საქართველოს ბანკი აგრძელებს ვირუსის წინააღმდეგ საპრევენციო ზომების განხორციელებას და მომხმარებელს უნიკალურ სერვისს სთავაზობს. იმისათვის რომ მომხმარებელმა სახლიდან გასვლის ნაცვლად ისარგებლოს საქართველოს ბანკის ციფრული სერვისებით, ისინი მობილბანკის მობილური ინტერნეტის გარეშე გამოყენებასაც შეძლებენ. ეს ნიშნავს, რომ ამიერიდან უკვე შესაძლებელია ნებისმიერი საბანკო ოპერაცია მობილბანკით შეასრულო მაშინაც კი, როცა მობილურის ბალანსზე თანხა ან ინტერნეტის მეგაბაიტები ამოგეწურა. იმისათვის რომ მომხმარებელმა მობილბანკის ინტერნეტის გარეშე შეძლოს გამოყენება, არაა საჭირო, რომელიმე კონკრეტული მობილური ოპერატორის აბონენტი იყო. სიახლეა ისიც, რომ მობილბანკი უკვე გაცილებით ნაკლებ ინტერნეტს მოიხმარს, მაშინ როცა მობილურის ბალანსზე თანხაც გაქვს და მეგაბაიტებიც.
„საქართველოს ბანკის მომხმარებელს შეუძლია აღარ იფიქროს იმაზე, აქვს თუ არა საკმარისი მეგაბაიტები. მას შეუძლია გამოიყენოს მობილბანკი მარტივად და სახლიდან გაუსვლელად. ეს ყველაფერი ვერ განხორციელდებოდა მობილური ოპერატორების − ბილაინის, მაგთიკომის და სილქნეტის გარეშე და გვინდა ამისთვის მათ განსაკუთრებული მადლობა ვუთხრათ“, - აცხადებენ საქართველოს ბანკში.
„გარდა სატელეკომუნიკაციო სერვისებისა, ჩვენ ვცდილობთ, ჩვენს მომხმარებელს, ასევე, სხვა აუცილებელი მომსახურების მიღებაც გავუმარტივოთ, როგორიცაა საბანკო მომსახურება და სწორედ ამიტომ, შევუერთდით საქართველოს ბანკის ინიციატივას, რაც საშუალებას მისცემს ჩვენს აბონენტებს სახლიდან გაუსვლელად ისარგებლონ საქართველოს ბანკის მობილბანკის სერვისით იმის მიუხედავად, აქვს თუ არა ანგარიშზე მეგაბაიტები“, - აღნიშნა „სილქნეტის“ კომერციულმა დირექტორმა ბაჩო ჩინჩალაძემ.
„მაგთიკომი არ შემოიფარგლა მხოლოდ საკუთარი სერვისების უფასო დისტანციური მომსახურების უზრუნველყოფით, ამის ნათელი მაგალითია საქართველოს ბანკთან თანამშრომლობა, რომლის სერვისებთან წვდომაც მომხარებლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მითუფრო მობილბანკით სარგებლობა მობილური ინტერნეტის გარეშე. მაგთიკომი სიამოვნებით ჩაერთო ამ პროექტში, რომელიც მიზნად ისახავს მომხმარებლებისთვის სახლიდან გაუსვლელად დისტანციური მომსახურების მიღებას მობილური ინტერნეტის გარეშე და ამ ფორმით მოსახლეობის ჯანმრთელობის და უსაფრთხოების დაცვას, მათთვის ცხოვრების გამარტივებას“, - აცხადებენ „მაგთიკომში“.
„კორონავირუსის გავრცელების პირველივე დღიდან, ბილაინი სთავაზობს მომხმარებელს მომსახურების სრული სპექტრის მიღებას ონლაინ, ისე რომ ადამიანს არ მოუწიოს სახლიდან გასვლა. ის, რომ საქართველოს ბანკის მობილბანკის მოხმარებისას, ბილაინის აბონენტს საერთოდ აღარ დაეხარჯება ინტერნეტი, ასევე არის სახლში დარჩენის და ამ შემთხვევაში, საბანკო მომსახურების სრულად ონლაინ მიღების მოტივაცია. ვფიქრობთ, ეს არის ორ სექტორს შორის კარგი თანამშრომლობის მაგალითი, იმისთვის რომ გავუმარტივოთ ჩვენს მომხმარებლებს ამ რთულ დროსთან გამკლავება. დიდი მადლობა გვინდა ვუთხრათ საქართველოს ბანკს პროდუქტიული თანამშრომლობისთვის“, - განაცხადეს ბილაინში.
(R)