საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის პირველი ტექნოლოგიური კონფერენცია Touch Digital Summit გაიმართა. ღონისძიება 20 ნოემბერს გაიხსნა. 10 დღიანი ონლაინ კონფერენცია 100-ზე მეტ კომპანიას და 1000-ზე მეტ მონაწილეს ევროპიდან, ცენტრალური აზიიდან და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან აერთიანებდა. პროექტის მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს მონაწილეების სამომავლო პროფესიულ განვითარებას და სასარგებლო კავშირების დამყარებას.
კონფერენციის ფარგლებში, მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ დასწრებოდნენ პრეზენტაციებს, სემინარებს, მასტერკლასებსა და ვორქშოპებს, რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა ინოვაციური კომპანიის წარმომადგენლები უძღვებოდნენ. წარმოდგენილი კომპანიების ჩამონათვალშია: Google, Facebook, Deloitte, VICE, DeviantArt, Tesla, Rotten Tomatoes და სხვა. გარდა ამისა, კონფერენციის ძირითადი დრო დაეთმო ნეთვორქინგს და ბიზნეს შეხვედრებს, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს მონაწილეების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან დაკავშირებას.
„მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა მხარი დავუჭიროთ ისეთ მასშტაბურ და საერთაშორისო პროექტს, როგორიც ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ტექ კონფერენციაა. პროექტის მონაწილეებს მიეცათ უნიკალური შესაძლებლობა მათთვის საინტერესო თემებზე უახლესი ინფორმაცია ინდუსტრიის მოწინავე პროფესიონალებისგან მიიღონ. ამასთანავე, დაამყარონ ურთიერთობები სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან, რაც მხოლოდ პოზიტიურად აისახება მათ სამომავლო საქმიანობაზე. ჩვენ გვჯერა, რომ მსგავსი პროექტების განხორციელება მნიშვნელოვნად უწყობს ხელს პირველ რიგში მონაწილეების განვითარებას და ასევე ახალი საინტერესო პარტნიორობის დამყარებას“,- განაცხადა საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა, ლევან კობახიძემ.
წლევანდელ ღონისძიებაზე საერთაშორისო სპიეკრები საუბრობდნენ ხელოვნური ინტელექტის, მარკეტინგის, ბიზნეს წარმოების, დიზაინის, მომხმარებლის ქცევისა და სხვა უამრავი საინტერესო თემაზე.
„წელს თაჩმა გააერთიანა მონაწილეები მსოფლიოს 30 ქვეყნიდან, მარკეტერები, ბიზნეს მეწარმეები, დიზაინერები, დეველოპერები და სხვა სფეროთი დაინტერესებული ადამიანები. კონფერენციაში მონაწილეებს უამრავი ახალი შესაძლებლობა უჩნდებათ, როგორც ცოდნის გაღრმავების, ისე ბიზნეს განვითარებისა და ახალი კავშირების დამყარების მიმართულებით. ჩვენი მთავარი იდეა იყო და არის განათლება, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება, ურთიერთობების გაღრმავება და ბიზნეს პროცესების სხვა მასშტაბებზე გაფართოება.
წლევანდელ ღონისძიებაზე საერთაშორისო სპიეკრები საუბრობდნენ ხელოვნური ინტელექტის, მარკეტინგის, ბიზნეს წარმოების, დიზაინის, მომხმარებლის ქცევისა და სხვა უამრავი საინტერესო თემაზე. აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო 100+ მეტმა კომპანიამ, სადაც წარმოდგენილი იყო, ქართული და უმეტესწილად უცხოური კომპანიები“, - აღნიშნა თაჩის დამფუძნებელმა ბექა ქვარცხავამ.
ღონისძიებაზე დასწრება ნებისმიერ მეწარმეს, დიზაინერს, მარკეტერს, დეველოპერს თუ ტექნოლოგიური სიახლეებისა და ინოვაციური გადაწყვეტილებების მაძიებელს შეეძლო.
Startup Touch-ის ფარგლებში 250-ზე მეტი შეხვედრა შედგა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ პროექტი როგორც სტარტაპებისთვის, ასევე ინვესტორებისთვის ნაყოფიერი და ახალი შესაძლებლობების მომტანი იყო.
(R)