საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით „ვაჩნაძიანის ველი“  ღვინისა და საკვების უმსხვილეს გამოფენაში Stockholm Food and Wine 2019 -ში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით „ვაჩნაძიანის ველი“ ღვინისა და საკვების უმსხვილეს გამოფენაში Stockholm Food and Wine 2019 -ში მიიღებს მონაწილეობას

access_time2019-10-16 16:00:40

საქართველოს ბანკი ბიზნესის განვითარების მხარდაჭერას განაგრძობს არამხოლოდ საქართველოში, არამედ მის საზღვრებს გარეთ. ბანკის ფინანსური მხარდაჭერით „ვაჩნაძიანის ველი“ ღვინისა და საკვების უმსხვილეს გამოფენაზე Stockholm Food and Wine 2019-ზე დასასწრებად გაემგზავრება. ფართომასშტაბიანი გამოფენა 8-10 ნოემბერს ჩატარდება. ყოველწლიურად ღონისძიებას30-35 ათასამდე სტუმარი სტუმრობს.



„საქართველოს ბანკის მიზანია მხარი დაუჭიროს მცირე და საშუალო ბიზნესს შემდგომ განვითარებაში და პროდუქციის საზღვრებს გარეთ, საერთაშორისო არენაზე გატანაში. გვინდა ხელი შევუწყოთ მათ სექტორისძირითადმოთამაშეებთან ახალი კავშირების, პოტენციური პარტნიორების მოძიებაში. შვედეთის ღვინის ფესტივალი არის ძალიან კარგი შესაძლებლობა ქართულ ღვინოსთან ერთად საქართველო მთელს მსოფლიოს გავაცნოთ. მოხარული ვართ, რომ ჩვენ ვქმნით ახალ შესაძლებლობებს არამხოლოდ ბიზნესისთვის, არამედ ქვეყნისთვის“,- აცხადებენ საქართველოს ბანკში.



ინფორმაციისთვის, Stockholm Food and Wine 2019-ის ორგანიზატორებისა და შვედი მომხმარებლების მხრიდან ინტერესი ქართული ღვინის მიმართ ბოლო წლებში საგრძნობლად მზარდია, რაზეც ღვინით ვაჭრობის ოფიციალური სტატისტიკაც მეტყველებს.



ღვინის სააგენტოს მონაცემებით, 2019 წლის 9 თვეში საქართველოდან მსოფლიოს 50 ქვეყანაში 65,2 მლნ-მდე ბოთლი (0,75 ლ) ღვინოა ექსპორტირებული, რაც 2018 წლის ამავე მაჩვენებელს 10%-ით აღემატება.


ექსპორტი გაიზარდა ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე. კერძოდ, ექსპორტი შვედეთში გაზრდილია 397%-ით. მსოფლიოს 23 ქვეყანაში ექსპორტირებულია 19,5 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 44%-ით აღემატება 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. აღნიშნულ გამოფენაში მონაწილეობით ღვინის მწარმოებლებს ეძლევათ შესაძლებლობა, უკეთ გააცნონ საკუთარი პროდუქცია შვედ მომხმარებელს, ადგილობრივ ექსპერტებს, სომელიეებს, ღვინის სფეროში დასაქმებულ სპეციალისტებს და იმპორტიორებს, რომლებთანაც კავშირების დამყარება უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს შვედურ ბაზარზე ქართული პროდუქციის დამკვიდრებაში.








„ლარს მიხედე, ბიძინა, ლარს“

„ლარს მიხედე, ბიძინა, ლარს“
access_time2019-11-18 14:30:56
ქვეყანა ისევ დესტაბილიზაციისა და კოლაფსის საფრთხის წინაშეა“ ინტერვიუ ანალიტიკოს ვაჟა ბერიძესთან – ბატონო ვაჟა, როგორ შეაფასებდით ქვეყანაში შექმნილ...

პირველი სერიოზული ბიზნესქეისი-კლინიკების ხელმძღვანელები ბიზნესომბუდსმენს შეხვდნენ

პირველი სერიოზული ბიზნესქეისი-კლინიკების ხელმძღვანელები ბიზნესომბუდსმენს  შეხვდნენ
access_time2019-11-18 13:28:03
„კომერსანტისთვის“  ცნობილი გახდა, რომ ახლად დანიშნულმა  ბიზნესომბუდსმენმა პირველ სერიოზულ ბიზნეს ქეისზე დაიწყო მუშაობა-ის კლინიკების ხელმძღვანელებს შეხვდა. განსახილველი საკითხი ეკატერინე ტიკარაძის უწყების მიერ გატარებული რეფორმაა, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკებისთვის ერთიანი ტარიფის ამოქმედებას გულისხმობს.   8 ნოემბერს „კომერსანტი“ წერდა, რომ 25-მა სამედიცინო დაწესებულებამ, პრემიერ მინისტრს, საქართველოს პარლამენტის...

გია ვოლსკი - ბიუჯეტის ჩაგდება იქნება ქვეყნის ღალატი და უკან დახევა

გია ვოლსკი - ბიუჯეტის ჩაგდება იქნება ქვეყნის ღალატი და უკან დახევა
access_time2019-11-18 12:51:44
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, უმრავლესობის ლიდერი გიორგი ვოლსკი ოპოზიციური პარტიების აქციებსა და ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. ვოლსკის შეფასებით, აღნიშნული„ნაციონალური მოძრაობის“ და მისი მეორე ფრთის რევოლუციური სცენარის განვითარებას წარმოადგენს. „ეჭვი მაქვს, იქნებ, ბიუჯეტზეა საერთოდ გალაშქრება, რომ არ მივიღოთ, რადგან ბიუჯეტი არის გათვლილი ადამიანზე. ის შევადგინეთ მას შემდეგ, რაც ათასობით სოფელი მოვიარეთ საქართველოში. ბიუჯეტის და იმ...

უნაღდო გადახდების მომავალი Mastercard-თან ერთად

უნაღდო გადახდების მომავალი Mastercard-თან ერთად
access_time2019-11-18 11:20:21
ციფრული გადახდების გლობალურმა ლიდერმა, Mastercard-მა, პროექტის “Cashelss for future” გამარჯვებულები გამოავლინა. ფინანსური განათლების ასამაღლებელი ტრენინგები Mastercard-მა არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკებთან“ ერთად დაგეგმა, პროექტის მოწვეული ტრენერი საქართველოს ეროვნული ბანკის დირექტორის მრჩეველი, გიორგი ბაქრაძეც გახლდათ. პროექტი 2 კვირის განმავლობაში გრძელდებოდა და მიზნად საუკეთესო მარკეტინგული კამპანიის დაგეგმვას ისახავდა, რომელიც საქართველოში უნაღდო...

„ჩვენ აღარ ვაპირებთ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული რაიმე ახალი ინიციატივის განხილვას“

„ჩვენ აღარ ვაპირებთ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული რაიმე ახალი ინიციატივის განხილვას“
access_time2019-11-18 12:16:29
,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს პრესსამსახური  გენერალური მდივნის კახა კალაძის განცხადებას  ავრცელებს, რომელსაც “კომერსანტი“  უცვლელად გთავაზობთ: „პარტია ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ სახელით გვსურს, საზოგადოებას განვუმარტოთ, თუ რა პროცესები ვითარდება რეალურად უკანასკნელ დღეებში. გუშინ, ყველამ ნათლად დაინახა, რომ საპროტესტო აქციის რეალური ორგანიზატორი იყო ნაციონალური მოძრაობა თავისი განშტოებებით. ამ აქციის საბაბი პროპორციული...


მსგავსი სიახლეები

up