საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით თბილისში Hilton-ი აშენდება

საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით თბილისში Hilton-ი აშენდება

access_time2019-06-11 15:14:28

საქართველოს ბანკი აგრძელებს ბიზნესის მხარდაჭერას და ქვეყნისთვის პრიორიტეტული მიმართულებებით მნიშვნელოვანი პროექტების დაფინანსებას. ბანკი თბილისში 201 ნომრიანი, ცნობილი ბრენდის სასტუმროს Hilton-ის მშენებლობას დააფინანსებს. 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო კოსტავას ქუჩაზე, სოფლის მეურნეობის ყოფილ სამინისტროს შენობაში შენდება.


პროექტის მთავარი იდეა ორი ეპოქის გაერთიანება, ძველი და თანამედროვე არქიტექტურის მქონე შენობების ჰარმონიული სინთეზია.


პროექტის მიხედვით მოხდება არსებული შენობის რესტავრაცია და თანამედროვე არქიტექტურით შექმნილი შენობის მიერთება. სასტუმროში განთავსდება რესტორანი. ბოლო სართულზე კი Sky Bar-ი ლამაზი ხედებითა და სპა საცურაო აუზით. ასევე, საკონფერენციო ზონები, კაზინო, რომელსაც ოპერირებას გაუწევს მსოფლიო მასშტაბით ცნობილი ბრენდი. ინტერიერის დიზაინი, რომელსაც იტალიელი არქიტექტორი და დიზაინერი Piero Lissoni ქმნის, გამოირჩევა დახვეწილი სტილითა და ესთეტიურობით. მის დიზაინში გამოყენებულია ძველი თბილისის არქიტექტურის თემატიკა, რაც არსებულ პროექტს მეტ უნიკალურობას სძენს.



პროექტს საინვესტიციო კომპანია Granat-ი ახორციელებს. სასტუმროს მშენებლობისთვის 67 მილიონი აშშ. დოლარის ინვესტიცია განხორციელდება. პროექტის დასრულება 2020 წლის ბოლოს იგეგმება.



„საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია ეკონომიკურად გამართული პროექტების დაფინანსება დაბიზნესის განვითარების ხელშეწყობა, განსაკუთრებით ტურიზმის მიმართულებით. ტურიზმის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი დარგია და მოხარული ვართ, რომ სწორედ ჩვენი ფინანსური მხარდაჭერით თბილისს კიდევ ერთი 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო შეემატება. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ყოფილი შენობა წლების განმავლობაში უფუნქციოდ იყო დატოვებული, კომპანია „გრანატის“ მიერ განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების შემდეგ კი ძველი შენობა რესტავრაციის შედეგად ახალ სახეს შეიძენს. მნიშვნელოვანია, რომ სასტუმროს მშენებლობის პროცესში 500 ადამიანი დასაქმდა. მისი გახსნის შემდეგ კი, 300-ზე მეტი მუდმივი სამუშაო ადგილი შეიქმნება. რაც შეეხება პროექტში საქართველოს ბანკის მონაწილეობას, ბანკის მხრიდან პროექტის განსახორციელებლად - 32 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის დაფინანსება გამოიყო“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, გიორგი ფაილოძემ.


ინფორმაციისთვის, ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს მოსაპირკეთებლად გამოყენებული იქნება კომპანია Lafarge-ს მიერ შექმნილი ინოვაციური საფასადე მასალა Ductal, რომლითაც შექმნილია Louis Vuitton-ის ფონდის შენობა ქ. პარიზში. პროექტის გენერალური კონტრაქტორი სამშენებლო კომპანია BBC-ია. პროექტს სამშენებლო მენეჯმენტს ბრიტანული კომპანია BHP უწევს. რაც შეეხება პროექტის დიზაინერს, პიერო ლისონის, მისი არქიტექტურული და საპროექტო ნამუშევრები მსოფლიოს მასშტაბით აღიარებულია, მათ შორის სასტუმროები:Ritz Carlton Residences & Villas Maiami Beach; Conservatorium Hotel Amsterdam, Roomers Hotel Baden-Baden, Mamilla Hotel Jerusalem, Saint Vincent Resort Grand Hotel Billia, Shilla Stay Hotel, South Korea და სხვა. ლისონისმიღებული აქვს მრავალი საერთაშორისო ჯილდო, მათ შორის ჯილდო საუკეთესო დიზაინისთვის, Red Dot Award, Compasso D'Oro ADI, Elle Decor International და სხვა.







