საქართველოს ბანკის “ღია ბანკინგის” განვითარების ხელშეწყობის მიზნით  Bog Fintech -ის მხარდაჭერით Fuckup Nights Tbilisi გაიმართა

საქართველოს ბანკის “ღია ბანკინგის” განვითარების ხელშეწყობის მიზნით Bog Fintech -ის მხარდაჭერით Fuckup Nights Tbilisi გაიმართა

access_time2018-10-29 11:35:28

საქართველოს ბანკის Fintech პლატფორმის მხარდაჭერით რიგით მეექვსე Fuckup Nights Tbilisi გაიმართა. ღონისძიება ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაში ძალიან აქტუალურ და საინტერესო სფეროს- ფინანსური ტექნოლოგიების წარმოადგენლებსა და მათ პროფესიული მარცხის ისტორიებს დაეთმო. ღონისძიებაზე 4-მა სპიკერმა დამსწრე საზოგადოებას გაუზიარა კარიერის განმავლობაში დაშვებული შეცდომები. Fuckup Nights-ის მიზანიც სწორედ ისაა, რომ სხვისი შეცდომები, პროფესიული მარცხი განსხვავებული კუთხით წარმოაჩინოს და მის მონაწილეებს დაანახოს, რომ მარცხი ცოდნის ნაწილი და ღირებული გამოცდილებაა, რომელზეც ღირს ხმამაღლა საუბარი.



Fuckup Nights-ის თითოეული ღონისძიება სხვადასხვა პროფესიის და გამოცდილების ადამიანს აერთიანებს. ეს არის გლობალური მოძრაობა, რომელიც 2012 წელს მექსიკაში დაიწყო და ახლა უკვე მთელი მსოფლიოს მასშტაბით 84 ქვეყანასა და 300 ქალაქში მიმდინარეობს, მათ შორის საქართველოშიც.




საქართველოს ბანკი განაგრძობს „ღია ბანკინგის“ განვითარების ხელშეწყობას და რეგიონის ფინტექ მიმართულების განვითარებას. საქართველოს ბანკი პირველია როგორც საქართველოში, ისე რეგიონში, ვინც ღია ბანკინგის განვითარების ფარგლებში, ფინტექ სტარტაპების ხელშეწყობის მიზნით, შექმნა ახალი სტრატეგიული მიმართულება- Bog fintech და ვებგვერდი www.fintech.ge ასევე, ე.წ. API Sandbox - მზა პროგრამული გარემო ბანკის სერვისებთან ინტეგრირებული პროტოტიპების მარტივად შესაქმნელად. დღეისათვის ვებგვერდზე უკვე ხელმისაწვდომია 9 საბანკო სერვისის შესაბამისი API.







ბიზნესის ახალი მოდელი ახალ რეალობაში

ბიზნესის ახალი მოდელი ახალ რეალობაში
access_time2022-01-25 16:55:00
რას გულისხმობს მთავარი  ბუღალტრის როლის ტრანსფორმაცია...

25 იანვარი - ლარის კურსი ყველა ძირითად ვალუტასთან მიმართებით გამყარდა

25 იანვარი - ლარის კურსი ყველა ძირითად ვალუტასთან მიმართებით გამყარდა
access_time2022-01-25 18:00:47
25 იანვრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 0.43 თეთრით 3.0720- მდე გამყარდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე დღის ბოლოს კურსმა 3.0675 შეადგინა. საერთაშორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 1.47 თეთრით 3.4661-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 1.57 თეთრით 4.1358-მდე, 100 რუსულ რუბლთან 0.68 თეთრით 3.9081-მდე, თურქულ ლირასთან 0.18 თეთრით 0.2269-მდე, 1000 სომხურ დრამთან კი 0.82 თეთრით 6.3834-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.68...

ჩინეთის მიმართულებით ამანათების გადაზიდვა 60%-ით გაძვირდა

ჩინეთის მიმართულებით ამანათების გადაზიდვა 60%-ით გაძვირდა
access_time2022-01-25 17:00:20
ამანათების გადამზიდი კომპანიები 2022 წელს მომსახურებაზე ტარიფის ზრდას ამ ეტაპზე არ ელიან. კერძო სექტორის შეფასებით, ფასების კორექტირების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ცვლილებები 2020 წლიდან დაიწყო და ის ძირითადად ჩინეთის მიმართულებას შეეხო. როგორც „ბიზნესპარტნიორთან“ Inex Group-ის დირექტორი, გიორგი კაპანაძე აცხადებს, ჩინეთის მიმართულებით ამანათების გადაზიდვის ფასები დაახლოებით 60%-ით არის გაზრდილი.   „ტარიფების თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ცვლილება იყო ჩინეთის...

„საქართველოს ბანკს“ ფეისბუქმა, სავარაუდოდ, გვერდი დაუბლოკა

„საქართველოს ბანკს“ ფეისბუქმა, სავარაუდოდ, გვერდი დაუბლოკა
access_time2022-01-25 15:55:06
„საქართველოს ბანკის“ გვერდი ფეისბუქზე აღარ იძებნება. მისი ვირტუალური სივრციდან გაქრობის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.  „საქართველოს ბანკის“ გვერდის გაქრობას მისი მთავარი კონკურენტი თიბისი ეხმაურება, რომელიც სოციალურ ქსელში წერს: „ადამიანების შესაძლებლობები...

მიხეილ ჯაფარიძე: „ომიკრონის“ გავრცელების გამო ოჯახის ექიმებზე უპრეცედენტო დატვირთვა ფიქსირდება

მიხეილ ჯაფარიძე: „ომიკრონის“ გავრცელების გამო ოჯახის ექიმებზე უპრეცედენტო დატვირთვა ფიქსირდება
access_time2022-01-25 12:30:26
სადაზღვევო კომპანიების ნაწილი ჯანდაცვის სამინისტროს პირველადი ჯანდაცვის რგოლში პაციენტების მართვის პროტოკოლის შეცვლას სთხოვს, რათა ოჯახის ექიმებზე დატვირთვა შემსუბუქდეს და მათ უკეთ...


მსგავსი სიახლეები

up