საქართველოს ბანკის  კლიენტებისთვის Adizes-ის ინსტიტუტმა  სემინარი გამართა

საქართველოს ბანკის კლიენტებისთვის Adizes-ის ინსტიტუტმა სემინარი გამართა

access_time2019-06-12 13:12:54

საქართველოს ბანკის ორგანიზებით საერთაშორისოდ ცნობილმა ადიზესის ინსტიტუტმა ბანკის კორპორატიული, მცირე და საშუალო ბიზნესის კლიენტებისთვის სემინარი გამართა. სემინარის მთავარი თემა იყო - როგორ შევუწყოთ ხელი ეფექტურ ტრანსფორმაციას მეწარმეობიდან პროფესიულ მენეჯერობამდე. სემინარს, რომელსაც თავად იცხაკ ადიზესი ონლაინ რეჟიმში ერთვებოდა, 50-ზე მეტი ორგანიზაციის უმაღლესი რგოლის მენეჯერი, საქართველოს ბანკის პარტნიორი მსხვილი, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენელი ესწრებოდა.



იცხაკ ადიზესმა სემინარის მონაწილეებს გაუზიარა საკუთარი 40 წლიანი გამოცდილება იმ მეთოდოლოგიის შესახებ, რომელიც კორპორაციებს აძლევს შესაძლებლობას, დესტრუქციული კონფლიქტების გარეშე, დაჩქარებული ცვლილებებით მიაღწიოს განსაკუთრებულ შედეგებს. მან ყურადღება გაამახვილა იმ კონკრეტულ ინსტრუმენტებსა თუ წესებზე, რომელიც ეხმარება ბიზნესს, სწორად მართოს პროცესები.




„საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია აქტიურად შეუწყოს ხელი ბიზნესის განვითარებას, როგორც დაფინანსების, ასევე ინტელექტუალური მხარდაჭერის კუთხით.სწორედ ამიტომ, მიგვაჩნია რომ საერთაშორისოდ აღიარებული საკონსულტაციო კომპანიისა და მისი ხელმძღვანელის მიერ გამართული სემინარი დაეხმარება ჩვენს პარტნიორ ბიზნესებს სამომავლო განვითარებაში, სწორი ბიზნესმოდელის ჩამოყალიბებასა და ეფექტურობის გაზრდაში“,- განაცხადა საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა, ზურაბ მასურაშვილმა.



ინფორმაციისთვის, Adizes-ის ინსტიტუტი არის საერთაშორისოდ ცნობილი საკონსულტაციო კომპანია, რომელიც 52 ქვეყნის კერძო და საჯარო კომპანიებს უწევს კონსულტაციას სტრატეგიული მენეჯმენტის, ორგანიზაციების სწორად სტრუქტურირების, სწრაფად მზარდი ორგანიზაციების მართვის მიმართულებით. ინსტიტუტის დამაარსებელი, იცხაკ ადიზესი Leadership Excellence Journal-მა და ჟურნალმა Executive Excellence-მა ამერიკის შეერთებული შტატების 30 საუკეთესო ლიდერად და საუკეთესო კონსულტანტად აღიარა.








თბილისის ყველაზე საშიში უბნები გაზის მომხმარებელთა უყურადღებობის კუთხით

თბილისის ყველაზე საშიში უბნები გაზის მომხმარებელთა უყურადღებობის კუთხით
access_time2019-10-19 14:13:12
„თბილისი ენერჯი“ დედაქალაქში, გაზის მომხმარებელთა უყურადღებობის კუთხით, ყველაზე საშიში უბნების ჩამონათვალს ავრცელებს. „კომერსანტი“ „თბილისი ენერჯის“ ინფორმაციას უცვლელად გთავაზობთ: „თბილისის უბნები, სადაც მიმდინარე წლის 9 თვის განმავლობაში გაზის კუსტარულად დამონტაჟებული დანადგარების დემონტაჟის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა: • სანზონა • ვაზისუბანი• გლდანი• ჩუღურეთი• ისანი -...

გიორგი ქობულია: კონსორციუმს ინვესტორების მოძიების პრობლემა ჰქონდა ბევრად უფრო ადრე, ვიდრე გამოძიება დაიწყებოდა

გიორგი ქობულია: კონსორციუმს ინვესტორების მოძიების პრობლემა ჰქონდა ბევრად უფრო ადრე, ვიდრე  გამოძიება დაიწყებოდა
access_time2019-10-19 14:08:30
ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია აცხადებს, რომ ანაკლიის კონსორციუმს ინვესტორების მოძიების პრობლემა ბევრად უფრო ადრე ჰქონდა, ვიდრე მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყებოდა. „ინვესტორების მოძიების და საინვესტიციო ვალდებულების შესრულების პრობლემა ბევრად უფრო ადრე იყო, ვიდრე დაიწყებოდა სისხლის სამართლის საქმე და დაიძაბებოდა ურთიერთობა ხაზარაძე-ჯაფარიძესა და მთავრობას შორის- განაცხადა გიორგი ქობულიამ ტვ „პირველის“ ეთერში.მისი თქმით,...

ვითარება გურამიშვილის გამზირზე, სადაც ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა [ფოტო]

ვითარება გურამიშვილის გამზირზე, სადაც ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა [ფოტო]
access_time2019-10-19 12:08:50
გურამიშვილის გამზირზე, კორპუსში, სადაც აფეთქება მოხდა, ყველა პირი გამოიკითხება, - ამის შესახებ საპატრულო პოლიციის უფროსმა, ვაჟა სირაძემ, ჟურნალისტებს ადგილზე...

გურამიშვილის გამზირზე საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა, არის ნგრევა

გურამიშვილის გამზირზე საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა, არის ნგრევა
access_time2019-10-19 09:21:35
ურამიშვილის გამზირის #34-ში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა. არის ნგრევა. როგორც ინტერპრესნიუსს საგანგებო...

შალვა ცხაკაია - „ყველამ უნდა გაიგოს, რომ შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების მსგავსი წონიანი რეგულაციის ბრმად მიღება არ შეიძლება“

შალვა ცხაკაია - „ყველამ უნდა გაიგოს, რომ შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების მსგავსი წონიანი რეგულაციის ბრმად მიღება არ შეიძლება“
access_time2019-10-19 11:00:59
ყველამ უნდა გაიგოს, რომ შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების მსგავსი წონიანი რეგულაციის ბრმად მიღება არ შეიძლება, – ამის შესახებ დამსაქმებელთა ასოციაციის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე შალვა ცხაკაიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“.   გადაცემაში ბიზნესომბუდმენისა და საქართველოს ბიზნესგაერთიანებების შეხვედრა განიხილეს, რომელიც შრომის კოდექსთან დაკავშირებულ საკამათო ცვლილებებს მიეძღვნა. ცვლილებების ინიციატორი დეპუტატი დიმიტრი ცქიტიშვილია და მისი...


მსგავსი სიახლეები

up