საქართველოს ბანკის ინვესტიციების ანგარიშის მართვის საკომისიო 1 აგვისტოდან 1 ოქტომბრამდე 0$-ია

საქართველოს ბანკის ინვესტიციების ანგარიშის მართვის საკომისიო 1 აგვისტოდან 1 ოქტომბრამდე 0$-ია

access_time2022-08-10 17:20:00

საქართველოს ბანკი მომხმარებლის ინტერესების გათვალისწინებით მუდმივად ცდილობს მათ ახალი ინიციატივები შესთავაზოს. ამ მიზნით, 1 აგვისტოდან 1 ოქტომბრამდე (აგვისტო- სექტემბრის თვეში) ინვესტიციის ანგარიშის მართვის ყოველთვიური საკომისიო უფასო იქნება. (ნაცვლად მინიმალური 2$-ისა იქნება 0$).


სიახლე ეხება როგორც ახალ, ასევე არსებულ მომხმარებლებს. ეს გულისხმობს, რომ 1 აგვისტოდან 1 ოქტომბრამდე, მათთვის, ვინც ინვესტირების დაწყებას გეგმავს ან უკვე არის ინვესტორი, ანგარიშის მართვის საკომისიო აგვისტო- სექტემბრის თვეში გაუნულდება.


საინვესტიციო მოდულის დახმარებით მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა, ინვესტირება დაიწყოს მინიმალური თანხით და შეიძინოს ფასიანი ქაღალდები, ან ისეთი ამერიკული კომპანიების აქციები როგორიცაა: Facebook, Apple, Coca-Cola და ა.შ.


აღსანიშნავია, რომ მომხმარებელს შეუძლია, mBank-პროდუქტების გვერდზე განთავსებული ინვესტიციების მოდულით ლაივ რეჟიმში დაათვალიეროს აქციებისა და სხვა საინვესტიციო ინსტრუმენტების ფასების დინამიკა; დამოუკიდებლად, შუამავლის დახმარების გარეშე შეარჩიოს და შეიძინოს ფასიანი ქაღალდები. ასევე, დაიწყოს ინვესტირება $1-დან და აკონტროლოს შეძენილი აქციების პორტფელი.



„საქართველოს ბანკის ინვესტიციები მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას, საქართველოში ყველაზე დაბალი საკომისიოებით, ისეთი საერთაშორისო კომპანიების აქციებით ივაჭრონ, როგორიცაა: Apple, Amazon, Microsoft, Tesla, Google და სხვა. პირველად საქართველოში, საქართველოს ბანკის საინვესტიციო პლატფორმით გახდა შესაძლებელი წილადობრივი (fractional) ინვესტირება. ამასთან, საინვესტიციო ანგარიშის გახსნა რამდენიმე წუთში, ონლაინ რეჟიმშია შესაძლებელი. ჩვენი მიზანია, საქართველოს ბანკის მომხმარებელმა შეძლოს შეურთდეს მილიონობით ინვესტორს მსოფლიოში და დაიწყოს ინვესტირება აშშ-ს საფონდო ბირჟებზე, პირდაპირ მობილბანკიდან, რადგან ეს პროცესი დღეს იმაზე ხელმისაწვდომი და მარტივია, ვიდრე ოდესმე“ - აცხადებენ საქართველოს ბანკში.



ინფორმაციისთვის, სიახლე საქართველოს ბანკის, მისი ჯგუფის შვილობილი კომპანია Galt & Taggart-ისა და საერთაშორისო ფინანსური ტექნოლოგიების პლატფორმა „Drive Wealth”-ის პარტნიორობით განხორციელდა. პროდუქტის დანერგვიდან დღემდე, „ინვესტიციები“ მუდმივად ვითარდება - პლატფორმას ემატება ახალი ფუნქციონალები, იხვეწება დიზაინი, იმისთვის, რომ კიდევ უფრო მარტივი და ინტუიტური იყოს მისი გამოყენება. საქართველოს ბანკი აქტიურად აგრძელებს ამ მიმართულებით მუშაობას და მომხმარებელს სამომავლოდ კიდევ არაერთ სიახლეს შესთავაზებს.


დაიწყე ინვესტირება - https://mbank.bog.ge/uZ3q


(R)







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up