კონტენტმენეჯმენტი: აწყმოსა და მომავლის პროფესია

კონტენტმენეჯმენტი: აწყმოსა და მომავლის პროფესია

access_time2020-08-15 11:00:17

საქართველოს ბანკი

მომავლის პროფესიები

კონტენტმენეჯერი

 

კონტენტმენეჯმენტი: აწყმოსა და მომავლის პროფესია


გიფიქრიათ, როგორ შეცვალა ინტერნეტმა ჩვენი ცხოვრება? მისი როლი სოციალურ ევოლუციაში უკეთესად გამოჩნდა COVID-19-ის პანდემიის დროს. თითქმის ყველაფერმა გადმოინაცვლა ინტერნეტში და რაც ონლაინ სივრცის მიღმა დარჩა, გაქრა მომხმარებლის ცნობიერებიდან და, ალბათ, ფინანსურ ზარალსაც ითვლის.


ჩემს საქმიანობაზე გიამბობთ, რომელიც შესანიშნავად ერგება როგორც ჩვენი ჩვეული ცხოვრების რიტმს, ისე “new normal”-ად წოდებულ პოსტკრიზისულ პერიოდს.


კონტენტმენეჯმენტი არსებობდა ინტერნეტამდეც და იარსებებს ყოველთვის, სანამ ადამიანებს ერთმანეთთან საკომუნიკაციოდ ერთი არხი მაინც ექნებათ… და რადგან ყველა, თითქმის ყველა, სფერო იყენებს ვებგვერდს ან სოციალურ ქსელს, კონტენტმენეჯმენტი საჭირო პროფესიების სიაში მუდმივად დარჩება.



კონტენტმენეჯმენტი სტრატეგიის გაწერის, ინფორმაციის შექმნის, მიწოდებისა და შედეგის ანალიზის პროცესებს აერთიანებს. ამ ეტაპებს, განურჩევლად ინდუსტრიისა, გადის ყველა, ვინც მომხმარებელს ინტერნეტის რომელიმე არხის მეშვეობით უკავშირდება.


5 რჩევა კონტენტმენეჯერისთვის:

  1. მნიშვნელოვანია, სრულყოფილად ფლობდე გრამატიკას და უფრო მეტად მნიშვნელოვანია, „კალამი გიჭრიდეს“…  კოპირაიტინგი ამ საქმიანობის განუყოფელი ნაწილია. ასევე სასურველია, იცოდე რომელიმე უცხო ენა, რათა გაეცნო სიახლეებს და პრაქტიკაში გამოიყენო ისინი
  2. სულ ცოტათი მაინც უნდა იცნობდე იმ ინდუსტრიას, რომელშიც მუშაობ, ანუ, ერკვეოდე მარკეტინგში, გაყიდვებში, გრაფიკულ დიზაინში და ა.შ.
  3. სასურველია, გაინტერესებდეს და ადვილად ითვისებდე ისეთ პროგრამებს, რომლებიც შენს სამუშაოს გააადვილებს. ჩემი გამოცდილებით, ყველა CMS-ი (Content Management System) მეტნაკლებად ერთმანეთს ჰგავს, რადგან ყველა პროექტს სჭირდება კალენდრის შედგენა და კამპანიას −  შედეგის გაზომვა. ამიტომ, არ შეგეშინდეს აბრევიატურების მიღმა დამალული უსაზღვრო შესაძლებლობების
  4. საჭიროა თვალს ადევნებდე იმას, თუ რა ხდება შენ გარშემო. ხშირი მონიტორინგი და დაკვირვება კარგ წარმოდგენას შეგიქმნის,კონკურენტი ან, თუნდაც არაკონკურენტი ბრენდების საქმიანობაზე
  5. გახსოვდეს, სწორი არხებითა და სწორად შერჩეული კონტენტით დასახულ მიზანს აუცილებლად მიაღწევ.


ყველა დამსაქმებელს სხვადასხვა მოთხოვნა აქვს, რაც დამოკიდებულია მათ მიზნებსა თუ გუნდის სიდიდეზე. ზოგიერთ მათგანს ვებგვერდზე მხოლოდ პოსტების შექმნა და განთავსება სურს, ზოგს კი, სტრატეგიის შემუშავებიდან, მის შესრულებამდე, მთელი ჯაჭვის გავლის სურვილი აქვს.. შესაბამისად, განსხვავებულია ანაზღაურებაც. სამუშაოს მოცულობა კონტენტმენეჯერს შესაძლებლობას აძლევს, ერთდროულად იმუშაოს სხვადასხვა პროექტზე, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბრენდებზე. მრავალფეროვნება და მუდმივი განვითარება ამ პოზიციის ხიბლია.


მეც სწორედ ამან მომიყვანა ამ სფეროში. წერა მიყვარდა, ყოველთვის ვწერდი და დიდ დროს ვატარებდი ინტერნეტში. კონტენტს ვქმნიდი და დღესაც ვქმნი ვებგვერდისთვის, სოციალური არხებისთვის, მობილური აპლიკაციებისთვის. ვმუშაობ საერთაშორისო კომპანიაში, რომელიც ძალიან დიდიხნის წინ  მიხვდა, რომ „კონტენტი  მეფეა“ და მისი დაგეგმისთვის, შენახვისთვისა და გამოყენებისთვის რამდენიმე პლატფორმაა საჭირო. ამიტომ, სწავლა და ძიება ჩემი საქმიანობის ძირითად ნაწილად იქცა...


3 დაკვირვება კონტენტმენეჯერისგან:

  1. ისეთი მზარდი და განვითარებადი სფერო, როგორიც კონტენტმენეჯმენტია არ ცნობს წესებს და შესაძლოა, ყველაფერი, რაც მოგიყევი, ხვალვე შეიცვალოს
  2. ცხადია, ქართული რეალობა განსხვავდება საერთაშორისოსგან, მაგრამ იქნებ, გვეცადა და დაგვეახლოებინა ის მის სტანდარტებთან?
  3. კარანტინის განმავლობაში მახარებდა შესაძლებლობა, მემუშავა ჩვეულ რეჟიმში. ამ საქმიანობას ხომ მუდმივ მოძრაობაში მოაქვს სტაბილურობა.


COVID-19-ის პერიოდი კარგი ლაკმუსი გამოდგა დამსაქმებლებისა და დასაქმებულებისთვის. ინტერნეტი აღმოჩნდა ის „უსაფრთხო“ ადგილი, სადაც თითქმის ყველა სფერომ განაგრძო საქმიანობა. ამიტომ, მჯერა, კონტენტმენეჯმენტის ცოდნა არათუ ზედმეტი, არამედ აუცილებელიცაა... და ვინ იცი, იქნებ მომავალში სწორედ ეს პროფესია აღმოჩნდეს ის საქმიანობა, რომელიც უამრავ ახალ კარს გაგიღებს.

განავითარე

არ გაჩერდე

თამარ ფოლადაშვილი

„რედ ბულ“ საქართველოს მედია კომუნიკაციების მენეჯერი

 

(R)




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up