საბანკო სექტორმა მომგებიანობის კოეფიციენტი გააუმჯობესა და 1-ლი ოქტომბრის მდგომარეობით, 33.46% შეადგინა. მეორე კვარტლის ბოლოს ეს მაჩვენებელი 29.7% იყო.
კაპიტალზე (ROE) უკუგების კოეფიციენტით ბაზრის ლიდერი საქართველოს ბანკია — 41,23%, მეორე ადგილზე თიბისი ბანკია — 39,34%.
სისტემურმა ბანკებმა თიბისიმ და საქართველოს ბანკმა კაპიტალის ბუფერი უკვე აღადგინეს და 6 თვის დივიდენდებიც გასცეს.
მესამე სისტემური ბანკის ლიბერთის კოეფიციენტი ამ დროისთვის 15.7%-ა. კაპიტალზე მომგებიანობის ზრდას ლიბერთიში სახელმწიფოსთან გაფორმებული კონტრაქტი აფერხებს, რომლის თანახმად ბანკი საპენსიო და სხვა სოციალურ მიმართულებას ემსახურება.
ლიბერთიმ წამგებიან ქეისზე რამდენჯერმე აღნიშნა. ბანკის მთავარმა აქციონერმა ირაკლი რუხაძემ ჯერ კიდევ ივნისში განაცხადა 2011 წელს გაფორმებული კონტრაქტის სიმახინჯეზე და ვადამდე შეწყვეტისთვის მზაობაზე - როცა ელისაშვილი/ვაშაძის პარტიებმა საპენსიო სესხის სიძვირეზე საარჩევნო კამპანია წამოიწყეს.
business-partner.ge