საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „ჯაოკენმა“ კიდევ ერთი ფილიალი  ბათუმში გახსნა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „ჯაოკენმა“ კიდევ ერთი ფილიალი ბათუმში გახსნა

access_time2022-08-01 10:35:50

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდამჭერას განაგრძობს. ბანკისა და კომპანია „ჯაოკენის“ კიდევ ერთი წარმატებული პარტნიორობის შეგედაგ მორიგი ფილიალი ბათუმში, შავშეთის 60 ნომერში გაიხსნა. ახალ ლოკაციაზე მომხმარებელს 35 სხვადასხვა დასახელების ბრენდის კერამიკული და კერამოგრანიტის ფილების, ლამინირებული იატაკის, პარკეტის, შპალერის, ლაქ-საღებავების, სანტექნიკის, სააბაზანო ოთახის ავეჯისა და აქსესუარების შეძენა შეუძლია.


პროექტის საერთო საინვესტიციო მოცულობა 3.2 მლ ევროს აღწევს. ბანკის მხრიდან გამოყოფილი ფინანსური რესურსი კი 1.3 მლნ ევროს შეადგენს.


„ჯაოკენის ახალი შოურუმი, არის სივრცე, სადაც შეგიძლიათ რემონტის კეთების ის პროცესი გაიმარტივოთ, რომელიც პროდუქციის შერჩევასთან არის დაკავშირებული. ჩვენ კარგად გვესმის რომ რემონტისას ყველა ადამიანს სურს საკუთარი ინდივიდუალიზმის გამოხატვა. სწორედ ამიტომ, ბათუმის შოურუმში დაგხვდებათ უდიდესი არჩევანი, დატვირთული თანამედროვე ტენდენციებისა და სტილის მატარებელი ასორტიმენტით, რომელიც მაქსიმალურად მორგებულია ნებისმიერი გემოვნების მქონე მომხმარებელზე. აუცილებლად ხაზგასასმელია, რომ ჩვენთან წარმოდგენილი ყველა პროდუქტი არის ეკოლოგიურად სუფთა“,- განაცხადა ჯემალ ჯაოშვილმა, ჯაოკენის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და დირექტორმა.



ინფორმაციისთვის, კომპანია ჯაოკენი 1997 წელს დაარსდა. კომპანია უკვე მთელი საქართველოს მასშტაბით არის წარმოდგენილი ჯაოკენის შოურუმებით, ისეთ დიდ ქალაქებში, როგორიცაა თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, სენაკი და თელავი. კომპანია უზრუნველყოფს მსოფლიო დონის ბრენდებისა და ინოვაციური პროდუქტების იმპორტს ძირითადად ესპანეთიდან და იტალიიდან. ჯაოკენის გუნდი მუდმივ რეჟიმში მუშაობს, იმისათვის რომ მომხმარებელმა მიიღოს საუკეთესო მომსახურება.


(R)






დოლარისა და ევროს გატანა Visa/Mastercard-ზე, ასევე უკრაინული გრივნის გატანა IBAN ანგარიშის ნომერზე - WhiteBIT კრიპტოვალუტის ბირჟა აფართოებს თავისი სერვისების ფუნქციონალს.

დოლარისა და ევროს გატანა Visa/Mastercard-ზე, ასევე უკრაინული გრივნის გატანა IBAN ანგარიშის ნომერზე - WhiteBIT კრიპტოვალუტის ბირჟა აფართოებს თავისი სერვისების ფუნქციონალს.
access_time2022-09-29 13:55:25
უკრაინული წარმოშობის, ევროპაში ყველაზე დიდი კრიპტოვალუტის ბირჟა WhiteBIT, აგრძელებს თავისი სერვისების ფუნქციონალისა და შესაძლებლობების გაფართოებას. ამიერიდან WhiteBIT-ის მომხმარებლებს შეუძლიათ გაიტანონ დოლარი (USD) და ევრო (EUR) Visa/Mastercard საბანკო ბარათზე, ასევე გრივნა (UAH) საერთაშორისო საბანკო ანგარიშის ნომერზე - IBAN. ანუ, ახლა მომხმარებლებს აღარ სჭირდებათ დამატებითი სერვისები ან შუამავლები ამ ოპერაციების განსახორციელებლად - ამ ტრანზაქციის...

