საქართველოს ბანკის მხარდაჭერით კომპანია „კაიამ“ მზის ელექტროსადგური დაამონტაჟა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით კომპანია „კაიამ“ მზის ელექტროსადგური დაამონტაჟა

access_time2021-10-12 11:20:00

საქართველოს ბანკი ბიზნესების მხარდაჭერასა და განვითარებას აგრძელებს. ამჯერად ბანკმა სახელმწიფო პროგრამა- „აწარმოე საქართველოსთან“ ერთად კომპანია „კაიას“ მზის პანელების ელექტროსადგურის განთავსებისთვის ფინანსური რესურსი გამოუყო.


პროექტის საინვესტიციო მოცულობა 185 000 ლარს შეადგენს, რაც სრულად ბანკის მიერ დაფინანსდა. მზის პანელების დამონტაჟების შემდეგ კომპანია 110 კვტ-ის სიმძლავრის სადგურით დაახლოებით 150 000 კვტ/სთ ენერგიის გამომუშავებას შეძლებს, რაც ელექტროენერგიის გაძვირებული ტარიფის ფონზე, კომპანიას მისცემს შესაძლებლობას, დაზოგოს ფინანსური რესურსი და ის წარმოების სამომავლო განვითარებას მოახმაროს.


კომპანია „კაია“ ქართული მძიმე მრეწველობის სექტორში საქმიანობს. ის 2011 წლიდან ოპერირებს ბაზარზე და აწარმოებს ლითონის სამშენებლო და სახარჯ მასალებს.მის წარმოებაში არსებული ლითონის მასალები ფართოდ გამოიყენება როგორც სამრეწველო, ისე საყოფაცხოვრებო მიმართულებით. კომპანია მრავალპროფილურია. კომპანია პროდუქციას სარეალიზაციოდ აწარმოებს და ღირსეულ კონკურენციას უწევს იმპორტირებულ ნაწარმს.



„ჩვენი ერთგული პარტნიორის, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ვაგრძელებთ მუდმივ განვითარებას. მნიშვნელოვანია, რომ ბანკის მხრიდან მიღებული დაფინანსების პარალელურად კომპანიამ მიიღო „აწარმოე საქართველოს“ დაფინანსებაც. პროექტის საერთო ღირებულება შეადგენს 245 000 ლარს, საიდანაც კომპანიის მხრიდან გასაწევი ხარჯი მხოლოდ 7000 ლარს შეადგენს. ეს მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა ჩვენთვის და გვაძლევს შესაძლებლობას, ვიზრუნოთ სამომავლო გაფართოებაზე, ახალი ტექნოლოგიების ათვისებაზე, კიდევ უფრო მეტი სამუშაო ადგილის შექმნაზე“,- განაცხადა კომპანიის დირექტორმა, ილია ბაჩანიძემ.


„მოხარული ვართ რომ გვაქვს შესაძლებლობა, წვლილი შევიტანოთ ეროვნულ საქმეში, რასაც ქართული მძიმე მრეწველობის წახალისება და ხელშეწყობა ჰქვია. სასიამოვნოა, რომ ეს ჩვენი და „კაია“-ს უკვე მესამე წარმატებული ერთობლივი პროექტია, რომელიც ბანკის პარტნიორ კომპანიასთან „ჰელიოს ენერჯისთან“ ერთად განხორციელდა. მნიშვნელოვანია, რომ „კაია“ მიზნად ისახავს ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობას და მუდმივად ზრუნავს განვითარებაზე. მიგვაჩნია, რომ კომპანიები, რომლებიც ორიენტირებულები არიან წინსვლაზე და არ ჩერდებიან, ნადვილად შეძლებენ წარმატების მიღწევას. ბანკში გვჯერა, რომ თუკი ხელს შევუწყობთ ასეთ ბიზნესებს, ჩვენ ერთად შევძლებთ წარმატებეული ეკონომიკის მშენებლობას“,- განაცხადა ზურაბ მასურაშვილმა, საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა.


