საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ბათუმში მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ბათუმში მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა

access_time2021-06-12 10:52:22

საქართველოს ბანკის მხარდაჭერითბათუმის პორტის ტერიტორიაზე მულტიმოდალურიტერმინალი გაიხსნა. პროექტი სატრანზიტო ტერმინალსა და სასაწყობე ობიექტებს აერთიანებს, რაც ცენტრალური აზიიდან მინერალური სასუქების მიღებას, შენახვასა და ევროპულ ბაზართან დაკავშირებას მოხმარდება.

 

პროექტი ამერიკული ტრეიდული კორპორაცია „Trammo“-სა და საერთაშორისო ლოჯისტიკური კომპანია „Wondernet Express Investment Group“ -ის ხელმძღვანელობით ხორციელდება. უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ტერმინალი სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო ეკოლოგიურ სტანდარტებთან, მისი დიზაინი კი ნებისმიერ კლიმატურ პირობებზეა მორგებული. 

 

პროექტის ჯამური ღირებულება 25 მლნ. აშშ დოლარს აღემატება. წლის განმავლობაში ტერმინალი 1 500 000 ტონამდე სასუქის გადამუშავებას უზრუნველყოფს.

 


აღნიშნულ ობიექტზე უკვე 100-მდე ადგილობრივია დასაქმებული. უახლოეს მომავალში კომპანია როგორც საინვესტიციო თანხის მოცულობის, ასევე სამუშაო ადგილების გაზრდას გეგმავს.    

 

„პროექტის შემუშავებაში ევროპის წამყვანი საპროექტო ინსტიტუტები და გემის დასატვირთი მოწყობილობებისა და სასაწყობე ტექნიკის მსოფლიოში უმსხვილესი მომწოდებლები მონაწილეობდნენ. ტერმინალი სრულიად ავტომატიზირებულია და ფილტრაციის უახლესი ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი. ობიექტის წყალობით, ახალი ლოჯისტიკური დერეფანი უმოკლესი და ყველაზე ხელსაყრელი მარშრუტი გახდება ცენტრალური აზიიდან შავი ზღვის მიმართულებით“, - განმარტავს მამუკა მურჯიკნელი, ბათუმის მინერალური სასუქების ტერმინალის გენერალური დირექტორი.

 

„მოხარული ვართ, რომ გვეძლევა შესაძლებლობა წვლილი შევიტანოთ კიდევ ერთი მასშტაბური და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაში. ახალი, სრულიად თანამედროვე ტერმინალის მშენებლობის პროცესში სფეროს წამყვანი საერთაშორისო კომპანიები იყვნენ უშუალოდ ჩართულნი. დარწმუნებული ვართ, რომ ობიექტი მნიშვნელოვან როლს ითამაშებს როგორც დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნაში, ასევე ეკონომიკის გაძლიერებაში. საქართველოს ბანკი კი მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს ქვეყნის სამომავლო განვითარებისთვის მნიშვნელოვანი პროექტების მხარდაჭერას“
- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ზურაბ ქოქოსაძემ.

(R)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up