საქართველოს ბანკის მხარდაჭერით განათლების მე-10 საერთაშორისო გამოფენა გაიმართება

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით განათლების მე-10 საერთაშორისო გამოფენა გაიმართება

access_time2020-02-27 11:27:30

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით უმაღლესი და პროფესიული განათლების, საზღვარგარეთ სწავლისა და სტუდენტური სერვისების მე-10 საერთაშორისო გამოფენა გაიმართება. ღონისძიების ფარგლებში 12 სხვადასხვა ქვეყნიდან წარმოდგენილი (საქართველო,აშშ,გაერთიანებული სამეფო,გერმანია,ესტონეთი,თურქეთი,იტალია, ლიეტუვა, პოლონეთი,საფრანგეთი, სომხეთი, უკრაინა) იქნება 80-მდე საერთაშორისო თუ ადგილობრივი უნივერსიტეტი, კოლეჯი, ასევე, უმაღლესი სასწავლებელი და პროფესიული განათლების დაწესებულება. გამოფენაზე მისული მომავალი სტუმრები გაეცნობიან საქართველოს ბანკის სპეციალურად სტუდენტებისთვის შექმნილ ბარათს, რაც მათ აძლევს შესაძლებლობას ტრანსპორტში გადაიხადონ შეღავათიანი ტარიფით, უფასოდ გამოიყენონ მობილბანკი, ინტერნეტბანკი, S


MS ბანკი, TskApp აპლიკაცია, დააგროვონ PLUS-ები. ასევე, ისარგებლონ სტუდენტური შეთავაზებებით სხვადასხვა სავაჭრო თუ კვების ობიექტებში.


გამოფენაზე მისული სტუდენტები განათლების მიღების შესაძლებლობებსა და სასწავლო პროგრამებს გაეცნობიან. ასევე, ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება ის საგანმანათლებლო პროექტები რასაც საქართველოს ბანკი უკვე წლებია ახორციელებს. ესენია: ფულბრაიტის, ჩივნინგის სასტიპენდიო პროგრამები. შარშან ბანკმა ახალი სასტიპენდიო პროგრამის Miami Ad School-ის განხორციელებაც დაიწყო, რომელიც ყოველწლიურად ერთ ქართველ სტუდენტს მისცემს შესაძლებლობას, Miami Ad School Europe-ში სრული დაფინანსებით ისწავლოს.



ორდღიანი ღონისძიების ფარგლებში გაიმართება თემატური ღონისძიებები პრეზენტაციები, ვორკშოპები, ლექციები და სემინარები. ასევე დაჯილდოების ფარგლებში გამოვლინდება დამთვალიერებლის რჩეული; ყველაზე ინტერაქტიული, ინოვაციური და ინფორმაციული სტენდი, ასევე ნაყოფიერი და წარმატებული თანამშრომლობისთვის დაჯილდოვდებიან საგანმანათლებო ორგანიზაციები.


„საქართველოს ბანკი, როგორც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ორგანიზაცია, არაერთი წელია მხარს უჭერს განათლებას, აფინანსებს სამაგისტრო სტიპენდიებს დიდ ბრიტანეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში და ახლა უკვე გერმანიაშიც. ასევე, აფინანსებს განათლებასთან დაკავშირებულ საინტერესო პროექტებს. მაგალითად- ჩივნინგის, ფულ ბრაიტის, სან დიეგოს უნივერსიტეტის სასტიპენდიო პროგრამას. ბანკი წარმატებული სტუდენტებისთვის ქმნის ახალ შესაძლებლობებს. სწორედ შარშან, ბანკმა დაიწყო ახალი პროექტის განხორციელება, რომლის ფარგლებშიც, ყოველ წელს, ერთი ქართველი სტუდენტი Miami Ad School Europe-ში სრული დაფინანსებით ისწავლის. მოხარული ვართ, ვიყოთ ასეთი მასშტაბური და საერთაშორისო განათლების გამოფენის მხარდამჭერები. საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია ხელი შევუწყოთ სტუდენტებს, მიიღონ უმაღლესი განათლება საზღვარგარეთ მათთვის სასურველ უნივერსიტეტში, შეიძინონ ევროპული და დასავლური გამოცდილება და აღმოაჩინონ უსაზღვრო შესაძლებლობები. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ კი ცოდნა და მიღებული გამოცდილება მოახმარონ საკუთარ კარიერულ წინსვლასა და განვითარებას“,- აცხადებენ საქართველოს ბანკში.


(R)




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up