არჩილ მესტვირიშვილი - რეგულაციების გადახედვაზე ვმუშაობთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ შერბილდება ან პრინციპები შეიცვლება

არჩილ მესტვირიშვილი - რეგულაციების გადახედვაზე ვმუშაობთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ შერბილდება ან პრინციპები შეიცვლება
access_time2019-09-19 22:40:22
საბანკო რეგულაციების გადახედვაზე ვმუშაობთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის შერბილდება ან პრინციპები შეიცვლება, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, არჩილ მესტვირიშვილმა დღეს საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ სტუმრობისას განაცხადა. გადაცემაში ქართულ ბიზნესზე ეროვნული ვალუტის კურსისა და საბანკო რეგულაციების გავლენის საკითხი...

2020 წლიდან ამოქმედდება საპილოტე პროექტი, რომელიც ქუჩაში მანქანების გაჩერებას, ადგილზე შემოწმებას და ნორმების შეუსაბამობის შემთხვევაში, მათ დაჯარიმებას ითვალისწინებს

 2020 წლიდან ამოქმედდება საპილოტე პროექტი, რომელიც ქუჩაში მანქანების გაჩერებას, ადგილზე შემოწმებას და ნორმების შეუსაბამობის შემთხვევაში, მათ დაჯარიმებას ითვალისწინებს
access_time2019-09-19 19:00:57
ტექინსპექტირება, რომელიც თავდაპირველად ჰაერის დაბინძურების მიზეზით დაიწყო, ფაქტია, ამ მხრივ უშედეგო აღმოჩნდა. თითქმის ყველა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ასევე მსუბუქი ავტომობილების ნაწილი დღესაც ისეთ შავ კვამლს უშვებს,რომ შეიძლება 200-300 მეტრზე ვერაფერი გაარჩიოთ. რადიო „ფორტუნამ“ ამ თემაზე ვრცელი სტატია გააკეთა, სადაც სპეციალისტები ტექინსპექტირების რეფორმის ჩავარდნაზე პირდაპირ საუბრობენ. ცოტა ხნის წინ კი ცნობილი გახდა, რომ გარემოს დაცვის სამინისტროში კონცეფციაზე მუშაობენ,...

გია ვოლსკი - კომპანია, რომელიც „ანაკლიის კონსორციუმმა“ ამერიკული კონტი ჯგუფის ნაცვლად წარმოადგინა, ფაქტობრივად, რუსული კომპანიაა

გია ვოლსკი - კომპანია, რომელიც „ანაკლიის კონსორციუმმა“ ამერიკული კონტი ჯგუფის ნაცვლად წარმოადგინა, ფაქტობრივად, რუსული კომპანიაა
access_time2019-09-19 17:15:52
ხაზარაძეს უნდა, რომ ორი კურდღელი ერთი გასროლით მოკლას. მე ვფიქრობ, ეს შეუძლებელია, მაგრამ, ამავე დროს ძალიან ცუდად ახასიათებს თავად ახალ შექმნილ პარტიას, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა. ვოლსკის თქმით, კომპანია, რომელიც „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ ამერიკული კონტი ჯგუფის ნაცვლად წარადგინა, ფაქტობრივად, რუსული კომპანიაა. “ხაზარაძე ასახელებს კომპანიას, რომელიც ფაქტობრივად, რუსული...

აკაკი ზოიძე- „ადამიანებს უნდა ვაჩვენოთ, რომ სწორ და ეფექტიან ნაბიჯებს ვდგამთ, რომელიც მათ გაჭირვებას შეამსუბუქებს, ზოგიერთი მათგანისთვის ცხოვრება აუტანელი ტვირთია“

აკაკი ზოიძე- „ადამიანებს უნდა ვაჩვენოთ, რომ სწორ და ეფექტიან ნაბიჯებს ვდგამთ, რომელიც მათ გაჭირვებას შეამსუბუქებს, ზოგიერთი მათგანისთვის ცხოვრება აუტანელი ტვირთია“
access_time2019-09-19 15:20:57
„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 49 პროცენტი ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება, 63 პროცენტი ფიქრობს, რომ საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა ცუდია. გამოკითხულთა 84 პროცენტი პასუხისმგებლობას ხელისუფლებას და მთავრობას აკისრებს.   საზოგადოებრივი აზრის კვლევა, რომელიც 13-29 ივლისს ჩატარდა, ნათლად აჩვენებს იმ მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარებას,  რომელიც დღეს ქვეყანაშია შექმნილი....

ნათია თურნავა არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას სამთავრობო ცვლილებების შესახებ

ნათია თურნავა არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას სამთავრობო ცვლილებების შესახებ
access_time2019-09-19 15:00:53
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან ენერგეტიკის ცალკე სამინისტროდ გამოყოფის საკითხი მთავრობაში არ განიხილება. „არ გიდასტურებთ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან ენერგეტიკის ცალკე სამინისტროდ გამოყოფის შესახებ, მთავრობაში მსგავსი ცვლილება არ განიხილება, ჩვენ ვართ მცირე მთავრობის კონცეფციის ერთგულები, - განაცხადა ნათია თურნავამ ჟურნალისტის მიერ...


მსგავსი სიახლეები

up