭირო რესურსებზე წვდომას“, - განაცხადა საქართველოს ბანკის CSR მიმართულების ხელმძღვანელმა, თამარ გოჩაშვილმა.

 

ინფორმაციისთვის, UNESCO-ს პროექტი, „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ თბილისის მერიის ინიციატივითა და "საქართველოს ბანკის" მხარდაჭერით ხორციელდება. აღნიშნული ერთ-ერთია იმ მრავალი პროექტიდან, რომელსაც  საქართველოს ბანკი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, განათლების ხელშეწყობს მიზნით ახორციელებს. ვრცლად ბანკის სხვა CSR პროექტების შესახებ ინფორმაციას  აღნიშნულ ბმულზე გაეცნობით: https://csr.ge/ka

 (R)





დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-09-23 21:00:22
დღის TOP 10 საინტერესო ამბავი:   1. ბათუმში კუნძულის აშენებას „ამბასადორი“ აპირებს – ახალი მონაცემები აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის მიერ დაანონსებული კუნძულის მშენებლობას ბათუმში შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ გეგმავს.     2. მუნიციპალიტეტების შავი ხვრელი - რატომ...

ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა, ევროსთან კი გამყარდა

ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა, ევროსთან კი გამყარდა
access_time2021-09-23 18:00:28
23 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 0.24 თეთრით 3.1179-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე დღის ბოლოს კურსმა 3.1100 შეადგინა. საერთაშორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 0.19 თეთრით 3.6532-მდე გამყარდა, ხოლო ბრიტანულ ფუნტთან 1.36 თეთრით 4.2650-მდე გაუფასურდა. თურქულ ლირასთან ლარი 0.01 თეთრით 0.3601-მდე, ხოლო აზერბაიჯანულ მანათთან 0.31 თეთრით 1.8322-მდე გამყარდა. 100 რუსულ რუბლთან კი 0.58 თეთრით 4.2872-მდე, ხოლო 1000 სომხურ დრამთან 3.35 თეთრით...

ბათუმში კუნძულის აშენებას „ამბასადორი“ აპირებს – ახალი მონაცემები

ბათუმში კუნძულის აშენებას „ამბასადორი“ აპირებს – ახალი მონაცემები
access_time2021-09-23 17:20:01
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის მიერ დაანონსებული კუნძულის მშენებლობას ბათუმში შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ გეგმავს. ეს ინფორმაცია „ბათუმელებმა“ ინფორმირებულ პირებთან კომუნიკაციისა და საჯარო რეესტრის მონაცემებზე დაყრდნობით დაადასტურა. ინვესტორი ელგუჯა ქებურიასთან ერთად ბიზნესმენი ფრიდონ ქათამაძეა, თუმცა მისი წილი კომპანიაში ბევრად მცირე – 18 პროცენტია. ამ პროექტისთვის შპს „ამბასადორ ბათუმი აილენდი“ 2021 წლის ივნისში დააფუძნა ოფშორში,...

BAG ინდექსი: კომპანიების საინვესტიციო გეგმები პანდემიამდე არსებულ მდგომარეობას უბრუნდება

BAG ინდექსი: კომპანიების საინვესტიციო გეგმები პანდემიამდე არსებულ მდგომარეობას უბრუნდება
access_time2021-09-23 14:30:32
BAG ინდექსის ფარგლებში, საქართველოს ბიზნეს ასოციაცია, წევრებისა და მათი შვილობილი კომპანიების ინვესტიციების ცვლილების ტენდენციასაც აკვირდება. ცხადია, 2020 წელს, მკვეთრად შემცირებული შიდა თუ საგარეო მოთხოვნის, ლოგისტიკური სირთულეებისა და სხვა დაბრკოლებების გათვალისწინებით, კომპანიებმა თავიანთი საინვესტიციო გეგმები მნიშვნელოვნად დააკორექტირეს. მიმდინარე წელს კი, პანდემიის მიუხედავად, ინვესტიციების ზრდის ტემპი კოვიდამდე არსებულ მდგომარეობას უბრუნდება. ცნობისათვის, 2019 წელს ჯამური ინვესტიციები...

ვლადიმერ პაპავა: საუბარი, რომ „ვისოლში“ საწვავი არ ჩავასხათ, კონკრეტულ ქსელში საკვები არ ვიყიდოთ, ბიზნესზე ტერორია

ვლადიმერ პაპავა: საუბარი, რომ „ვისოლში“ საწვავი არ ჩავასხათ, კონკრეტულ ქსელში საკვები არ ვიყიდოთ, ბიზნესზე ტერორია
access_time2021-09-23 14:55:34
ეკონომიკის ექსპერტმა ვლადიმერ პაპავამ სარეკლამო ბიზნესზე ზეწოლის შესახებ „პრაიმტაიმის“ პრეს–კლუბში განცხადება გააკეთა. მისი თქმით, იმაზე საუბარი, რომ „ვისოლში“ საწვავი არ ჩავასხათ, კონკრეტულ ქსელში საკვები არ ვიყიდოთ, ბიზნესზე ტერორია. „ქვეყანაში დღეს წინასაარჩევნო პერიოდია. დაძაბული სიტუაციაა. პოლიტიკურად ცხელი შემოდგომაა. ამ პირობებში არის ხშირი ურთიერთბრალდება. ამაში, სამწუხაროდ, ყვება ბიზნესი. ნუ გვავიწყდება, რომ ცხოვრება არჩევნების შემდეგაც გრძელდება და ეს...


მსგავსი სიახლეები

up