საქართველოს რკინიგზამ 2021 წელს ლარში შემოსავლის 11,95%-იანი ზრდა აჩვენა

საქართველოს რკინიგზამ 2021 წელს ლარში შემოსავლის 11,95%-იანი ზრდა აჩვენა
access_time2022-09-29 14:00:08
„საქართველოს რკინიგზამ“ 2021 წელს ლარში შემოსავლის 11,95%-იანი ზრდა აჩვენა,  8,04%-იანი წლიური ზრდა დაფიქსირდა  დოლარის კუთხითაც, ოღონდ ლარის კურსის რყევების გამო, ოდნავ შენელებული ტემპით - ამის შესახებ ინფორმაცია TBC Capital -  ის კვლევაშია მოცემული. მათივე ინფორმაციით, პოზიტიური დინამიკა 2022 წლის პირველ ნახევარშიც გაგრძელდა, როდესაც შემოსავალი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ლარში 12,06%-ით გაიზარდა, ხოლო 21,81% -ით...

უძრავი ქონების პლატფორმას - Georgia Real Estate ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს

უძრავი ქონების პლატფორმას - Georgia Real Estate ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
access_time2022-09-29 12:55:22
უძრავი ქონების პლატფორმას - Georgia Real Estate (დეველოპერული კომპანია m2-ის მფლობელი კომპანია) ახალი გენერალური დირექტორი, გურამ ახვლედიანი უხელმძღვანელებს. გურამ ახვლედიანი Georgia Capital-ის ჯგუფში, რომელიც Georgia Real Estate-ის დედა კომპანიაა, შვიდი წლის განმავლობაში სხვადასხვა პოზიციას იკავებდა. 2021 წლიდან დღემდე,  ის  Georgia Real Estate -ის ტექნიკური დირექტორი იყო.   გიორგი ვახტანგიშვილი, რომელიც Georgia Real Estate-ის გენერალური დირექტორის...

ქართული საწარმოების ვებ-გაყიდვები ქვეყნის ფარგლებს გარეთ გაიზარდა - ლიდერი ევროკავშირია

ქართული საწარმოების ვებ-გაყიდვები ქვეყნის ფარგლებს გარეთ გაიზარდა - ლიდერი ევროკავშირია
access_time2022-09-29 15:00:19
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 2021 წელს გამოკითხულ ქართულ საწარმოებზე დაყრდნობით, საქართველოს შემდეგ (49.2%), მის ფარგლებს გარეთ საწარმოების ონლაინ გაყიდვების უდიდესი წილი ევროპაზე მოდის (17.2%), რომელსაც მოსდევს დსთ-ს ქვეყნები (15%) და აშშ (5.8%). აღსანიშნავია, რომ ვებ-გაყიდვები 2020 წლის მაჩვენებელთან შედარებით ქვეყნების მიხედვით, შემცირებულია საქართველოში და გაზრდილია ყველა ძირითად ქვეყანაში. 2020 წელს საწარმოთა ვებ-გაყიდვების განაწილება...

„არ მაქვს უფლება, ბიძინა ივანიშვილის მიერ მიტაცებული ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში მხარი არ დავუჭირო სამოქალაქო საზოგადოებას“

„არ მაქვს უფლება, ბიძინა ივანიშვილის მიერ მიტაცებული ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში მხარი არ დავუჭირო სამოქალაქო საზოგადოებას“
access_time2022-09-29 12:37:21
ტელეკომპანია „ფორმულას“ დამფუძნებელი, დავით კეზერაშვილი განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ არასოდეს ჩარეულა და არც მომავალში ვაპირებს ჩარევას ცალკეული ოპოზიციური პარტიების დღის წესრიგის განსაზღვრაში. ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების გამო საქართველოში, ჩავთვალე, რომ ვალდებული ვარ, როგორც ჩვენ ქვეყანაში, ასევე რეგიონში განვითარებულ მოვლენებს გამოვეხმაურო, ჩემი პოზიცია დავაფიქსირო და საზოგადოებამდე ჩემი სათქმელი მივიტანო. დღეს...


მსგავსი სიახლეები

up