(R)




საქართველოში ხვალიდან „მწვანე პასპორტი“ ამოქმედდება

საქართველოში ხვალიდან „მწვანე პასპორტი“ ამოქმედდება
access_time2021-11-30 20:55:41
ხვალიდან საქართველოში "მწვანე პასპორტი" ამოქმედდება.შეგახსენებთ, რომ მოქალაქეს მწვანე სტატუსი მიენიჭება იმ შემთხვევაში თუ ის აკმაყოფილებდეს შემდეგი კრიტერიუმებიდან ერთ-ერთს:• არის სრულად ვაქცინირებული;• გადატანილი აქვს Covid-19 და ვირუსის დადასტურებიდან გასულია 14 დღე;• ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PCR ტესტი;• ჩატარებული აქვს 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ ტესტი;პანდემიის ეფექტური მართვისა და ბიზნესისა და მოქალაქეების მიერ...

„საპარტნიორო ფონდს“ დიდი სიკეთის მოტანა შეუძლია და ეს რესურსი ქვეყანამ კარგად უნდა გამოიყენოს – დავით საგანელიძე

„საპარტნიორო ფონდს“ დიდი სიკეთის მოტანა შეუძლია და ეს რესურსი ქვეყანამ კარგად უნდა გამოიყენოს – დავით საგანელიძე
access_time2021-11-30 16:55:17
„მოხარული ვარ, რომ საქართველოს მთავრობამ, პრემიერ ღარიბაშვილის ინიციატივით, „საპარტნიორო ფონდის“ რეორგანიზაციის პროცესის მოკლე დროში დასრულების გადაწყვეტილება მიიღო. ფონდს ქვეყნის ეკონომიკისთვის დიდი სიკეთის მოტანა შეუძლია და ეს რესურსი ქვეყანამ კარგად უნდა გამოიყენოს“, – ამის შესახებ „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, დავით საგანელიძემ ექსპერტებთან შეხვედრაზე განაცხადა. შეხვედრა, სადაც „ფონდის რეორგანიზაციის“ გზებსა და ვარიანტებზე იმსჯელეს „ახალგაზრდა ფინანსისტთა და...

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა, ლირასთან გამყარდა

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა, ლირასთან გამყარდა
access_time2021-11-30 18:00:39
30 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 3.12 თეთრით 3.1179-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე დღის ბოლოს კურსმა 3.1200 შეადგინა. საერთაშორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 6.02 თეთრით 3.5451-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 4.32 თეთრით 4.1636-მდე, 1000 სომხურ დრამთან 3.38 თეთრით 6.3916-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 1.95 თეთრით 1.8348-მდე, 100 რუსულ რუბლთან 4.60 თეთრით 4.1660-მდე გაუფასურდა. ლარი თურქულ ლირასთან 0.54 თეთრით 0.2387-მდე...

საპენსიო სააგენტო ფასიან ქაღალდებში ინვესტირებას იწყებს - სამიზნე თეგეტა და ნიკორაა

საპენსიო სააგენტო ფასიან ქაღალდებში ინვესტირებას იწყებს - სამიზნე თეგეტა და ნიკორაა
access_time2021-11-30 16:55:10
საქართველოს საპენსიო სააგენტო ადგილობრივ ბაზარზე კომპანიების ფასიან ქაღალდებში ინვესტირებას იწყებს. ამის შესაძლებლობა ფონდს, 1-ელ ოქტომბერს, სპეცდეპოზიტარად საქართველოს ბანკის შერჩევის შემდეგ...

საგანელიძე: გამოვიცვალეთ ოთხი პრემიერი და ისევ იქ ვიყავით

საგანელიძე: გამოვიცვალეთ ოთხი პრემიერი და ისევ იქ ვიყავით
access_time2021-11-30 16:49:49
საპარტნიორო ფონდის დირექტორი დავით საგანელიძე ფონდის რეფორმასთან დაკავშირებით ირაკლი ღარიბაშვილს მადლობას უხდის. „მადლობა ირაკლი ღარიბაშვილს. ის რომ არა, ისევ ვიქნებოდით გაურკვევლობაში. გამოვიცვალეთ ოთხი პრემიერი და ისევ იქ ვიყავით - ყველა ამბობდა კი, მაგრამ ის, რაც მან თქვა, არავის უთქვამს, რეფორმა ადგილიდან არ დაძრულა“, - აცხადებს საგანელიძე. საგანელიძე შეურაცხმყოფელს უწოდებს ფონდის საქმიანობის გამჭვირვალობასთან...


მსგავსი სიახლეები

up