საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გურჯაანში 110 ტონა მოცულობის სამაცივრე მეურნეობა მოეწყო

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გურჯაანში 110 ტონა მოცულობის სამაცივრე მეურნეობა მოეწყო

access_time2021-10-21 13:18:05

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გურჯაანის რაიონში, სოფელ ჩუმლაყში, სამაცივრე მეურნეობა გაფართოვდა. მეურნეობა ატმის, გარგრის, ხურმისა და კარალიოკის შენახვას ხმარდება და 20 ადამიანს ასაქმებს. პროექტის ხელშეწყობის მიზნით, ბანკის მიერ განხორციელებულმა ინვესტიციამ 130,000 ლარი შეადგინა, მისი ჯამური ღირებულება კი 200,000 ლარია.



„საქართველოს ბანკისგან ფინანსური რესურსი სექტემბერში მოვიძიე, სამაცივრე მეურნეობის მშენებლობის ეტაპზე ვართ, რაც 50 ტონა მოცულობის სამაცივრე მეურნეობს მოწყობას გულისხმობს. ფაქტობრივად უკვე ბოლო ეტაპია, კეთდება აგრეგატი, რაც სამაცივრე მეურნეობას სჭირდება და თვითონ შენობის მოწესრიგებაც სრულდება, ვფიქრობთ საბოლოოდ 1-2 თვეში დავასრულებთ.


საქართველოს ბანკთან რამდენიმე წლიანი თანამშრომლობა გვაქვს და ძალიან კმაყოფილები ვართ. რამდენჯერმე გამოვიყენეთ მათი ფინანსური მხარდაჭერა და მისი დახმარებით ამ ეტაპზე 2 მაცივარი გვაქვს, ჯამში 60 ტონის მოცულობის, რაც უკვე ექსპლუატაციაშია შესული და მუშაობს. სამომავლოდ გაფართოებას კიდევ ვგეგმავთ, გვსურს თანამედროვე ტექნოლოგია დავნერგოთ და ჩვენს პარტნიორად ისევ საქართველოს ბანკს მოვიაზრებთ, როგორც ერთგულ პარტნიორდ,“-
ამბობს შალვა ქართელიშვილი.


„საქართველოს ბანკისა და ჩვენი პარტნიორი ბიზნესის თანამშრომლობა კვლავ გრძელდება. კომპანიამ 4480 კვ.მ. ფართობზე 110 ტონა მოცულობის სამაცივრე მეურნეობა გააშენა, სადაც სხვადასხვა სახეობის ხილის შენახვას უზრუნველყოფს. ბიზნესების სხვადასხვა განვითარების ეტაპზე მხარდაჭერა და მათ სამომავლო განვითარებაზე ზრუნვა საქართველოს ბანკის უცვლელი პრიორიტეტია. გვინდა წარმატება ვუსურვოთ გუნდს, ჩვენ კი აქტიურად ვაგრძელებთ ისეთი პროექტების მხარდაჭერას, რომელიც ხელს უწყობს ეკონომიკის გაჯანსაღებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და რეგიონის გაძლიერებას“,
– აცხადებენ საქართველოს ბანკში.



(R)





ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა, რუბლთან გაუფასურდა

ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა, რუბლთან გაუფასურდა
access_time2021-12-03 18:00:48
3 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 0.73 თეთრით 3.1210-მდე გამყარდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე დღის ბოლოს კურსმა 3.1093 შეადგინა. საერთაშორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 1.39 თეთრით 3.5302-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 2.16 თეთრით 4.1447-მდე, ხოლო აზერბაიჯანულ მანათთან 0.46 თეთრით 1.8375-მდე, ლარი თურქულ ლირასთან 0.40 თეთრით 0.2291-მდე, 1000 სომხურ დრამთან 5.39 თეთრით 6.3327-მდე გამყარდა. 100 რუსულ...

