საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ევროპული სტანდარტების საცხობი გაიხსნება

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ევროპული სტანდარტების საცხობი გაიხსნება

access_time2021-01-20 11:41:52

საქართველოს ბანკი ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობას განაგრძობს. ამჯერად ბანკის მხარდაჭერით კომპანია „სილლარი’’ თანამედროვე სტანდარტების საცხობის და ნახევარ-ფაბრიკატების პროექტს ახორციელებს. მისი ჯამური ღირებულება 1.100.000 ევროს შეადგენს, სადაც კერძო ინვესტიცია შეადგენს 850 000 ევროს, ხოლო ბანკის ფინანსური ჩართულობა კი 250,000 ევროს უტოლდება.


აღნიშნული საწარმო სურსათის ეროვნული სააგენტოს ნორმებს და რეგულაციებს, ასევე ევრო სტანდარტების ყველა მოთხოვნას დააკმაყოფილებს. საწარმოში ინტეგრირებული იქნება ISO 22000 და HACCP სისტემები. საცხობი აღჭურვილი იქნება როგორც საერთაშორისო დონის დანადგარებით, რომელიც შეძენილია ყველაზე თანამედროვე იტალიურ კომპანიებში და აქვთ სერთიფიკატი EURO-1, ასევე საოფისე და სამაცივრე-სასაწყობო განყოფილებებით. საწარმო მომხმარებელს სხვადასხვა სახეობის იტალიურ პურებს „Piadina“-ს შესთავაზებს, ასევე ექნება ასორტიმენტში მზა სენდვიჩები, დაჭრილი ლორი და ყველი. ასევე, ღვინისთვის ასორტები სადაც წარმოდგენილი იქნება ქართული ყველი, ჩირეული, თხილი, ნიგოზი, ჩურჩხელები და დელიკატესები, რომლის რეალიზაციაც როგორც საქართველოში, ასევე უკრაინაში, რუსეთში, ჩინეთში და ევროპისა და არაბეთის სხვადასხვა ქვეყნებში მოხდება. ობიექტი 30 ადამიანს დაასაქმებს, მისი გახსნა კი მარტში იგეგმება.



„საქართველოს ბანკი ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობის მიზნით, მცირე ზომის ბიზნესების მხარდაჭერას განაგრძობს. სულ მალე, ბანკის ჩართულობით ევროპული სტანდარტის ახალი საცხობი გაიხსნება. საწარმო მომხმარებელს მაღალი ხარისხისპურის მრავალსახეობას შესთავაზებს, სამომავლოდ კი ასორტიმენტს კიდევ უფრო გაამრავალფეროვნებს. მსგავსი პროექტების მხარდაჭერა ბანკის ერთერთ უცლელ პრიორიტეტად რჩება, რადგან ის ხელს უწყობს საქართველოში ბიზნესის განვითარებას და ახალი სამუშაო ადგილებს შექმნას. საბოლოო ჯამში კი ეს ყველაფერი დადებითად აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე.“ - განაცხადა საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო მიმართულების ხელმძღვანელმა, ზურაბ მასურაშვილმა.


შპს „სილლარი“ 2019 წლის მარტიდან არის თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმო, რომლის საქმიანობა რეგულირდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის, ,,თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სპეციალური კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.


(R)





Handelsblatt: რატომ რჩება უკრაინა ინვესტორებისთვის მიმზიდველ ქვეყნად?

Handelsblatt: რატომ რჩება უკრაინა ინვესტორებისთვის მიმზიდველ ქვეყნად?
access_time2021-02-24 20:00:11
უკრაინის პრეზიდენტს ვლადიმირ ზელენსკის დღეს სიცილისთვის აღარ სცალია - ყოფილი მსახიობი-კომიკოსი დღეს მკაცრი მზერით კამერაში იყურება და 3 უკრაინული ტელეარხისთვის  მაუწყებლობის ლიცენზიის ჩამორთმევის შესახებ აცხადებს.     ის ყოველგვარ ბრალდებებს ცენზურის დამყარებაში კატეგორიულად უარყოფს - მისი თქმით, საუბარია არა პრესის თავისუფლების შეზღუდვაზე, არამედ ეროვნულ უსაფრთხოებაზე.     ეს 3 ტელეკომპანია - ZIK, NewsOne...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-02-24 21:00:30
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1. ირაკლი ღარიბაშვილმა შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქების გეგმა წარადგინა - რა იხსნება მარტიდან? საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქების გეგმა...

საქართველოში სეტყვის საწინააღმდეგო ბადეების წარმოება დაიწყება

საქართველოში სეტყვის საწინააღმდეგო ბადეების წარმოება დაიწყება
access_time2021-02-24 19:00:17
სეტყვის საწინააღმდეგო და მზისგან დამცავი ბადეების წარმოება საქართველოში უკვე გაზაფხულზე დაიწყება.    ქარელის რაიონში ქარხნის გახსნა 2021 წლის იანვრისთვის იგეგმებოდა, თუმცა, პანდემიის გამო რამდენიმე თვით გადაიდო.    ქარხანას კომპანია Agrobade LTD აშენებს. მისი დამფუძნებლის ავთანდილ მაისურაძის თქმით, წარმოების იდეა ბაზრის შესწავლის შემდეგ გაჩნდა.   „ჩვენ ამ ტიპის...

PMC კვლევა: საქართველო ტურისტების პანდემიამდელ რაოდენობას 2023 წლისთვის მიიღებს

PMC კვლევა: საქართველო ტურისტების პანდემიამდელ რაოდენობას 2023 წლისთვის მიიღებს
access_time2021-02-24 17:38:28
საქართველო ტურისტების პანდემიამდელ რაოდენობას 2023 წლისთვის მიაღწევს, - ასეთია PMC კვლევითმა ცენტრის გამოკითხვის შედეგები.   გამოკითხულ ექსპერტთა უმრავლესობის აზრით (53.3%) ტურისტების რაოდენობა პანდემიამდელ მდგომარეობას დაუბრუნდება 2023 წელს, 26.7%-ის აზრით 2024 წელს.   რესპონდენტებს სთხოვეს გაეკეთებინათ პროგნოზი, თუ რამდენად აღდგება ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 2021 წელს, 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით. 60% ვარაუდობს, რომ 2021 წელს მიღებული...

სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა.. - რომელი ქვეყნის მოქალაქეებს შეეძლებათ გამარტივებული წესით შემოსვლა1 მარტიდან?

სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა.. - რომელი ქვეყნის მოქალაქეებს შეეძლებათ გამარტივებული წესით შემოსვლა1 მარტიდან?
access_time2021-02-24 16:30:17
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომელთა მოქალაქეებს საქართველოს საჰაერო საზღვრის გავლით ქვეყანაში შემოსვლა შეუძლიათ „პისიარ“ ტესტის ნეგატიური პასუხით, 1 -ელი მარტიდან ემატება სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, ყაზახეთი, რუსეთი, ბელარუსი.   როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, სახმელეთო საზღვრებზე ამ ეტაპზე ისევ ვინარჩუნებთ დღეს მოქმედ...


მსგავსი სიახლეები

up