მოქალაქეებს სახელმწიფო და კერძო დაზღვევით ერთდროულად სარგებლობის უფლება მიეცეთ – სადაზღვევო კომპანიების შეთავაზება

მოქალაქეებს სახელმწიფო და კერძო დაზღვევით ერთდროულად სარგებლობის უფლება მიეცეთ – სადაზღვევო კომპანიების შეთავაზება
access_time2021-12-03 15:32:51
სადაზღვევო კომპანიები მოსახლეობისთვის მედიკამენტების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით ინიციატივით გამოდიან. ისინი მთავრობას სთავაზობენ, მედიკამენტების ფასების რეგულირების ნაცვლად, სხვა სახის გადაწყვეტილებები იქნას მიღებული. მათი ნაწილის ინიციატივა შემდეგია: როგორც ცნობილია, 2017 წლიდან „საყოველთაო ჯანდაცვის“ პროგრამაში ცვლილებები შევიდა და დიფერენცირებული პაკეტები მოქმედებს. კერძოდ, ყოველთვიურად 1000 ლარზე ნაკლები შემოსავლის მქონე მოქალაქეები,...

დღის TOP10 საინტერესო ამბავი

დღის TOP10 საინტერესო ამბავი
access_time2021-12-03 21:00:10
დღის TOP10 საინტერესო ამბავი:     1. თემურ ჭიჭინაძე ენერგოკომპანიებთან დადებული ხელშეკრულებების გადახედვას ითხოვს ენერგომომარაგების ხელშეკრულებების უმეტესობა გაუმჭვირვალობის გამო უამრავ კითხვას აჩენს. ეს მხოლოდ ტარიფებს არ ეხება,  ენერგეტიკოსი თემურ ჭიჭინაძე აცხადებს, რომ თავიდან ბოლომდე  ეჭვს იწვევს როგორც ჰესების...

საქართველოში, მხოლოდ გრატოს სათბურებში მოყვანილი, შობის ვარსკვლავი

საქართველოში, მხოლოდ გრატოს სათბურებში მოყვანილი, შობის ვარსკვლავი
access_time2021-12-03 14:55:22
გრატო, ერთადერთი სათბურია საქართველოში, რომელსაც 10 წელია შობის ვარსკვლავი ადგილზე მოჰყავს. პოინსეტია ტროპიკული მცენარეა, ამიტომ მას ესაჭიროება კონკრეტული პირობების შექმნა, რაც გრატოს სათბურებში მაქსიმალურად არის მიღწეული. გრატოს სათბურებში, მცენარეებს, ჩითილის ფაზიდანვე უტარდება მუდმივი, ყოველკვირეული კონტროლი მავნებელ-დაავადებებზე. ვინაიდან, მათი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა, მომხმარებელს მიაწოდონ ჯანმრთელი და ხარისხიანი მცენარე. ასევე, პოინსეტიას...

სამომხმარებლო კალათაში შემავალი 305 დასახელების პროდუქტიდან 270 გაძვირდა

სამომხმარებლო კალათაში შემავალი 305 დასახელების პროდუქტიდან 270 გაძვირდა
access_time2021-12-03 14:30:17
ნოემბერში საქართველოში ინფლაციის წლიურმა განაკვეთმა 12.5% შეადგინა, თუმცა ცალკეულ პროდუქციაზე ფასები ბევრად უფრო მეტად გაიზარდა. სამომხმარებლო კალათაში შესული 305 დასახელების პროდუქტიდან და მომსახურებიდან 270 შემთხვევაში ფასები გაიზარდა, 10 დასახელების პროდუქტზე უცვლელად შენარჩუნდა 25 შემთხვევაში კი შემცირდა.   ბოლო ერთ წელიწადში თევზის კონსერვი და მოხარშული ძეხვი 13-13 პროცენტით გაძვირდა, შოკოლადი, ნიგოზი, ბანანი და კარაქი 14-14 პროცენტით, შებოლილი ხორცი 16%-ით, სულგუნი...


მსგავსი სიახლეები

up